1.ხორბლის პური 17178 კგ - ახალი, ქარხნული წარმოების (არაფშვნადი),ხორბლის
ფქვილისგან, კარგად გამომშრალი გულით, არ შეიცავს ორგანიზმისთვის
საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს.შეფუთული და ეტიკეტირებული
ქარხნული წესით, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
მიწოდება ყოველდღე.
2.ლავაში 546კგ - 0,200 კგ. იანი შეფუთვით. ახალი, ლავაში ქარხნული წარმოების,
ხორბლის ფქვილისგან, კარგად გამომშრალი, არ შეიცავს ორგანიზმისთვის
საშიშ და აკრძალულ საკვებ დანამატებს, შეფუთული და ეტიკეტირებული
ქარხნული წესით. ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
მიწოდება განხორციელდეს პურთან ერთად მოთხოვნის შესაბამისად.
3.ორცხობილა 504კგ - ქარხნული წარმოების არ შეიცავს ორგანიზმისთვის საშიშ
და აკრძალულ საკვებ დანამატებს, 1, 2 ან 3ცალი უნდა იწონიდეს 30 გრამს,
არაუმეტეს 1.200 კგ.იანი შეფუთვით, შეფუთული და ეტიკეტირებული ქარხნული
წესით, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
4.შვრიის ორცხობილა 672კგ - ახალი, ქარხნული წარმოების, 1,2 , ან 4 ცალი უნდა
იწონიდეს 40 გრამს, არაუმეტეს 1.200 იანი შეფუთვით. არ შეიცავს
ორგანიზმისთვის საშიშ და
აკრძალულ საკვებ დანამატებს.შეფუთული და ეტიკეტირებული ქარხნული
წესით, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
5.ვერმიშელი 1064კგ- არაუმეტეს 1კგ-იანი ან 2კგ-იანი ქარხნული
შეფუთვით,მშრალი, თერმული დამუშავების დროს არ იცვლის ფორმას,მატება
კარგი. ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და
პირობებით.
6.მაკარონი 1629.6კგ - არაუმეტეს 1კგ-იან ან 2კგ-იანი ქარხნული შეფუთვით,მშრალი,
თერმული დამუშავების დროს არ იცვლის ფორმას, მატება კარგი.
ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
7.შაქარი 2991.8 კგ - არაუმეტეს 5კგ-იანი ქარხნული შეფუთვით, მშრალი.
ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
8.ხილის ჩაი 158.2კგ - ქარხნული შეფუთვით, სხვადასხვა ხილის დანამატებით,
სუფთა,
მტვრისა და მინარევების გარეშე. ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული
შენახვის ვადებით და პირობებით.
9.მარილი 160.65კგ - არაუმეტეს 1 კგ-იანი ქარხნული შეფუთვით, ფერი
თეთრი(მინარევების გარეშე). ეტიკეტირებული,ეტიკეტზე მითითებული
შენახვის ვადებით და პირობებით.
10.კენკრის ჩაი 84კგ - ქარხნული შეფუთვით, სუფთა, მტვრისა და მინარევების
გარეშე. ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და
პირობებით.
11. საფუარი 6.16კგ- ქარხნული შეფუთვით. ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული
შენახვის ვადებით და პირობებით.
12. სოდა 21.28კგ - ქარხნული შეფუთვით. ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული
შენახვის ვადებით და პირობებით.
1. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
1.1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილება ,,
ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“.
1.2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებია „სურსათში
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
1.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილება „სურსათში
ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები
ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
1.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანება „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმების დამტკიცების შესახებ.
2. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
3. პროდუქტი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
4. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია წარმოადგინოს ა(ა)იპ ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება’’ - ის დაქვემდებარებაში არსებულ
28 საბავშვო ბაგა-ბაღში მიწოდებული საკვები პროდუქტების ნიმუშზე ,,
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ‘’,
აკრედიტირებული ლაბორატორიის საგამოცდო ოქმი ან/და საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა,
რომლითაც დადასტურდება საკვები პროდუქტების ვარგისიანობა და
შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში მოცემულ ტექნიკურ და ხარისხობრივ
მაჩვენებლებთან;
5. საკვები პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს
სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს;
6. საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას დაცული უნდა
იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
7. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ მცხეთის
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში
არსებულ 28 საბავშვო ბაღში,
8. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს: პური ყოველდღე, ლავაში
მოთხოვნის შესაბამისად პურთან ერთად, დანარჩენი პროდუქტი ორკვირაში
ერთხელ.
9. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email).
10. საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს
გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა;
11. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და
ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
12. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის
რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების
შესაბამისად);
13. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს
საბავშვო ბაღის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
14. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს
გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი
ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი
წარმოადგინოს ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში.
15.თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები
წარმოდგება მრავალნიშნა, ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი
ვალდებულია, შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე,
შესაბამისად შეამციროს საერთო ფასიც.