Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48153099)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 48153099
Дата публикации: 15-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230022899
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.11.2023 16:57
Начало приема предложения 13.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 18.12.2023 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 8`882`913.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 625`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2024 წლის 03 იანვრიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკა-მოდელის ევროპული და აზიური წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გათვალისწინებით).
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 89`000.00 GEL
Размер гарантии 6`250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: avtandili bukhrashvili :: 06.11.2023 11:13
  • Последнее исправление: avtandili bukhrashvili :: 15.11.2023 16:57
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541909&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკა-მოდელის ევროპული და აზიური წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.3 პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკა-მოდელის ევროპული და აზიური წარმოების ავტომომანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).

ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული და/ან არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.

მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვის-ცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენელთათვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა.

სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.

ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა). ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება გაწწეულ უნდა იქნას ხარისხიანად, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და შემსყიდველის მოთხოვნების დაცვით.

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობებით (პრეისკურანტი) განსაზღვრული ტექ-მომსახურების გაწევა როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში არსებულ, მის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილ სერვის-ცენტრებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ მისამართზე). მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის, ან შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ან შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურის წერილობითი თანხმობის შემდეგ იქნება შესაძლებელი ავტომანქანის შესაკეთებლად მისი სხვა სერვის-ცენტრში გადაყვანა მიმწოდებლის ხარჯებით.

მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:

- ქ. თბილისში (არანაკლებ 2 სერვის-ცენტრი) - არანაკლებ 10 ავტომანქანა თითოეულ სერვის ცენტრში;
- რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 3 ავტომანქანა;

სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).

მიმწოდებელი ვალდებულია ავტომანქანის სერვის-ცენტრში მიყვანიდან (რაზეც მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, ავტომობილის მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით), რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა (დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს დეფექტრურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე , რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე, ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).

ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში და რეგიონებში შემოთავაზებული სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების ფასის შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით. პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

შენიშვნა:

ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.

ბ) პრეისკურანტში, საცხებ-საპოხი მასალებისთვის განსაზღვრული ერთეული მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესაბამის გრაფაში მითითებული ტარიფები გულისხმობს ერთჯერადად გაწეული მომსახურების ღირებულებას და არ არის დამოკიდებული მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი საცხებ-საპოხი მასალის რაოდენობაზე/მოცულობაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2024 წლის 03 იანვრიდან 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ავტომობილების ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა შემსყიდვლის მხრიდან დეფექტური აქტის ხელმოწერის თაღიღიდან:თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:

• სავალი ნაწილებისათვის - 2 კალენდარულ დღეს;
• ელექტროობისათვის - 3 კალენდარულ დღეს;
• სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის - 15 კალენდარულ დღეს;
• ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევისას - 20 კალენდარულ დღეს;
• ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში - 10 კალენდარულ დღეს;
• სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა - არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს;

შენიშვნა:

ა) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის 10 კალენდარულ დღემდე ან/და 10 კალენდარულ დღით ვადაგადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ მსგავს ფაქტზე 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო 10 კალენდარული დღის შემდგომ პერიოდში დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით.

ბ) მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი); დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის, შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში:

• ქ. თბილისი (არანაკლებ 2 სერვის-ცენტრი);
• ქ. ქუთაისი;
• ქ. ბათუმი;
• ქ. ზუგდიდი;
• ქ. თელავი;
• ქ. ახალციხე;
• ქ. გორი;
• ქ. ფოთი;

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 წელი (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი) (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი);

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაბამისი ვადებისა ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება დეფექტური აქტის შედგენიდან/გახსნიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 600 000 (ექვსასი ათასი) ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით (მათ შორის ქ. თბილისში არსებულ თითოეულ სერვის-ცენტრში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 ერთეული) და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ქ. თბილისში და რეგიონებში საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების ადგილმდებარეობისა (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (კონკრეტული სერვის-ცენტრის მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით):

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;

ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არაუადრეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;

ბ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის 31 დეკემბრისა - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით.
ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.);

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9.2. სატენდერო წინადადების ფასი:

ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

2.9.3. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

5.1.2.1 შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა „ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.2.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.2.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.2.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

5.1.3.1 შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა „ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.3.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.3.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru