Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Спортивные товары и оборудование (Грузия - Тендер #48321946)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Samtredia Municipality
Номер конкурса: 48321946
Дата публикации: 21-11-2023
Сумма контракта: 22 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230023444
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.11.2023 12:40
Начало приема предложения 27.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 29.11.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 22`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 37400000-Спортивные товары и оборудование
Коды классификатора
  • 37400000 - Спортивные товары и оборудование
  • 37440000 - Оборудование для фитнеса
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 დღე
Дополнительная информация
საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საჯავახოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტრენაჟორების 1 (ერთი) კომპლექტის (თანმდევი მომსახურება - მონტაჟი, საჩრდილობელი ფანჩატურისა და კაუჩუკის რბილსაფარიანი მოედნების მოწყობა) შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 220.00 GEL
Размер гарантии 220 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eliso gegeshidze :: 20.11.2023 13:36
  • Последнее исправление: irina potskhveria :: 21.11.2023 12:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=544316&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საჯავახოში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ტრენაჟორების 1 (ერთი) კომპლექტის (თანმდევი მომსახურება - მონტაჟი, საჩრდილობელი ფანჩატურისა და კაუჩუკის რბილსაფარიანი მოედნების მოწყობა) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია უზრუნველყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტრენაჟორების 1 (ერთი) კომპლექტის(თანმდევი მომსახურება - მონტაჟი, ფანჩატურის და კაუჩუკის რბილსაფარიანი მოედნის მოწყობა) მოწოდება-მონტაჟი.
2. ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ტრენაჟორები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინს, (ფუნქციონალურად მიზანმიმართული უნდა იყოს ფიზიკური განვითარებისათვის) მომხმარებლის უსაფრთხოების ნორმებს. ტრენაჟორებზე საინფორმაციო სტიკერის (დაფა) სახით გრაფიკულად გამოსახული უნდა იყოს ჩასატარებელი ვარჯიშების ვარიანტები.
3. მოსაწოდებელი საქონლის ფერი შეთანხმდეს „შემსყიდველთან”.
4. „მიმწოდებლი”-ს მიერ შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს პროექტში მითითებულ ტექნიკურ მახასითებლებს.
5. ტრენაჟორები შეღებილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის საღებავით, ხოლო მისი არამეტალის დეტალები უნდა იყოს მაღალი სიმკვრივის ერთგვარი რეზინისგან დამზადებული.
6. ტრენაჟორების გაბარიტულ ზომებზე დასაშვებია 20%-იანი ცდომილება, თუ აღნიშნული ცვლილებით არ დაირღვევა მისი ფუნქციონალურობა და მომხმარებლის უსაფრთხოება.
7. ტრენაჟორების მოწყობის დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში,
8. ყოველ ფანჩატურზე უნდა იყოს განთავსებული საინფორმაციო დაფა მერიის ლოგოთი და წარწერა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია“.
9. პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს შემოთავაზებული საქონლის ფოტონიმუში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

„მიმწოდებელი“ ვალდებულია სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტული ტრენაჟორების მონტაჟი, საჩრდილობელი ფანჩატურისა და კაუჩუკის რბილსაფარიანი მოედნის მოწყობის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ საჯავახოში.

1.7.1 requirement related to guarantee period

ა) შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება არანაკლებ 2 (ორი) წლით, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით.
ბ) ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველი“-ს მიერ ყოველ მიწოდებული საქონელზე და გაწეულ მომსახურებაზე დაკავებული იქნება ღირებულების 2.5%, რომლის დაბრუნება მოხდება მომსახურების სრული დასრულებისა და „შემსყიდველი“-ს მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ. ერთი წლის გასვლის შემდეგ „მიმწოდებელი“ ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში მიმართოს „შემსყიდველს“ დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ,,მიმწოდებელი“ არ მიმართავს თანხის დაბრუნების თაობაზე, ასევე „შემსყიდველი“- ს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ან სპეციალური კომისია აქტის შედგენისას დააფიქსირებს შესრულებული სამუშაოს ნაკლს ან უხარისხობას, „მიმწოდებელს“ აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.
გ) შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ -საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო
ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის დაბრუნების ვადას არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილის (ხარჯთაღრიცხვა) სვეტში „წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებლის დასახელება და მოდელი“ უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი და მოდელი (არსებობის შემთხვევაში).
2. პრეტენდენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. პრეტენდენტმა თითოეულ ტრენაჟორზე უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი TUV, ISO ან სხვა ხარისხის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, რომლებიც უნდა იყოს თანხვედრაში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე ან კატალოგებში მოცემულ პროდუქციასთან.

2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებელის ვებ-გვერდის მისამართი (არსებობის შემთხვევაში) ან კატალოგის შესაბამისი გვერდები პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების უზრუნველსაყოფად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის (თანმდევი მომსახურების) მიწოდების შესაძლებლობა.
2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
2) მიწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარებისას, „მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ტიტე ბარამიძე, 555945025, tite.baramidze@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილი იქნება PDF ფაილის სახით, უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru