ტექნიკური დავალება:
1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა
სამინისტროს ბალანსზე რიცხული "Toyota"-ს და "Lexus"-ის მარკის ავტომომანქანების
შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა
უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური
მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს
ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში -
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების
გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან
სარგებლობაში არსებული და/ან არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის
ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს
კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური
ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის
დანადგარით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ძრავის ამოსაღები
ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა
თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ
სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს
შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის
გამოყოფა.
სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი
მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით
განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება გაწწეულ
უნდა იქნას ხარისხიანად, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების,
წესებისა და შემსყიდველის მოთხოვნების დაცვით.
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო
პირობებით (პრეისკურანტი) განსაზღვრული ტექ-მომსახურების გაწევა
როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური
დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის
მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შსს
ლოჯისტიკის დეპარტამენტის, ან შსს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტის, ან შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის
დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის წერილობითი თანხმობის შემდეგ
იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა
სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური
დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს
ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის
ავტომანქანებისათვის:
- ქ. თბილისში (არანაკლებ 2 სერვის-ცენტრი) - არანაკლებ 10 ავტომანქანა
თითოეულ სერვის ცენტრში;
- რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ
მისამართზე) - არანაკლებ 3 ავტომანქანა;
სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის
ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ
ტერიტორიაზე).
მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან
(რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც
მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN
კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო
კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და
წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად (დეფექტური
აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება
პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით), რომელშიც
აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი
მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი
მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა
(დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც,
რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას),
თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის
შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული
სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და
ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო
ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს დეფექტრურ აქტში
მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე , რომლებზეც იქნება შემსყიდველის
უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე, ყოველი კვირის პარასკევ
დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა
იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი
დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა,
ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში და რეგიონებში შემოთავაზებული
სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას
მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს
(კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და
ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება
შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2
სამუშაო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო
ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი
მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა
და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მოცემულ
შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების
ფასის შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური
აქტის მიწოდების ვადებით. პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების
10%-ს.
შენიშვნა:
ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის
ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი,
შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ
უნდა იყოს ხელნაწერი.
ბ) პრეისკურანტში, საცხებ-საპოხი მასალებისთვის განსაზღვრული ერთეული
მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესაბამის გრაფაში მითითებული
ტარიფები გულისხმობს ერთჯერადად გაწეული მომსახურების ღირებულებას
და არ არის დამოკიდებული მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი
საცხებ-საპოხი მასალის რაოდენობაზე/მოცულობაზე.