Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48111940)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Justice High School"
Номер конкурса: 48111940
Дата публикации: 14-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230022795
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 19:03
Начало приема предложения 25.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.11.2023 16:00
Предполагаемая цена прейскуранта 107`080.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
Срок подачи 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vasil chichaghua :: 30.10.2023 08:51
  • Последнее исправление: vasil chichaghua :: 14.11.2023 19:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=540933&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება და შეკეთება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, და ქ. ქუთაისში, მდებარე მიმწოდებლის სერვისცენტრებში;
1.2.2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი სერვისცენტრი ქ.თბილისში, ასევე სერვისცენტრები ქ.ბათუმში, და ქ.ქუთაისში.
1.2.3. ნაწილების, რომლებზეც არ არსებობს ყოველდღიური მოთხოვნა, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს მარაგში, არ არის გაყიდვაში ადგილობრივ ბაზარზე და შეკვეთითაა ჩამოსატანი, შეცვლის/შეკეთების ვადა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს. მაგალითად ასეთი ნაწილებია: გადაცემათა კოლოფი და სხვა მისი მსგავსი.

1.2.4. ავტომობილების მომსახურება/შეკეთება უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში:
1. ფილტრებისა და სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა, მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სთ.
2. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა, მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე.
3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება, მოთხოვნიდან არაუმეტეს 5
სამუშაო დღე.
4. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა, მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე.

1.2.5. ავტომობილების (გარდა ავტობუსისა) სავალი ნაწილის დათვალიერება უნდა განხორციელდეს უფასოდ.
1.2.6. ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი, (არა მეორადი) მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით, რომელიც უნდა იყოს წარმოებული წამყვანი კომპანიების მიერ და რეკომენდირებული უნდა იყოს შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელის მწარმოებელი კომპანიის მიერ.
1.2.7. პრეტენდენტს უნდა შეეძლოს ერთ სერვისცენტრში იუსტიციის უმაღლესი სკოლის კუთვნილი მინიმუმ 2 (ორი) ავტომობილის ერთდროულად შეკეთება;
1.2.8. პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა გამოუყოს კორპორატიული მენეჯერი, რომლის ფუნქცია-მოვალეობაში უნდა შედიოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა, სერვისის მიწოდების და მისი თანმდევი დოკუმენტების გაფორმების ნაწილში, ასევე სატრანსპორტო საშუალების შეკეთების, წინასწარ დაგეგმვა.
1.2.9. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი #1-ის (ფასების ცხრილში ატვირთული პრეისკურანტი) მიხედვით.
1.2.10. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი, პრეიკურანტის არც ერთი პოზიციის მიხედვით, არ უნდა აღემატებოდეს გასაწევი მომსახურების თითოეულ პოზიციაზე პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ფასს. აღნიშნული პირობის დაუცველობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
1.2.11. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, პრეისკურანტში მომსახურების ან ნაწილის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, მისი შესყიდვის აუცილებლობის შემთხვევაში ფასი განისაზღვრება შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთშეთანხმებით, საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით.
1.2.12. 1.2.11 ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ან ნაწილის ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.13. პრეტენდენტის მიერ, სისტემაში ატვირთული პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასა და ვაჭრობის შედაგად დაფიქსირებულ ფასებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობა პროპორციულად უნდა გადანაწილდეს პრეისკურანტში მოცემულ ყოველ ცალკეულ პოზიციაზე. ამისათვის, პრეისკურანტის ჯამური ღირებულების დაზუსტებისას, პრეტენდენტმა პროპორციულად უნდა შეამციროს თითოეული საქონლის და მომსახურების ღირებულება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

2024 წლის 1 იანვრიდან, 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, და ქ. ქუთაისში მდებარე მიმწოდებლის სერვისცენტრი.

1.7.1 requirement related to guarantee period

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია მომსახურების საგარანტიო პირობების შესახებ, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ ქვემოთ მითითებული პირობებისა:

მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასა და შეცვლილ ან/და აღდგენილ სათადარიგო ნაწილებზე, უნდა გავრცელდეს გარანტია შემდეგი პირობით:

1. სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე.
2. ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 25 000 კმ.
3. ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი.
4. XENON-ის ტიპის ნათურებზე (ქარხნულად აღჭურვილ ავტომობილებზე) არანაკლებ 6 თვე.
5. სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე არანაკლებ 1 წელი.
6. გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 2 000 კმ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. აღნიშნული პროფილით მუშაობის არანაკლებ ბოლო 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია.
2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი წერილობით ადასტურებს პირველი პუნქტით მოთხოვნილ გამოცდილებას და წარმოადგენს 2021 წლის იანვრიდან 2023 წლის მიმდინარე პერიოდამდე, თითოეული წელს მისი კონტრაქტორი სამი სხვადასხვა ორგანიზაციის დასახელებას, სატენდერო განცხადების ნომერს ან ამ ორგანიზაციაში საკონტაქტო პირის ნომერს, დანართი #2-ის შესაბამისად.
3 წარმოდგენილი უნდა იქნას არანაკლებ იმ ორი ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელსაც პრეტენდენტი მიუთითებს 2023 წლის პერიოდში დანართ #2-ში.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებით. კერძოდ:

1. პრეტენტი ვალდებულია დაადასტუროს, რომ იგი ქ.თბილისში, ქ.ქუთაისში და ქ.ბათუმში შემოთავაზებული სერვისცენტრების მესაკუთრეა,ან წარმოადგინოს ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სერვისცენტრების სარგებლობის/მფლობელობის უფლებას მინიმუმ 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2. პრეტენტი ვალდებულია დაადასტუროს ქ.თბილისის, ქ.ქუთაისისა და ქ.ბათუმის სერვისცენტრებში მოსაცდელი სივრცეების არსებობის და მათში არსებული პირობების შესახებ.
3. მოსაცდელი სივრცე უნდა იყოს კომფორტული, იყოს უზრუნველყოფილი გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, საპირფარეშოთი,სასმელი წყლის დისპენსერით და სკამებით.
4. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ქ.თბილისში, ქ.ბათუმში და ქ.ქუთაისში მოქმედი სერვისცენტრები. პრეტენდენტს ქ.თბილისში თითოეულ სერვის ცენტრში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 7 ავტო ამწე, ქ.ბათუმში არანაკლებ 4 (ოთხი) ავტო ამწე და ქ.ქუთაისში არანაკლებ 4 (ოთხი) ავტო ამწე.
5. სერვისცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით (გამონაბოლქვის გამწოვები, ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარების შესაძლებლობა, თვლების შეყრის გასასწორებელი კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი, ვულკანიზაციის დანადგარი, ძრავის ამოსაღები ამწე და სხვა). სერვისცენტრებში მაღალ დონეზე უნდა იქნას დაცული ჰიგიენური ნორმები.
6. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობო მეურნეობა, რაც გულისხმობს პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტომანქანებისთვის მომსახურების შეუფერხებლად გასაწევად საჭირო სახარჯი სათადარიგო ნაწილების და მასალების მარაგს. მაგალითისათვის ასეთი ნაწილები და მასალებია: ხუნდები, ფილტრები, ზეთები, ნათურები, ფრეონი, ანტიფრიზი, მშრალი რეზინები, ღვედები, დამჭიმები, „ვტულკები“ „სტერჟენები“ „პილნიკები“ და სხვა მისი მსგავსი.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

„შერჩევა-შეფასების“ ეტაპზე პრეტენდენტმა სსიპ „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ წარმომადგენელებს უნდა დაათვალიერებინოს მისი სერვის-ცენტრები ქ.თბილისში, (ორი სერვის ცენტრი), ქ.ბათუმში და ქ.ქუთაისში, რათა მათ შეაფასონ აღნიშნული სერვის-ცენტრების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ.თბილისი, ქ.ბათუმი და ქ.ქუთაისი - პრეტენდენტის სერვის-ცენტრები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის და დასკვნაზე ხელმომწერი პირის საექსპერტო/აუდიტორული/საშემფასებლო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები/სერთიფიკატები, გაცემული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ახლდეს ბაზრის კვლევისას გამოყენებული დოკუმენტაცია (მაგ., ანგარიშფაქტურა/ინვოისი, ხელშეკრულება და სხვა).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანაგარიშსწორებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგადასახადო დოკუმენტაციის (დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა) წარდგენიდან ან/და მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვასილ ჭიჭაღუა, 577237756, vtchitchagua@hsoj.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულება და ერთეულის ფასი უნდა შეიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სატენდერო წინადადების მთლიანი ღირებულების და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, მათ შორის შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი კორესპონდენცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე უნდა იქნას შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა უფლებამოსილი პირის მიერ, ან ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნას კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.4 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი პერეისკურანტი ან წარდგენილ პერიკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
10.5 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
10.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru