Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #48321872)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 48321872
Дата публикации: 20-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230023339
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 15:26
Начало приема предложения 28.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 120`691.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 150`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50720000 - Ремонт и обслуживание центрального отопления
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2024 წლის 01 თებერვლიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარგებლობაში არსებული შენობის, სასაწყობე ბაზებისა და ავტოსამრეცხაოს გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემის ტექნიკური მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.

2024 (137500.00 ლარი) და 2025 (12500.00 ლარი) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 483.00 GEL
Размер гарантии 1`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela chincharadze :: 16.11.2023 15:04
  • Последнее исправление: tea razmadze :: 20.11.2023 15:26
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543861&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარგებლობაში არსებული შენობის, სასაწყობე ბაზებისა და ავტოსამრეცხაოს გათბობა-კონდიცირების და ვენტილაციის სისტემის ტექნიკური მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს კონდიციონერის/გათბობა-გაგრილების აგრეგატის (ფანკოილი), ჩილერის შეკეთება ან შეცვლა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათში, ხოლო დანარჩენი გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების შეკეთება ან შეცვლა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში. იმ შემთხვევაში თუ აგრეგატის შესაკეთებლად საჭირო დეტალის შეძენა საქართველოში შეუძლებელია და საჭიროებს საქართველოს საზღვრებს გარეთ შესყიდვას, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველთან წერილობით შეათანხმოს საზღვრებს გარეთ შესასყიდი საქონლის მიწოდებისა და დაზიანებული აგრეგატის შეკეთების გონივრული ვადა, რაც არ უნდა აღემატებოდეს 45 კალენდარული დღეს.
1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია საქვაბის გათბობის სისტემის, კონდიცირების, ჩილერის და ვენტილაციის ექსპლუატაციის დროს დაიცვას ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
1.2.3 მიმწოდებელი პასუხისმგებელია იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს აგრეგატების ტექნიკური გაუმართაობით.
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მენეჯერის (არანაკლები 1 პერსონისა) გამოყოფა.
1.2.5 მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს 24 საათიანი მორიგეობა, ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7-ში და ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. N29-ში თითოეულზე არანაკლებ 1 გათბობა-გაგრილების ოპერატორით.
1.2.6 მომსახურების გაწევის პროცესში, პერსონალის (მენეჯერი, გათბობა-გაგრილების ოპერატორი) შვებულების ან/და ავადმყოფობის გამო არ ყოფნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ანალოგიური ფუნქციების მქონე სხვა პერსონალით ჩანაცვლება.
1.2.7 დაუშვებელია, მომსახურების გაწევის პროცესში პერსონალის (მენეჯერი, გათბობა-გაგრილების ოპერატორი) შვებულების ან/და ავადმყოფობის გამო არ ყოფნის შემთხვევაში, მისი/მათი ფუნქციები დაეკისროს სხვა, მომსახურების პროცესში ჩართულ პერსონალს.
1.2.8 გათბობა-გაგრილების ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს შენობებში არსებული კონდიციონერების, ფანკოილების, ქვაბების, ჩილერის მოვლა-პატრონობა, დეტალების შეცვლა და შეკეთება/შედუღება.
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ობიექტზე გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მოვლა-პატრონობა, დეტალების შეცვლა და შეკეთება/შედუღება.
1.2.10 მიმწოდებელი ვალდებულია ოპერატორები საკუთარი ხარჯებით აღჭურვოს უნიფორმებით, შესაბამისი ინსტრუმენტებით, საჭირო ინვენტარით და სხვა საშუალებებით, რომელიც საჭირო იქნება მომსახურების გაწევის პროცესში.
1.2.11 ავარიულად დაზიანებული ქვაბის, კონდიციონერის, ჩილერის და ვენტილაციის შეკეთება (ავარიულად გაჩერებული გათბობა-გაგრილების სისტემის ოპერატიული გაშვება, თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილების შეცვლასთან) უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათიან რეჟიმში, გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში.
1.2.12 მიმწოდებელი უნდა ფლობდეს ამ კონკრეტული მოდიფიკაციის ქვაბების, კონდიციონერების, ჩილერის და ვენტილაციის აუცილებელ მიკროპროცესორული მართვის ხელსაწყოს ე.წ. „სერვის თულს“ ქვაბების, კონდიციონერების, ჩილერის და ვენტილაციის მუდმივი მონიტორინგისათვის.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია გათბობა-გაგრილების სისტემის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში (ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა) წერილობით აცნობოს შემსყიდველს არსებული სიტუაციის შესახებ და შეწყვიტოს გათბობა-გაგრილების სისტემის (ქვაბის, კონდიციონერის, ჩილერის, ვენტილაციის) ექსპლუატაცია.
1.2.14 მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ქ. თბილისში, მიცკევიჩის ქ. N29-ში მდებარე შენობა-ნაგებობაში, გაზაფხული-შემოდგომის პერიოდში მოხდება გათბობის ცენტრალური სისტემის გამორთვა, რაზეც შემსყიდველის მიერ მიმწოდებელი წინასწარ იქნება ინფორმირებული. გათბობის ცენტრალური სისტემის გამორთვის შედეგად აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულ ტექნიკურ მომსახურე პერსონალს (გათბობა-გაგრილების ოპერატორებს) შეუჩერდებათ უფლებამოსილება და შემსყიდველი არ აანაზღაურებს პრეისკურანტით გათვალისწინებულ ზემოაღნიშნული მომსახურების ღირებულებას.
1.2.15 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.2.16 პრეისკურანტით გათვალისწინებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო, ხოლო საქონლის მონტაჟისთვის საჭირო ყველა სახარჯი მასალა გათვალისწინებული უნდა იქნეს საქონლის ღირებულებაში.

1.2.17 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 150000.00 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.18 პრეისკურანტში მითითებული საქონლის და მომსახურების ფასი უნდა იყოს საბოლოო და მოიცავდეს კონკრეტული საქონელთან დაკავშირებულ თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.19 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, კლების პრინციპით.
1.2.20 პრედენტენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრული ერთეულის ღირებულებებს.
1.2.21 პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.22 იმ შემთხვევაში, თუ პრეისკურანტში მითითებულია საქონლის მარკა, მოდელი, ნომერი და სხვა, იგულისხმება, რომ მიმწოდებელის მიერ შესაძლებელია შემოთავაზებულ იქნას, აღნიშნულ საქონელთან თავსებადი სათადარიგო ნაწილები.
1.2.23 პრეტენდენტის მიერ განფასებული საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (დანართი N1), რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
1.2.24 ტექნიკის დასახელება, აღწერილობა, ადგილმდებარეობა და გასაწევი მომსახურების აღწერილობა მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2024 წლის 01 თებერვლიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1მომსახურების გაწევის ადგილი:
1.5.1.1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობები, მდებარე:
1.5.1.1.1 ქ. თბილისი, ჟ. შარტავას N7;
1.5.1.1.2 ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. N29.

1.5.1.2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარგებლობაში არსებული შენობა, მდებარე:
1.5.1.2.1 ქ. თბილისი, ლვოვის ქ. N56.

1.5.1.3 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული სასაწყობე ბაზები, მდებარე:
1.5.1.3.1 ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქ. N45ბ (საწყობი N1);
1.5.1.3.2 ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი N49 (საწყობი N2);
1.5.1.3.3 ქ. თბილისი, დასახლება ფონიჭალა (საწყობი N3);
1.5.1.3.4 ქ. თბილისი, თამარაშვილის შესახვევი N15 (საწყობი N4);
1.5.1.3.5 ქ. თბილისი, არზაყან (დიმიტრი) ემუხვარის ქუჩა II შესახვევი N6 (საწყობი N5).

1.5.1.4 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაო, მდებარე:
1.5.1.4.1 ქ. თბილისი, გოთუას ქ. N5 მიმდებარე ტერიტორია.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.7.1.2 პრეისკურანტით გათვალისწინებული საქონელი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის გარანტია - შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.4 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შეცვლილი სათადარიგო ნაწილების მიერ საგარანტიო ვადაში დეფექტის/ხარვეზის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი - შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტის მქონე საქონელი ახლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.7.1.5 წუნის/ხარვეზის/დეფექტის ან მწყობრიდან გამოსვლის გამო ძრავისა და სხვა დანარჩენი კომპონენტების შეკეთების ან შეცვლის საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2018 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 150000.00 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების შენობების გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემების მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2024 (137500 ლარი) და 2025 (12500 ლარი) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა ჭინჭარაძე, 598131119, l.chincharadze@yahoo.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - დავით კუტალაძე, მობ: 577157547; ელ-ფოსტა: d.kutaladze@tbilisi.gov.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. აღნიშნული ვალდებულებისგან არარეზიდენტი პირები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის №2380 განკარგულების შესაბამისად გათავისუფლებულები არიან და წარმოსადგენ დოკუმენტაციაზე ევალებათ მატერიალურად ხელმოწერის შესრულება.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით;
10.1.7.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru