Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #48153069)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: SSG LEPL OPERATIVE-TECHNICAL AGENCY OF GEORGIA
Номер конкурса: 48153069
Дата публикации: 15-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA) По прейскуранту
Номер заявки SPA230002224
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.11.2023 15:45
Начало приема предложения 22.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.11.2023 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 96`219.01 GEL
Контрактная цена объекта закупки 30`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Срок подачи 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
გათბობა-წყალმომარაგების სისტემების, აქსესუარების, გაგრილების სისტემების, სპლიტ და კოლონური კონდიციონერების ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 300 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natia metreveli :: 10.11.2023 16:53
  • Последнее исправление: natia metreveli :: 15.11.2023 15:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542882&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გათბობა-წყალმომარაგების სისტემების, აქსესუარების, გაგრილების სისტემების, სპლიტ და კოლონური კონდიციონერების ტექნიკური მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია დანართი №1 (პრეისკურანტი) და დანართი №2 (მომსახურების პირობები). დანართი N3 (ტექნიკური მომსახურება).

მომსახურების პირობები

• გაგრილების სისტემების მომსახურეობა უნდა მოიცავდეს რევიზიას, არანაკლებ თვეში ერთხელ, 01.05.2024-დან - 30.09.2024-მდე;
• მომწოდებელი გასაწევ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე უნდა ავრცელებდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიან გარანტიას. გარანტიის ათვლა იწარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან;
• სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაში შესყიდვის ობიექტის რაიმე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოსწორება 1 (ერთი) სამუშაო დღეში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გარეშე.
• გაგრილების სისტემის რევიზია მოიცავს: აგრეგატებში მაცივარაგენტის წნევის შემოწმებას; კომპრესორებში ზეთის დონის შემოწმებას; ელექტრო სისტემის შემადგენელი ნაწილების მდგომარების შემოწმებას; საცირკულაციო ტუმბოების მდგომარეობის შემოწმებას და ა.შ;
• გაგრილების სისტემის მომსახურება უნდა განხორციელდეს თვეების მიხედვით შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
• გაგრილების სეზონის გასვლის შემდეგ, უნდა მოხდეს გაგრილების სისტემის აგრეგატების გათიშვა და სისტემის წყლისგან დაცლა;
• გათბობის ქვაბების და წყლის ტუმბოების რევიზია უნდა მოხდეს წელიწადში ორჯერ, გათბობის სეზონის დაწყებისა და დასრულების დროს.
• მომსახურება ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით შემსყიდველის ობიექტებზე დაზიანების აღმოფხვრას გამოძახებიდან არაუგვიანეს 24 საათში, საავარიო ჯგუფის მეშვეობით, გამოძახება შეუზღუდავად, კვირის ნებისმიერ დღეს.
• მომსახურება გულისხმობს ყველა საჭირო ხელსაწყოთი აღჭურვილი მაღალკვალიფიციური ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფების გამოყოფას;
• აგრეგატის დაზიანების შემთხვევაში, შეკეთება უნდა განხორციელდეს პრეისკურანტით გათვალისწინებული ფასთა ცხრილის შესაბამისად;
• შემსრულებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შესაბამის უფლებამოსილ პირთან;
• მუშაობის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები.
• შესყიდვის ღირებულება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს;
• მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს საკონტაქტოდ მიაწოდოს არანაკლებ ორი სატელეფონო ნომერი და ორი ელექტრონული ფოსტის მისამართი;
• დავალება გაიცემა, როგორც სიტყვიერად, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით;
• ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების მიღების თარიღი ჩაითვლება შესასრულებელი დავალების გაცემის თარიღად;
• შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს მიმდინარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი გამაფრთხილებელი წერილი, სადაც დაფიქსირებული იქნება მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვნად ან ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევები;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2024 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დანართი N 2-ს (მომსახურების პირობები) შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქართველოს მასშტაბით,დანართი N 2-ს (მომსახურების პირობები) და დანართი N 3-ს (ტექნიკური დავალება (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი) და სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართი N1-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად.

1.7.1 requirement related to guarantee period

გასაწევ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე უნდა ვრცელებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა. გარანტიის ათვლა იწარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან;
სწორი ექსპლუატაციის პირობებში საგარანტიო ვადაში შესყიდვის ობიექტის რაიმე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს მისი გამოსწორება 1 (ერთი) სამუშაო დღეში, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების ჩატარების გამოცდილება არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში (2021, 2022, 2023 წლებში);

წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები (ტენდერის/CMR ნომრები (რომლებშიც ატვირთული იქნება შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები) და/ან ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარებების აქტებით ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები).

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე.

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 96 219.01 ლარს, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 30 000.00 ლარს;

2. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის საერთო ღირებულების შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში (№1, №2, №3) მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც;

3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება, რომელშიც პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილში დაფიქსირებული პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად, ასევე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში (განფასების ცხრილი) დაფიქსირებული პოზიციის ფასს არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის ფასი;

4. მომსახურების განხორციელების პროცესში განფასების ცხრილში არ არსებული დეტალის საჭიროების შემთხვევაში, დეტალის და მომსახურების ფასი დგინდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით;

5. ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

6. შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის თანახმად, ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ექსელის ფაილის სახით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება.

ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სერთიფიცირებული აუდიტორული სამსახურის/აუდიტორის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. (დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

ამასთან, ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:

ა) ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

ბ) ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, მიმწოდებლის მიერ მითითებული საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად;

გ) შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს გაწეული მოსახურების ღირებულება ყოველთვიურად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და თანმდევი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) გამოწერის/წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი იღებს ვალდებულებას მიმწოდებელს გადაუხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და თანმდევი დოკუმენტაციის (საგადახდო ანგარიშ-ფაქტურა) გამოწერიდან/ წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები, მიმწოდებლის მიერ აღნიშნული საჯარიმო თანხის გადახდიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნათია ლომიძე, 595889954, n.lomidze@ssg.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე (რომლებიც საჭიროებენ პრეტენდენტის ხელმოწერას) უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი).

შენიშვნა:

სააგენტოს რეკომენდაციის თანახმად, აღნიშნული არ ეხება ფასების ცხრილს (პრეისკურანტს), იგი შესაძლებელია აიტვირთოს ექსელის ფაილის სახით.

ამავდროულად, სააგენტო აღნიშნავს, რომ „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

10.1.2. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.
10.1.3. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.5. პრეტენდეტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში, პრეისკურანტში შემოთავაზებული საქონლის თითოეულ პოზიციაზე ერთეულის ღირებულება დამრგვალებული უნდა იყოს მეასედებამდე.
10.1.6. წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru