1.კარტოფილი 9247კგ- ბოლქვი საღი, ღივის, მწვანე შეფერილობის გარეშე, მშრალი,
მექანიკური და ბაქტეროლოგიური დაზიანების გარეშე. სუფთა,ზომა -საშუალო.
შეფუთული და ეტიკეტირებული.
2. ლობიო 2100კგ - საღი, სუფთა, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანების
გარეშე. შეფუთული და ეტიკეტირებული.
3. კომბოსტო 2072კგ - მკვრივი, საღი, სუფთა, მრგვალი ან ოვალური ფორმის,
მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანების გარეშე. შეფუთული და
ეტიკეტირებული.
4. ვაშლი 14049კგ - საღი, მექანიკური და ბაქტეროლოგიური დაზიანების
გარეშე.ზომა საშუალო. შეფუთული და ეტიკეტირებული.
5. ბრინჯი 767.2 კგ. - ფერი თეთრი ან მოყვითალო შეფერილობით, ობისა და სინესტის
გარეშე,გრძელი ფორმის, სუფთა (დარჩეული )უცხო მინარევების გარეშე.
ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადებით და პირობებით.
დაფასოებული ქარხნული წესით არაუმეტეს 2კგ-იან შეფუთვაში.
6. წიწიბურა 1050კგ- ფერი მოყავისფრო, ობისა და სინესტის გარეშე, სუფთა,
დარჩეული, უცხო მინარევების გარეშე. ეტიკეტზე მითითებული შენახვის
ვადებით და პირობებით. დაფასოებული ქარხნული წესით არაუმეტეს 2კგ-იან
შეფუთვაში.
7. სტაფილო 7151.2 კგ - მკვრივი, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანების
გარეშე. ნიტრატების გარეშე. ზომა -საშუალო. შეფუთული და
ეტიკეტირებული.
8. ჭარხალი 420კგ - მკვრივი, ფერი მუქი წითელი, მექანიკური და
ბაქტერიოლოგიური
დაზიანების გარეშე.ნიტრატების გარეშე. ზომა-საშუალო.შეფუთული და
ეტიკეტირებული.
9. ხახვი 847კგ - მშრალი, საღი,სუფთა, ღივის გარეშე, მექანიკური და
ბაქტეროლოგიური
დაზიანების გარეშე.ნიტრატების გარეშე. ზომა-საშუალო.შეფუთული და
ეტიკეტირებული.
10. ყაბაყი 546კგ - საშუალო ზომის, მკვრივი, საღი, ჭკნობის ნიშნების,
მავნებლების, მექანიკური, ბაქტერიოლოგიური დაზიანებების და
ნიტრატების გარეშე. შეფუთული და ეტიკეტირებული.
11.კიტრი 350კგ - კონკრეტული ჯიშისათვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური
მაჩვენებლებით, საშუალო ზომის, მკვრივი, საღი, ჭკნობის ნიშნების,
მავნებლების, მექანიკური, ბაქტერიოლოგიური დაზიანებების და
ნიტრატების გარეშე. შეფუთული და ეტიკეტირებული.
12.ბანანი 5698კგ - ფერი ყვითელი, მკვრივი, პრიალა, გლუვზედაპირიანი, საღი.
ლაქებისა და რბილობის, მავნებლების, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური
დაზიანებების გარეშე. საშუალო ზომის. დაფასოებული ყუთებში. ნიტრატების
გარეშე. შეფუთული და ეტიკეტირებული.
13. კივი 1029კგ- საშუალო ზომის, მკვრივი, საღი, ჭკნობის ნიშნების,
მავნებლების, მექანიკური, ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე.
ნიტრატების გარეშე.შეფუთული და ეტიკეტირებული.
14. ბულგარული წიწაკა 455კგ - მკვრივი, მშრალი, საღი, მექანიკური,
ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე. ნიტრატების გარეშე. შეფუთული და
ეტიკეტირებული.
15. ხმელი ბარდა 182კგ - ფერი მომწვანო, ობისა და სინესტის გარეშე, უცხო
მინარევების გარეშე. არ შეიცავს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ
ელემენტებს და გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, არაუმეტეს 2კგ-იან
ქარხნულ შეფუთვაში, სათანადოდ ეტიკეტირებული, ეტიკეტზე მითითებული
შენახვის ვადებით და პირობებით. ნიტრატების გარეშე.
1. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
1.1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილება ,,
ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ
ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“.
1.2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებია „სურსათში
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.
1.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილება „სურსათში
ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები
ზღვრის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე.
1.4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანება „სასურსათო ნედლეულისა და
კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა
და ნორმების დამტკიცების შესახებ.
2. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
3. პროდუქტი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
4. შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია წარმოადგინოს ა(ა)იპ ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება’’ - ის დაქვემდებარებაში არსებულ
28 საბავშვო ბაგა-ბაღში მიწოდებული საკვები პროდუქტების ნიმუშზე ,,
აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის ‘’,
აკრედიტირებული ლაბორატორიის საგამოცდო ოქმი ან/და საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაცემული დასკვნა,
რომლითაც დადასტურდება საკვები პროდუქტების ვარგისიანობა და
შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში მოცემულ ტექნიკურ და ხარისხობრივ
მაჩვენებლებთან;
5. საკვები პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს
სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს;
6. საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას დაცული უნდა
იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
7. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ მცხეთის
მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში
არსებულ 28 საბავშვო ბაღში,
8. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს კვირაში ერთხელ, სამუშაო დღეს
სამუშაო საათებში
9. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email).
10. საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს
გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა;
11. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და
ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
12. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის
რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების
შესაბამისად);
13. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს
საბავშვო ბაღის წარმომადგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
14. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს
გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი
ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი
წარმოადგინოს ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებათა გაერთიანების ადმინისტრაციაში.
15.თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, ერთეულის ფასები
წარმოდგება მრავალნიშნა, ათწილადის სახით, გამარჯვებული პრეტენდენტი
ვალდებულია, შეამციროს ერთეულის ფასი და დაამრგვალოს მეასედებამდე,
შესაბამისად შეამციროს საერთო ფასიც.