1.რძის ფხვნილი 2602.6კგ - მცენარეული ცხიმის გარეშე,ცხიმიანობა 26% ,
კონსისტენცია მშრალი, ფხვიერი, ფერი მოყვითალო, სუნი და გემო
დამახასიათებელი ნიმუშისათვის. ფიზიო–ქიმიური მაჩვენებლები
აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. დაფასოებული .
მოწოდების რაოდენობა მოთხოვნის შესაბამისად. ეტიკეტირებული, ეტიკეტზე
მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით. თითოეულ მოწოდებულ
პარტიაზე თანდართული ხარისხის სერთიფიკატი.
2. არაჟანი 518 კგ - მცენარეული ცხიმის გარეშე,დამზადებული პასტერიზებული,
ნორმალიზებული ნაღებისაგან, ტკბილნაღებიანი კარაქის, უცხიმო/ ცხიმიანი
რძის გამოყენებით, ქარხნული წესით, ცხიმიანობა 20% არადამახასიათებელი
გემოს გარეშე, არ შეიცავს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და
ქიმიური მაჩვენებლები აკმაყოფილებს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ
ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. შეფუთული (მოთხოვნის შესაბამისად)
და სათანადოდ ეტიკეტირებული ჰერმეტულად დახურულ შეფუთვაში.შედედება
ბუნებრივი ფერმენტებით. კონსისტენცია ერთგვაროვანი. კონსერვანტების
ემულგატორების და ქიმიური ნივთიერებების გარეშე. მიკრობიოლოგიური და
ფიზიო-ქიმიური მაჩვენებლებით აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების
მოთხოვნებს. დაფასოებული ქარხნული წესით შესაბამისი მარკირებით.
ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით. თითოეულ
მოწოდებულ პარტიაზე თანდართული ხარისხის სერთიფიკატი. 0.180კგ-დან - 0.400 კგ.
-ს ჩათვლით, შეფუთვით, პასუხისმგებელი პირების მოთხოვნის
შესაბამისად.
3.კარაქი 1771კგ - "ცხოველური, ნატურალური რძისგან (რძის ცხიმისგან)
დამზადებული მცენარეული ცხიმის გარეშე, ფერი მოყვითალო, ზედაპირი
მკვრივი, დაჭრის დროს არ
იფხვნება. ცხიმიანობა არანაკლებ 82 %–ისა. კონსისტენცია ერთგვაროვანი,
მკვრივი, ელასტიური და ადვილად ლღობადი.
ორგანოლეპტიკური,მიკრობიოლოგიური და სანიტარულ–ჰიგიენური
მაჩვენებლები შეესაბამება საქართველოში არსებულ სტანდარტებს. არ
შეიცავს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს,
ემულგატორებისა და კონსერვანტების
სახით .დაფასოებული ქარხნული წესით 0,200 გრ.-იანი შეფუთვით, შესაბამისი
მარკირებით,
ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
(სპრედი არა). თითოეულ მოწოდებულ პარტიაზე თანდართული ხარისხის
სერთიფიკატი"
4.ყველი 2044კგ - "დამზადებული ქარხნული ტექნოლოგიით ,ცხიმიანობა არაუმეტეს
25%-ისა. ძროხის ნედლი რძისგან. სუფთა, ობის, სუნის და არადამახასიათებელი
გემოს გარეშე. ნაკლებ მარილიანი, კონსისტენცია საშუალო სიმაგრის, არა
ფშვნადი დაჭრის დროს.შეფუთული(სითხის გარეშე) და
ეტიკეტირებული,ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და
პირობებით.თითოეულ მოწოდებულ პარტიაზე თანდართული ხარისხის
სერთიფიკატი. არაუმეტეს 0.300 კგ.-იანი შეფუთვით.
"
5.მაწონი 6433კგ - "დამზადებული პასტერიზებული, ნორმალიზებული ნატურალური
რძისაგან ქარხნული წესით, კონსისტენცია ერთგვაროვანი, ცხიმის მასური
წილი არაუმეტეს 3.2% -სა არადამახასაიათებელი სუნის, მჟავიანობისა და
არადამახასიათებელი გემოს გარეშე. არ შეიცავს მავნე ქიმიურ
ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები აკმაყოფილებს
რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნებს.მცენარეული ცხიმის გარეშე. შეფუთული(მოთხოვნის
შესაბამისად) და სათანადოდ ეტიკეტირებული ჰერმეტულად დახურულ
შეფუთვაში.
დაფასოებული ქარხნული წესით შესაბამისი მარკირებით, ეტიკეტზე
მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით. საქონლის ვარგისიანობის
ვადა - საქონლის ჩაბარებიდან მინიმუმ 10 დღის განმავლობაში. თითოეულ
მოწოდებულ პარტიაზე თანდართული ხარისხის სერთიფიკატი. 0.180კგ-დან 2 კგ. -ს
ჩათვლით შეფუთვით პასუხისმგებელი პირების მოთხოვნის შესაბამისად.
"
6.ხაჭო 4228კგ - დამზადებულია პასტერიზებული, ნორმალიზებული ნატურალური
რძისაგან, ქარხნული წესით. ცხიმიანობა 6%. თეთრი ფერის, შესაბამისი
მჟავიანობისა და არადამახასიათებელი გემოს გარეშე. არ შეიცავს მავნე
ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები
აკმაყოფილებს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის
მოთხოვნებს. მცენარეული ცხიმის გარეშე, შეფუთული (მოთხოვნის
შესაბამისად)ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული ჰერმეტულად
დახურულ შეფუთვაში. ეტკიეტზე მითითებული შენახვის ვადებით და
პირობებით. თითოეულ მოწოდებულ პარტიაზე თანდართული ხარისხის
სერთიფიკატი. 0.180კგ.დან - 0.400 კგ. -ს ჩათვლით შეფუთვით პასუხისმგებელი
პირების მოთხოვნის შესაბამისად.
7.იოგურტი 1820კგ - "ნატურალური რძისგან დამზადებული, ნატურალურის ხილის
არომატიზატორები სხვადასხვა ხილის, სუნი და გემო სიმჟავისა და
არადამახასიათებელი გემოს გარეშე, მცენარეული ცხიმის
გარეშე,ცხიმიანობა არაუმეტეს 2.5%–ისა. არ შეიცავს გმო. ორგანიზმებს
,კონსერვანტებს და საღებავებს. დაფასოება 100 გრამიან ქილებში ქარხნული
წესით შეფუთული, შესაბამისი მარკირებით, ეტიკეტზე მითითებული შენახვის
ვადებით და პირობებით. საქონლის ვარგისიანობის ვადა - საქონლის
ჩაბარებიდან მინიმუმ 15 დღის განმავლობაში. თითოეულ მოწოდებულ პარტიაზე
თანდართული ხარისხის სერთიფიკატი"
1. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
1.1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილება ,,
ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“.
1.2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებია „სურსათში
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
1.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილება „სურსათში
ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები
ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
1.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანება „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმების დამტკიცების შესახებ.
1.5. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის N90 დადგენილება „ცხოველური
წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის დამტკიცების
თაობაზე“.
1.6. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილება
„ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის
განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“.
1.7. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის #639 დადგენილება
„ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და
ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის
შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
1.8. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილება „რძისა და
რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
შესახებ.
2. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
3. პროდუქტი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
4. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია წარმოადგინოს ა(ა)იპ ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება’’ - ის დაქვემდებარებაში არსებულ
28 საბავშვო ბაგა-ბაღში მიწოდებული საკვები პროდუქტების ნიმუშზე ,,
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ‘’,
აკრედიტირებული ლაბორატორიის საგამოცდო ოქმი ან/და საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა,
რომლითაც დადასტურდება საკვები პროდუქტების ვარგისიანობა და
შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში მოცემულ ტექნიკურ და ხარისხობრივ
მაჩვენებლებთან;
5. საკვები პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს
სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს;
6. საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას დაცული უნდა
იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
7. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ მცხეთის
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში
არსებულ 28 საბავშვო ბაღში,
8. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს: კვირაში ერთხელ.
9. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email).
10. საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს
გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა;
11. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და
ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
12. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის
რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების
შესაბამისად);
13. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს
საბავშვო ბაღის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
14. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს
გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი
ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი
წარმოადგინოს ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში.
15.თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები
წარმოდგება მრავალნიშნა, ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი
ვალდებულია, შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე,
შესაბამისად შეამციროს საერთო ფასიც.