Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48321873)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Intelligence Service
Номер конкурса: 48321873
Дата публикации: 20-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230023362
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 17:02
Начало приема предложения 28.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 898`680.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 300`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით)
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`595.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: narozashvili :: 07.11.2023 13:04
  • Последнее исправление: narozashvili :: 20.11.2023 17:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542163&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს დაზვერვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილით/პრეისკურანტით (ავტოპარკი) განსაზღვრული სხვადასხვა მარკის ავტომომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ.მომსახურების გაწევა:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.

3. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხარისხის სათადარიგო ნაწილით.

4. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.

5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული (პრეისკურანტი) ტექ.მომსახურების გაწევა, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.

6. მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ თითოეულ სერვის-ცენტრში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ.მომსახურების გაწევა არანაკლებ 10 ავტომანქანისთვის.

7. სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).

8. ავტომანქანის სერვის ცენტრში მიყვანიდან, მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური.

9. თბილისის სერვის ცენტრში მიმწოდებელს მუდმივად უნდა გააჩნდეს 3 (სამი) ბოქსი, რომელიც მოემსახურება მხოლოდ შემსყიდველის ავტომანქანებს, ამათგან 1 ბოქსი აღჭურვილი უნდა იყოს ორმოთი, ხოლო 2 - ამწეებით.

10. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

11. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

2.ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. მომსახურების გაწევის ვადა თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:

ა. ძრავის ზეთის, ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა - არაუმეტეს 1 სთ.
ბ. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა - მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე.
გ. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება - მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.
დ. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა - მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღე.
ე. სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს;

3. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 15 კმ-ის რადიუსში (გარდა ქ. თბილისისა):

• ქ. თბილისი;
• ქ. ქუთაისი;
• ქ. ბათუმი;
• ქ. ზუგდიდი;
• ქ. თელავი;
• ქ. ახალციხე;
• ქ. ფოთი.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. საგარანტიო ვადები:
ა. სავალ ნაწილებზე - არანაკლებ 6 თვე;
ბ. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე - არანაკლებ 1 წელი ან 25 000 კმ;
გ. ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) - არანაკლებ 1 წელი;
დ. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) - არანაკლებ 6 თვე;
ე. სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე - არანაკლებ 1 წელი;
ვ. გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე - არანაკლებ 2000 კმ;
ზ. სინთეთიკურ ძრავის ზეთზე - არანაკლებ 10000 კმ;
თ. ნახევრად სინთეტიკურ ძრავის ზეთზე - არანაკლებ 8000 კმ;
ი. მინერალურ ძრავის ზეთზე - არანაკლებ 6000 კმ;

2. საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 10 (ათი) კალენდარული დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

3.მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ.მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მითითებული უნდა იქნას სისტემის მიერ მინიჭებული SPA/CMR/NAT ნომერი და ხელშეკრულებას უნდა ქონდეს მინიჭებული სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან/და სისტემაში ატვირთული უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული მიღება ჩაბარების აქტები, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებას ექნება მინიჭებული სტატუსი „მიმდინარე ხელშეკრულება“.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი. სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ. წერილები გაცემული უნდა იყოს 2020 - 2023 წლებში გაწეული მომსახურების შესახებ.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.

ზემოთ აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

• საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების (მისამართების მითითებით) ფლობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ინფორმაცია მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

სერვისის გამწევი ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს გაფორმებული მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ი (წარმოდგენილ ხელშეკრულებებში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირკვეოდეს)):

ხელშეკრულების საგანი - შესყიდვის ობიექტის ტიპები:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტებში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას.
2. შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს ყველა დასახელების მომსახურებაზე, სათადარიგო ნაწილზე და საცხებ-საპოხ მასალაზე.
3. პრეისკურანტის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
4. იმ მომსახურების ღირებულებაში, რომლის გასაწევადაც საჭირო გახდება ავტომანქანიდან საბურავის მოხსნა და შემდგომ დაყენება, გათვალისწინებულია საბურავის მოხსნა-დაყენების ღირებულებაც და საბურავის მოხსნა-დაყენება ცალკე ანაზღაურებას არ დაექვემდებარება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არ არსებობას.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს გამარჯვებულად გამოვლენის მომენტისთვის, ერთიანი ელექტრონული სისტემის (tenders.procurement.gov.ge) "შეთავაზებები"-ს ველში, ბიუჯეტის წინაშე არ უფიქსირდება დავალიანება, შემსყიდველის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩაითვალოს დავალიანების შესახებ ცნობის წარმოდგენად.

5.1.3 for an individual entrepreneur

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არ არსებობას.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს გამარჯვებულად გამოვლენის მომენტისთვის, ერთიანი ელექტრონული სისტემის (tenders.procurement.gov.ge) "შეთავაზებები"-ს ველში, ბიუჯეტის წინაშე არ უფიქსირდება დავალიანება, შემსყიდველის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩაითვალოს დავალიანების შესახებ ცნობის წარმოდგენად.

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ასლი;

ბ) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტს დავალიანების არარსებობას.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს გამარჯვებულად გამოვლენის მომენტისთვის, ერთიანი ელექტრონული სისტემის (tenders.procurement.gov.ge) "შეთავაზებები"-ს ველში, ბიუჯეტის წინაშე არ უფიქსირდება დავალიანება, შემსყიდველის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ჩაითვალოს დავალიანების შესახებ ცნობის წარმოდგენად.

5.1.5 for a partnership

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არ არსებობას.

5.1.6 for a non-resident

შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს ბიუჯეტის წინაშე პრეტენდენტის დავალიანების არარსებობას. წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.

5.1.7 for a representation/branch

ცნობა უფლებამოსილი ორგანოდან, რომელიც ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე წარმომადგენლობის დავალიანების არარსებობას. ასევე, შესაბამისი სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დამფუძნებელი კომპანიის დავალიანების არარსებობას. წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა ერთი თვით აღემატება ხელშეკრულების მიწოდების ვადას).

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების გაფორმებამდე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879 მუხლის შესაბამისად გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ფრიდონი პეტრიაშვილი, 577390333, fpetriashvili@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.
2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3. ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
4. შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურება შეისყიდოს მხოლოდ მისი საჭიროების შესაბამისი მოცულობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru