საფოსტო და საკურიერო მომსახურება მომსახურებ აუნდა განხორციელდეს ამ
ტექნიკური დავალებისა და ფასების ცხრილის შესაბამისად:
1. მიმწოდებლის კურიერის უფასო გამოძახება და კურიერის მიერ
გზავნილების ჩაბარება სამუშაო დღეებში 09:00-დან 18:00 საათამდე, შაბათს
საჭიროების შემთხვევაში 09:00-დან 14:00 საათამდე;
2. საფოსტო გზავნილების მიმწოდებლის კურიერისთვის გადაცემა
ხორციელდება შემსყიდველის მისამართებზე:
• საქართველოს გენერალური პროკურატურა. 0114, ქ. თბილისი, ვახტანგ
გორგასლის ქ. №24;
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა. 6000, ქ. ბათუმი, შ.
ხიმშიაშვილის ქ. №7;
• ბათუმის რაიონული პროკურატურა. 6000, ქ. ბათუმი, შ. ხიმშიაშვილის ქ. №7;
• ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურა. 6400, ბათუმი, ზ.
ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. №3;
• ოზურგეთის რაიონული პროკურატურა. 3500, ქ. ოზურგეთი, ი. პეტრიწის ქ. №9;
• თბილისის პროკურატურა. 0131 ქ. თბილისი, ხეივანი დავით აღმაშენებელი, №70;
• ძველი თბილისის რაიონული პროკურატურა. 0159, ქ. თბილისი დიღმის მასივი, II
კვ, კ. ჩალაძის ქ. №1;
• ვაკე საბურთალოს რაიონული პროკურატურა. 0159 ქ. თბილისი, დიღმის მასივი, II
კვ, კ. ჩალაძის ქ. №1;
• ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა. პროკურატურა. 0159 ქ. თბილისი,
დიღმის მასივი, II კვ, კ. ჩალაძის ქ. №1;
• დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა. პროკურატურა. 0159 ქ. თბილისი,
დიღმის მასივი, II კვ, კ. ჩალაძის ქ. №1;
• გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურა. პროკურატურა. 0159 ქ. თბილისი,
დიღმის მასივი, II კვ, კ. ჩალაძის ქ. №1;
• სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა. 0800, ქ. ახალციხე მ. თამარაშვილის
ქ. №3;
• ახალციხის რაიონული პროკურატურა. 0800, ქ. ახალციხე მ. თამარაშვილის ქ.
№3;
• ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურა. 0700, ქ. ახალქალაქი
ჩარენცის ქ. №30;
• ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა. 3700, ქ. რუსთავი, ნიკო ფიროსმანის ქ.
№17ა;
• რუსთავის რაიონული პროკურატურა. 3700, ქ. რუსთავი, ნიკო ფიროსმანის ქ.
№17ა;
• მარნეულის რაიონული პროკურატურა. 3000, ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. №1;
• ბოლნისის რაიონული პროკურატურა. 1100, ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №84;
• კახეთის საოლქო პროკურატურა. 2200, ქ. თელავი ერეკლე II გამზირი №3;
• თელავის რაიონული პროკურატურა. 2200, ქ. თელავი ერეკლე II გამზირი №3;
• გურჯაანის რაიონული პროკურატურა. 1500, ქ. გურჯაანი, თამარ მეფის გამზირი
№14;
• სიღნაღის რაიონული პროკურატურა. 4200, ქ. სიღნაღი ნ. ბარათაშვილის ქ. №1ა;
• შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურა. 1400, ქ. გორი, დ.
გურამიშვილის ქ. №5;
• გორის რაიონული პროკურატურა. 1400, ქ .გორი, დ. გურამიშვილის ქ. №5;
• მცხეთის რაიონული პროკურატურა. 3300, ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №11;
• ხაშურის რაიონული პროკურატურა. 5700, ქ. ხაშური, ნ. ლომოურის ქ. №15ა;
• დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა. 4600, ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის
გამზირი №20;
• ქუთაისის რაიონული პროკურატურა. 4600, ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი
№20;
• ზესტაფონის რაიონული პროკურატურა. 2000, ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ.
№4;
• ამბროლაურის რაიონული პროკურატურა. 0400, ქ. ამბროლაური, მ. კოსტავას ქ.
№20;
• საჩხერის რაიონული პროკურატურა 4000 ქ. საჩხერე, აღმაშენებლის ქ. №7;
• სამტრედიის რაიონული პროკურატურა. 3900, ქ. სამტრედია, რუსთაველის ქ. №26;
• სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა. 2100, ქ. ზუგდიდი, ს. კედიას
ქ. №5;
• ზუგდიდის რაიონული პროკურატურა. 2100, ქ. ზუგდიდი ს. კედიას ქ. №5;
• ფოთის რაიონული პროკურატურა. 4400, ქ. ფოთი, გორგასლის ქ. №22;
• სენაკის რაიონული პროკურატურა. 4100 ,ქ. სენაკი ა. ჯორჯაძის ქ. №18;
• მესტიის რაიონული პროკურატურა. 3200, დაბა მესტია, ი. გაბლიანის ქ. №1.
3. მიმწოდებლის მიერ გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება კურიერის
საშუალებით.
4. შემსყიდველის წარმომადგენელის მოთხოვნის შემთხვეაში გზავნილის
პირადად ადრესატისთვის ჩაბარება;
5. გზავნილის ადრესატისათვის მიტანა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის
მიერ შემსყიდვლისაგან გზავნილის ჩაბარებიდან:
ა) საქართველოს მასშტაბით - თბილსში და მუნიციპალურ ცენტრებში შიდა
გზავნილებისას 1-3 სამუშაო დრეში, სხვა დანარჩენ შემთხვევაში 5 სამუშაო
დღე;
ბ) ევროპის ქვეყნებში – 15 სამუშაო დღეში;
გ) ამერიკაში – 20 სამუშაო დღეში;
დ) დსთ-ს ქვეყნებში – 15 სამუშაო დღეში;
ე) სხვა დანარჩენ ქვეყნებში – 20 სამუშაო დღეში.
6. საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ვადის ათვლა იწყება
მომდევნო სამუშაო დღიდან, გარდა 12/12 ექსპრეს მომსახურებისა.
7. 12/12 ექსპრეს მომსახურება - მხოლოდ ადგილობრივი წერილობითი
კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარება 12/12 პრინციპით (გულისხმობს 12:00
სთ.- მდე კურიერისთვის ჩაბარებული გზავნილის მიტანას იმავე დღეს, ხოლო 12:00
სთ.-ის შემდეგ კურიერისთვის ჩაბარებული გზავნილის მიტანას მეორე დღეს) -
ხორციელდება მხოლოდ ერთი და იმავე ადმინისტრაციული ერთეულის
ფარგლებში;
8. საერთაშორისო გზავნილების შეფუთვისათვის საჭირო მასალებით
უზრუნველყოფა;
9. შემყიდველისათვის გზავნილების რეგისტრაციის მკაცრი აღრიცხვის
ბლანკების მიწოდება (შემსყიდველისთვის ხელმისაწვდომობა), რომლის
იდენტიფიცირება და დეტალური ინფორმაციის მოძიება უნდა ხდებოდეს
მიმწოდებლის ოფიციალურ ვებ-გვერდის, ან სპეციალური ელექტრონული
პროგრამის საშუალებით;
10. გზავნილის ჩაბარების დასტურით/ უკუგზავნილი / შეტყობინების
დოკუმენტის შემსყიდველისთვის დაბრუნების ვადა - გზავნილების
ადრესატისთვის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღეში;
11. უკუგზავნილის მომსახურების ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 5
ლარს.
12. მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა საფოსტო მომსახურების
განხორციელების ფაქტის დადასტურების შესახებ (ცნობა);
13. ქვეყნის ტერიტორიის დატოვებამდე შემსყიდველის მიერ გზავნილის
გაგზავნაზე უარის თქმა;
14. თუ მიმწოდებელი ვერ განახორციელებს გზავნილის ჩაბარებას
მიმღების/ადრესატის მიერ გზავნილის მიღებაზე უარის განცხადების გამო,
ან არასწორია/არასრულია მისამართი, ან მიმღების/ადრესატის მონაცემები
არასწორია, ან ადრესატი ვერ მოიძებნა, გზავნილი უკან ბრუნდება
აღნიშნული ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული მიწოდების ვადების
განმავლობაში. საერთაშორისო გზავნილების უკან დაბრუნება - გაგზავნის
ღირებულებით.
15. „მოკითხვამდე“ პირობით - მისი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში რჩება
მიმწოდებელთან, თუ ამ დროის განმავლობაში არ გაიტანს ადრესატის
ბრუნდება უკან გამომგზავნთან. ამავდროულად გზავნილზე საკონტაქტო
ნომრის არსებობის შემთხვევაში „მოკითხვამდე“ პირობით წერილობითი
კორესპონდენციის შესახებ ადრესატისათვის SMS შეტყობინების გაგზავნა.
16. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ
ხორციელდება დადგენილ ვადაში, მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა
უზრუნველყოს შემსყიდველისთვის აღნიშნული გარემოების შეტყობინება.