Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48199886)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Forest Agency
Номер конкурса: 48199886
Дата публикации: 17-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230023103
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.11.2023 11:16
Начало приема предложения 25.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.11.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 77`291.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи 2024 წლის 25 დეკემბრამდე
Дополнительная информация
"უაზ 390995"-ის, "ვაზ 21214"-ის მარკის/მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 772.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: mariami samsonia :: 14.11.2023 09:55
  • Последнее исправление: mariami samsonia :: 17.11.2023 11:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543247&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"უაზ 390995"-ის, "ვაზ 21214"-ის მარკის/მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული "უაზ 390995"-ის და "ვაზ 21214"-ის მარკის/მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება. (თანმდევი საქონლით, ახალი ორიგინალი და პრეისკურატით გათვალისწინებული მეორადი სათადარიგო ნაწილებით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს 2024 წლის 25 დეკემბრამდე მიმწოდებლის სერვისცენტრებში. ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
• ძრავში, გადაცემათა კოლოფში, გამაძლიერებელ კოლოფში, წამყვან ხიდებში ზეთის შეცვლა 1 სამუშაო დღე.
• სავალი ნაწილებისათვის - 3 (სამი) სამუშაო დღე;
• ელექტროობისათვის - 2 (ორი) სამუშაო დღე;
• ძირითადი აგრეგატები (ძრავი, გადაცემათა და გამაძლიერებელი კოლოფი, წამყვანი ხიდები) - 10 (ათი) სამუშაო დღე.
• სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის არაუმეტეს 5-15 (სირთულის შესაბამისად) სამუშაო დღე.
• სხვა დანარჩენ შემთხვევებში შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში.
• დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 20 (ოცი) კალენდარული დღით. ამასთან, თუ რომელიმე სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას ანხორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია (ასევე, ინდივიდუალური მეწარმე და/ან ფიზიკური პირი) მაინც, ასეთი სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად.

შენიშვნა: მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, წერილობით ან ელ. ფოსტის მეშვეობით (რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების მომენტში) აცნობოს შემსყიდველს არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა ავტომანქანის სერვისცენტრში შეყვანის დღიდან, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეკვეთის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინვოისი), წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება.
დეფიციტურ ნაწილზე განაცხადის შემოსვლიდან მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში „შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში აღნიშნული დეფიციტური ნაწილის შეძენის ადგილი. ასეთ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილი დეფიციტურ სათადარიგო ნაწილად არ ჩაითვლება და შესაბამისად არ გაიზრდება მომსახურების ვადა.
პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას უნდა დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში (დანართი #2) ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასზე მიმწოდებლის მიზეზით (მიმწოდებლის მიერ არასაბაზრო და არარეალური ფასის წარმოდგენის შემთხვევაში) შემსყიდველსა და მიმწოდებლს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევში შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს მიმწოდებლის სერვისცენტრებში ქ.თბილისში, ქ.თელავაში და ქ. ფოთში.

შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიმწოდებლის სერვისცენტრში შეყვანიდან 5 (ხუთი) საათის (ძრავისა და/ან გადაცემათა კოლოფის შემთხვევაში 48 საათის განმავლობაში) განმავლობაში მიმწოდებლი ვალდებულია დაათვალიეროს ავტომანქანა და შეადგინოს დეფექტური აქტი და შემსყიდველის თანხმობის (შესაძლებელია შემსყიდველის მიერ განხორციელდეს დეფექტურ აქტში მითითებული მომსახურების ან საქონლის რაოდენობის კორექტირება) შემთხვევაში მისი ხელმოწერის (ორივე მხარის მიერ ხელმოწერის) (დეფექტურ აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს თარიღი და დრო) შემდეგ მიმწოდებელმა დაიწყოს მომსახურების განხორციელება. ამასთან, თუ შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ ავტომანქანის მიყვანა განხორციელდა მიმწოდებლის იმ სერვისცენტრში (მათ შორის სუბკონტრაქტორის სერვისცენტრში) რომელიც არ მდებარეობს ქ. თბილისში, მიმწოდებელი და შემსყიდველი ვალდებულნი არიან დეფექტურ აქტზე თანხმობა დაადასტურონ ქ.თბილისში მიმწოდებლის ან შემსყიდველის მისამართზე. თუ მიმწოდებელი ზემოაღნიშნულ ვადაში არ შეადგენს დეფექტურ აქტს და/ან არ მოაწერს დეფექტურ აქტს ხელს შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან. ამასთან, მიმწოდებელიც და შემსყიდველიც ვალდებულები არიან დეფექტურ აქტს ხელი მოაწერონ მისი შედგენიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელი უნდა იძლეოდეს გარანტიას, რომ განხორციელებული მომსახურება და სათადარიგო ნაწილები იქნება ხარისხიანი და შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების მოთხოვნებს.

სწორი ექსპლუატაციის პირობებში გაწეულ მომსახურებაზე და შეცვლილ ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 6 (ექვსი) თვე. სამუხრუჭე ხუნდებზე გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით არანაკლებ 5000 კმ. ძრავის ზეთზე (ნახევარსინთეთიკური) გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 8000 კმ. ძრავის ზეთზე (სინთეთიკური) გარანტია განისაზღვრება არანაკლებ 10000 კმ. გადაცემათა კოლოფის ზეთზე არანაკლებ 50000 კმ. ძრავის კბილნა ღვედზე არანაკლებ 50000კმ. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ, შემსყიდველის ზედმეტი დანახარჯების გარეშე, აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის ასევე ქვეკონტრაქტორების (მისი არსებობის შემთხვევაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გამოცდილების შესახებ მოთხოვნა:

მომწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ბოლო სამი წლის (ჯამურად) განმავლობაში არანაკლებ 100 000 ლარის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გამოცდილების დოკუმენტაციაში იგულისხმება ტექმომსახურების (და ამ მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საწვავ საპოხი მასალების) შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტები და დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემაში შემსყიდველად რეგისტრირებულ კომპანიასთან საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP და ა.შ) წარმოდგენა შესყიდვის კლასიფიკატორის CPV - 50100000 კოდზე.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სერვისცენტრ(ებ)ის შესახებ მისამართ(ებ)ის ჩვენებით:

მომსახურება გაწეული უნდა იქნეს მიმწოდებლის სერვისცენტრში ქ.თბილისში, ქ.თელავაში და ქ. ფოთში.

1) ქ. თბილისში არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრის არანაკლებ 5 (ხუთი) ,,ბოქსით“.
2) ქ. ფოთი არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრის არანაკლებ 2 (ორი) ,,ბოქსით“,
4) ქ. თელავი არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრის არანაკლებ 2 (ორი) ,,ბოქსით“,


ქ. თბილისში არსებულ სერვისცენტრ(ებ)ში მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ შემდეგი ხელსაწყო დანადგარები:

• ავტომანქანის არანაკლებ 3 ამწე მექანიზმი;
• საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარი;
• თვლების შეყრის (რაზვალი) დანადგარი;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
• საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა;
• ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი;
• ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი);
• სერვისცენტრი დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები;
• დათვალიერების ორმო;
• სათუნუქე-სამღებრო და საშრობი ბოქსი (თუ სათუნუქე და სამღებრო მომსახურების შესრულებას მიმწოდებელი ვერ განახორციელებს საკუთარ სერვისცენტრში, იგი ვალდებულია მიმწოდებლის ავტომანქანა საკუთარი ხარჯებით გადაიყვანოს იმ სერვისცენტრში, რომელშიც შესაძლებელი იქნება აღნიშნული მომსახურების განხორციელება).

ქ.ფოთში, ქ. თელავში არსებულ სერვისცენტრ(ებ)ში მიმწოდებელს (ასევე ქვეკონტრაქტორს) უნდა გააჩნდეს არანაკლებ შემდეგი ხელსაწყო დანადგარები:

• ავტომანქანის არანაკლებ 2 ამწე მექანიზმი;
• საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარი;
• თვლების შეყრის (რაზვალი) დანადგარი;
• კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა;
• საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა;
• ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი;
• ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი);
• სერვისცენტრი დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები;
• დათვალიერების ორმო;

პრეტენდენტის სერვისცენტრში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების ნორმები, სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს სათვალთვალო კამერებით (მოთხოვნის შემთხვევაში შემსყოდველს აქვს უფლება გამოითხოვოს სათვალთვალო კამერბის საშუალებით გადაღებული ვიდეომასალა).

პრეტენდენტს სერვისცენტრ(ებ)ის ტერიტორაზე უნდა გააჩნდეს სათადარიგო ნაწილების სათავსო:
სათავსო უნდა შეიცავდეს პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების თითოეულ მოდელზე სავალი ნაწილის სწრაფცვეთად დეტალებს (წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდებს), ზეთის, ჰაერის, საწვავისა და კონდენციონერის ფილტრებს, მინის მწმენდებსა და ძრავის ზეთებს (ქარხანა-მწარმოებლის მიერ ყოველ ავტომობილზე მოთხოვნილი ზეთის სპეციფიკაციის მიხედვით.)

სერვისცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან განსაზღვრული მოთხოვნების დადასტურებას/შემოწმებას საჭიროების შემთხვევაში განახორციელებენ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილზე მისვლით (დათვალიერებით).
თითოეული სერვისცენტრი უნდა იყოს პრეტენდენტის სარგებლობაში ან მმართველობაში (საკუთრება ან იჯარა ან ქვეკონტრაქტორი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა უნდა წარმოაადგუინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის არსებობა/არ არსებობის შესახებ.

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია 2.2.1 პუნქტის გათვალისწინებით.

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მასსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (აღნიშნული ვადის გასვლა კონტრაქტორს არ ათავისუფლებს ქვეკონტრაქტორის მიერ გაწეული მომსახურების და მომსახურების დროს გამოყენებული სათადარიგო ნაწილების საგარანტიო ვალდებულებიდან) და რომლის შესყიდვის საგანსაც უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება (წინამდებარე ტენდერის SPA ნომრის მითითებით).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის სავარაუდო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნეს პროპორციულად ყველა პოზიციაზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. ამასთან, თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველის მოთხოვნიდან პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. დასკვნა გაცემული უნდა იყოს ლიცენზირებული ან აკრედიტირებული ან/და უფლებამოსილი პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების პრეისკურანტის (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება, ეტაპობივრად უნაღდო ანგარისწორებით ლარებში.
2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე;

7.3 time limits for step by step and/or final payment

წინამდებარე სატენდერო პირობების 7.2 ველის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამი სამსონია, 599455556, mariami.samsonia@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1) პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას (გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და ა.შ) მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი.
2) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12-ის მე-8 მუხლის გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru