. ტექნიკური დავალების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია 2024 წლის 31
დეკემბრის ჩათვლით, უზრუნველყოს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს
შენობის და მიმდებარე ტერიტორიის (მისამართი: ქ.თბილისი, ვლადიმერ
წითლანაძის I შესახვევი №1.) მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური
მომსახურება პრეისკურნტის საფუძველზე და თითოეული მომსახურების
დეტალური ტექნიკური დავალების შესაბამისად.
ა) კონდიციონერების შეკეთება/მომსახურება;
ბ) ცენტრალური გათბობის სისტემების შეკეთება/მომსახურება;
1.2 მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში დროულად უზრუნველყოს ნებისმიერი დაზიანების
იდენტიფიკაცია და მისი უმოკლეს ვადებში აღმოფხვრა.
1.3 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ
ინსპექტირების ჯგუფთან ერთად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე,
უზრუნველყოს დათვალიერების აქტის შედგენა, სადაც დეტალურად უნდა იყოს
აღწერილი გასაწევი მომსახურება და შესრულების ვადა.
1.4 ტექნიკური დავალების ფარგლებში გასაწევი მომსახურების ანაზღაურება
განხორციელდება პრეისკურანტებში მითითებული ფასების შესაბამისად.
1.5 მიმწოდებელმა მომსახურების გაწევის პროცესში დაზიანებული ნაწილი
უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით
(გარდა შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი მეორადი ნაწილებისა, რომლის ფასი
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით შეთანხმდება შემსყიდველთან
საბაზრო ფასის გათვალისწინებით).
1.6 პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას
აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება
შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო
ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი
მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი
წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულების 10%-ს.
1.7 პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას,
აღნიშნული ერთეულის ფასზე მიმწოდებლის მიზეზით (მიმწოდებლის მიერ
არასაბაზრო და არარეალური ფასის წარმოდგენის შემთხვევაში)
შემსყიდველსა და მიმწოდებლს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევში
შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება
მიმწოდებელთან.
1.8 შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას განფასების ცხრილის
(პრეისკურანტების) ერთეულის ღირებულების მიხედვით და არ უნდა
აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ ერთეულის
ფასებს.
1.9 პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის
საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და
პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტის მოცემული ჩამონათვალის
ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაფიქსირდება მრავალნიშნა
ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს
მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური
ღირებულებაც.
ა) კონდიციონერების შეკეთება/მომსახურება:
# კონდიციოენერი რაოდენობა
1 Samsung 6
2 Bosch 6
3 Siemens 4
4 Hisense 1
5 Hyundai 11
6 Daewoo 1
7 Midea 4
ჯამი 33
1. მომსახურების გაწევის ვადა: ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3
(სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია კონდიციონერების შეკეთება განახორციელოს
დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, სადაც აღნიშნული უნდა იყოს გასაწევი
მომსახურების დეტალური აღწერა შესაბამისი ღირებულებით.
3. შესაკეთებელი კონდიციონერის დიაგნოსტიკა, დეფექტური აქტის
მომზადება და მიწოდება შემსყიდველისთვის უნდა განხორციელდეს
მოთხოვნის გადაცემიდან 24 საათის განმავლობაში. აღნიშნული მომსახურება
ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: სსიპ ეროვნული სასტყეო
სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა, მის: ქ.თბილისი, ვლადიმერ
წითლანაძის I შესახვევი №1.
5. კონკრეტული გამოცვლილი ნაწილისა და შესრულებული მომსახურების
საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს, ხოლო შეკეთებული ნაწილის
საგარანტიო ვადა - არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს. საგარანტიო პერიოდის
განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის
ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა,
შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი)
სამუშაო დღის ვადაში (სირთულის მიხედვით).
6. ამწეს (კალათა) გამოყენებით მომსახურების განხორციელების
აუცილებლობა შესაძლებელია დადგეს მხოლოდ ქ.თბილისი, ვლადიმერ
წითლანაძის I შესახვევი №1, მე-2 სართულზე განთავსებული
კონდიციონერებისათვის.
ბ) ცენტრალური გათბობის სისტემების შეკეთება/მომსახურება:
1. მომსახურების გაწევის ვადა: ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 3
(სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია ცენტრალური გათბობის ქვაბების
(რადიატორების ქსელთან ერთად) შეკეთება განახორციელოს დეფექტური აქტის
შედგენის შემდეგ, სადაც აღნიშნული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების
დეტალური აღწერა შესაბამისი ღირებულებით.
3. შესაკეთებელი ცენტრალური გათბობის ქვაბების (რადიატორების ქსელთან
ერთად) დიაგნოსტიკა, დეფექტური აქტის მომზადება და მიწოდება
შემსყიდველისთვის უნდა განხორციელდეს მოთხოვნის გადაცემიდან 24 საათის
განმავლობაში. აღნიშნული მომსახურება ანაზღაურებას არ
ექვემდებარება.
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: სსიპ ეროვნული სასტყეო
სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა, მის: ქ.თბილისი, ვლადიმერ
წითლანაძის I შესახვევი №1.
5. კონკრეტული გამოცვლილი ნაწილისა და შესრულებული მომსახურების
საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება- ჩაბარების აქტის
გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს, ხოლო შეკეთებული ნაწილის
საგარანტიო ვადა - არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს. საგარანტიო პერიოდის
განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის
ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა,
შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი)
სამუშაო დღის ვადაში (სირთულის მიხედვით).