შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება: (ტექნიკური დავალების
პირობები შემდგომში გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულებაში)
სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურება მოიცავს დოკუმენტის
თარგმნისა და ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურებას.
1. დოკუმენტის თარგმნის მომსახურება:
• წერილობითი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ
უცხოურ და ქართულ ენაზე და პირიქით, დოკუმენტის თარგმნა უნდა
განხორციელდეს შემსყიდველის (ან მისი უფლებამოსილი პირის) მიერ
მითითებული მოცულობის შესაბამისად.
• ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება ნათარგმნი ტექსტის 1 სრული ნაბეჭდი
ა4 ზომის გვერდი, რომელიც შეიცავს 2000 ნაბეჭდ სიმბოლოს (ინტერვალის
გარეშე/no spaces), შრიფტის ზომა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების რაოდენობა გამოითვლება
შემდეგნაირად: დაჯამდება ნათარგმნი დოკუმენტის სიმბოლოების
რაოდენობა (ინტერვალის გარეშე/no spaces) და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული ციფრი ჩაითვლება ფაქტობრივად შესრულებული გვერდების
რაოდენობად. (მიღებული ციფრი, საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით), ხოლო 1 არასრული ნაბეჭდი გვერდის
შემთხვევაში, ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სიმბოლოების
რაოდენობის პროპორციულად.
• Excel-სა და PowerPoint-ში შესრულებული თარგმანების გვერდების დათვლის მიზნით,
მოხდება ამ პროგრამებში აკრეფილი ტექსტების გადმოტანა პროგრამა Word-ში,
დაითვლება სიმბოლოების ჯამური რაოდენობა და მოხდება მათი გაყოფა 2000-ზე.
მიღებული რიცხვი ჩაითვლება ფაქტობრივად თარგმნილი ტექსტის გვერდების
რაოდენობად (მიღებული რიცხვი საჭიროების შემთხვევაში, დამრგვალდება
ასეულებამდე არითმეტიკული წესით).
• შემსყიდველისა და მიმწოდებელის მიერ სათარგმნი და თარგმნილი
დოკუმენტების მიწოდება (მატერიალურად ან ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში დასკანირებული და შესაბამისი
ბეჭდით დამოწმებული) მოხდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ნათარგმნი დოკუმენტების ნოტარიული დამოწმება საკუთარი
სახსრებით მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღეში
(სახელშეკრულებო პერიოდში ნოტარიულად დასამოწმებელი გვერდების
რაოდენობა - არაუმეტეს 500 გვ.).
2. ზეპირი (თანმიმდევრული) თარგმნის მომსახურება:
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს პრეისკურანტში მითითებულ უცხოურ
და ქართულ ენაზე და პირიქით.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, კალენდარული დღის 24 საათიანი დროის
ინტერვალში, კონკრეტული ენის უწყვეტი (ერთიდაიგივე თარიღში,
ერთიდაიგივე თარჯიმნის საშუალებით ერთიდაიგივე მისამართზე) თარგმნის
მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა, საერთო ჯამში თუ აღემატება 7 საათს,
მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კონკრეტული ენის თარგმნის 7
საათის ღირებულებით. აღნიშნული 7 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ
მიმწოდებელი უფლებამოსილია თარგმნის მომსახურების უწყვეტობის
შენარჩუნების პირობებში უზრუნველყოს თარჯიმნის გამოცვლა, რა
შემთხვევაშიც, ვადის ათვლა დაიწყება თავიდან.
• ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მომსახურების
გაწევის დაწყების ვადის ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ თარჯიმნის
მოთხოვნის შესახებ მიმოდებლისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში
მითითებული დროიდან, თუ თარჯიმანი გამოცხადდა დროულად. თარჯიმნის
დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში, მომსახურების გაწევის
დაწყების ვადის ათვლა დაიწყება უშუალოდ თარგმნის დაწყების
მომენტიდან.
• ზეპირი თარგმნა უნდა განხორციელდეს ხარისხიანად, მაღალპროფესიულ
დონეზე, სათანადო პროფესიული ტერმინოლოგიის დაცვით.
დამატებითი პირობები:
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური,
სამშენებლო, სამედიცინო და სხვა თემატიკის სფეროებთან დაკავშირებული
სხვადასხვა პროფესიული და ტექნიკური სპეციფიკაციის მქონე ტექსტების,
მათ შორის საერთაშორისო კანონმდებლობისა და ტერმინოლოგიის
ადექვატური, გრამატიკულად და სტილისტურად გამართული თარგმნა, შინაარსი
და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან.
• საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს
შემსყიდველის მიერ მიწოდებული მომსახურების გაწევის პროცესში
გამოსაყენებელი ტერმინოლოგიით.
• მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას იმ ცნობებისა და ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული
ინფორმაცია/მასალები. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების
გაწევისას, საჭიროების შემთხვევაში, გაეცნოს და დაიცვას საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის N33 ბრძანებით დამტკიცებული
ქცევის წესები („თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის
წესები“), რომელიც ითვალისწინებს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული
უფლებამოსილი პირ(ებ)ის, თარჯიმნ(ებ)ის მიერ, ადამიანის უფლებათა
საერთაშორისო სამართალსა და ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში
დამკვიდრებული ძირითადი პრინციპების განუხრელ დაცვას, ასევე, დაიცვას
კონფიდენციალურობის პრინციპი, მიუკერძოებლობა და ნეიტრალურობა.
• თარგმნა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად ზედმიწევნით და სრულად,
დაუშვებელია ცალკეული წინადადებებისა თუ ტექსტის ამა თუ იმ ნაწილის
გამოტოვება (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა წერილობითი თარგმანის
შესრულებისას უშუალოდ შემსყიდველის მოთხოვნითაა ტექსტში გარკვეული
სეგმენტის გამოტოვება გათვალისწინებული), შეცვლა ან ინტერპრეტაცია,
ისევე როგორც ახალი ინფორმაციის დამატება. ნათარგმნი მასალა უნდა იყოს
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
• მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის
სისწორეზე (აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი პასუხს
აგებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით).
• მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს
და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური,
ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული
მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს და ფლობს შესაბამის
ტერმინოლოგიას). მიმწოდებელი პასუხისმგებელია შესრულებული თარგმანის
სისწორეზე, რაც უნდა დადასტურდეს მის მიერ ხელმოწერით ყველა
პროცესუალურ დოკუმენტზე.
• თუ მომსახურება გასაწევია იმ ენაზე, რომელიც არ არის
გათვალისწინებული განფასების ცხრილში, მაშინ ხელშეკრულების
მიმდინარეობის პროცესში მხარეები აღნიშნულ მომსახურებაზე
გააფორმებენ შესაბამის ოქმს, სათარგმნი ენისა და ფასის მითითებით (ფასი
დადგინდება შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე მიმდინარე
დროისთვის ბაზარზე არსებული ღირებულების შესაბამისად).
• ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, იმ უფლებამოსილი პირის
მოთხოვნის შემთხვევაში, რომლის წარმოებაშიც იმყოფება
სამართალდარღვევის საქმე, თარჯიმანმა უნდა წარუდგინოს თარჯიმნის
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, სერტიფიკატი ან/და
საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)იდან გაცემული სხვა დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე, ქართული ენის
ჯეროვნად ცოდნას), (უცხოენოვან დოკუმენტს (თარგმნის სისწორის დასტურად)
თაან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
• მიმწოდებელმა ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან საკუთარი
ხარჯებით უნდა მოახდინოს სატელეფონო ზარების ელექტრონული პროგრამით,
ე.წ. “ქოლ ცენტრი” უზრუნველყოფა (სატელეფონო ზარების მონიტორინგი,
მიღება, ჩაწერა) ნომერზე დაკავშირებისას ავტომოპასუხე უნდა
გპასუხობდეს, თუ რომელ ორგანიზაციასთან მოხდა დაკავშირება და რომ
მიმდინარეობს საუბრის ჩაწერა, შემდეგ უნდა გპასუხობდეს ოპერატორი,
ოპერატორის დაკავების შემთხვევაში ზარი უნდა გადადიოდეს მოცდის
რეჟიმში). ქოლ ცენტრის პროგრამას უნდა ჰქონდეს უპასუხო ზარების
დამახსოვრების ფუნქცია და უპასუხო ზარის დაფიქსირებიდან უმოკლეს
ვადაში (არაუმეტეს 1 საათი) უნდა ხდებოდეს უპასუხო ზარის ავტორთან
გადარეკვა და სათანადო რეაგირება). მიმწოდებელის ე.წ. “ქოლ ცენტრის”
ტელეფონის ნომერ(ებ)ზე (როგორც ქალაქის, ასევე მობილური) 24 საათის
განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან ზარის
განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების
პერიოდში აკრძალულია აღნიშნული ნომრ(ებ)ის გათიშვა, მათი დაზიანების ან
შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ აცნობოს
ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული
ნომრ(ებ)ის შესახებ. აღნიშნული გადამოწმებული იქნება ადგილზე
შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულების მოქმედების მთელს
პერიოდში. ამ მუხლში მითითებული პირობების დარღვევა განიხილება როგორც
ხელშეკრულების პირობის შეუსრილებლობა და გამოყენებულ იქნება
საჯარიმო სანქციები.
• მიმწოდებელის თარჯიმანს თავისუფლად უნდა შეეძლოს ერთდროულად
მინიმუმ ორ ენაზე - ქართული ენიდან უცხოურ ენაზე თარგნმა და პირიქით -
თარჯიმნის მომსახურების გაწევა. გამონაკლის შემთხვევაში, თუკი
პრეისკურანტით განსაზღვრულ უცხო ენებზე, მიმწოდებლის თარჯიმანმა არ
იცის სათანადო დონეზე ქართული ენა და მოთხოვნილი სათარგმნი უცხო ენის
გარდა კვალიფიციურად ფლობს სხვა უცხო ენას (მაგ. რუსულს ან ინგლისურს ან
ფრანგულს და სხვა), მაშინ გამოყენებული შუალედური უცხო ენიდან ქართულ
ენაზე თარგმნის ხარჯები ანაზღაურდება მიმწოდებლის სახსრებით.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ერთიდაიგივე ენის
რამდენიმე (საჭიროებისამებრ) თარჯიმნის გამოყოფა, მათ შორის
ერთიდაიგივე ენის განსხვავებული სქესის თარჯიმნის გამოყოფა.
• მიმწოდებლის თარჯიმანი არ უნდა იყოს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედების სფეროს განკუთვნილი პირი
(თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე
პირი).
• მიმწოდებლის თარჯიმანი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სმენადაქვეითებულ
პირთა კატეგორიას.
• ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს თარჯიმნის
კვალიფიკაციისა და ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი,
სერტიფიკატი ან/და საგანმანათლებლო დაწესებულებ(ებ)იდან გაცემული სხვა
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე,
ქართული ენის ჯეროვნად ცოდნას), (უცხოენოვან დოკუმენტს (თარგმნის
სისწორის დასტურად) თაან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული
ქართული თარგმანი).
• შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, თარჯიმანი უნდა გამოცხადდეს
პროტოკოლით გათვალისწინებული ფორმალური ჩაცმულობით.