Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #48111925)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of State Property
Номер конкурса: 48111925
Дата публикации: 14-11-2023
Сумма контракта: 1 903 766


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022783
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 18:20
Начало приема предложения 30.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 05.12.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 1`903`766.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
Срок подачи სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვე
Дополнительная информация
ქ. ახალციხის 9 აპრილის ქ. #24-ში მდებარე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციში
Шаг снижения цены 25`000.00 GEL
Размер гарантии 19`038 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ruslan mamardashvili :: 25.10.2023 12:22
  • Последнее исправление: ruslan mamardashvili :: 14.11.2023 18:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=540495&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ადგილია ქ. ახალციხის 9 აპრილის ქ. #24

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდბელის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს შემდეგი სახის საგარანტიო ვადები:
1. შენობის კონსტრუქციული ნაწილის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 50 (ორმოცდაათი) წელს.
2. შენობის ელექტრო გაყვანილობის მოწყობაში, წყალმომარაგების, წყალსარინების, სანიაღვრე სამუშაოების, სახურავის და სხვა სამშენებლო-მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას გამოყენებულ მასალებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ - 5 (ხუთი) წელს.
3. გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის, გენერატორის, ხანძარქრობისა და დეტექციის სისტემების, ყველა სხვა სახის სამუშაოსა და გამოყენებულ მასალებზე არანაკლებ - 5 (ხუთი) წელი.
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე;
1.6.3 მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6.2 ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად ანაზღაურება.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. მიმწოდებელს ბოლო სამი წლის განმავლობაში დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის შენობის მშენებლობის სამუშაოების კონსტრუქციულ ნაწილში შესრულებული უნდა ქონდეს, სულ მცირე 700000 ლარის ღირებულების, ან არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მცირე 300000 ლარის ღირებულების სამუშაოები.
შენიშვნა: ანალოგიური ტიპის და ხასიათის სამუშაოებში ჩაითვლება ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწის, საძირკვლის, რკინა-ბეტონის მოწყობის, გადახურვის, ფასადის, შიდა სარემონტო-მოპირკეთებით სამუშაოებს და საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა-მონტაჟს);
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ.
2.2.1.3. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2.2.1.5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.
2.2.1.6. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობაში შემავალი თითოეული პირი 100%-ით უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნებს;
ამხანაგობის მიერ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის პირობები რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლით.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შედგენილი სამუშაოების შესრულების ფინანსური და კალენდარული გეგმა-გრაფიკი;
2.5.1.2 სამშენებლო სამუშაოების დასრულება უნდა განხორციელდეს წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. მიმწოდებელს უფლება აქვს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკისგან განსხვავებული გეგმა-გრაფიკი, თითოეული ეტაპის ცვლილებების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტები და მიაწოდოს მიმწოდებელს გეგმა-გრაფიკის ცვლილებაზე თანხმობა ან დასაბუთებული უარი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%-ს;
2.8.1.2. ქვეკონტრაქტორს ბოლო სამი წლის მანძილზე უნდა გააჩნდეს შესასრულებლად გადაცემული სამუშაოების ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესრულების გამოცდილება.
2.8.1.3. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

შენიშვნა: ანალოგიური ტიპის და ხასიათის სამუშაოებში ჩაითვლება ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რომელიც/რომლის ნაწილიც მოიცავს არანაკლებ უშაულოდ ქვეკონტრაქტით გადაცემული სამუშაოების ანალოგიური ხასიათის მოცულობით/თანხობრივად შესრულების დადასტურება

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
1. რეკვიზიტები იმ ინფორმაციის შემცველობით, რომელიც არ აქვს ასახული სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში;
2. დანართი №1 (ხარჯთაღრიცხვა, პუნქტი 1.3);
3. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით (პუნქტი 2.2.1);
4. ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ (პუნქტი 1.6);
5. ფინანსური და კალენდარული გეგმა-გრაფიკი (პუნქტი 2.5.1).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით, ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ ფასად ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობის დადასტურება.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება უნდა განხორციელდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს, ან შესაბამის სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდი"-ს მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.1.4. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4.1.1.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4.1.1.6. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკოდაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევოკომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.2 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.4.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 25 % ანაზღაურება დასაშვებია წინასწარი ანგარიშსწორების გზით. საავანსო ანგარიშწორების გამოყენების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 30 დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
7.1.1.2 ყოველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (წინასწარ გადახდილი თანხის ამოწურვამდე) შემსყიდველი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს მიმწოდებელს მიღებული სამუშაოს ღირებულების დარჩენილი ღირებულება შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
7.1.1.3 წინასწარ გადახდილი თანხის გათავისუფლება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად აღებული ავანსის პროცენტული ოდენობით, იმ პირობით, რომ თეთრ სიაში რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ჯერ გაიქვითება წინასწარ გადახდილი თანხის ის ნაწილი, რომელზედაც არ არის წარმოდგენილი საბანკო გარანტია;
7.1.1.4 წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვის შემდეგ ანგარიშსწორება იწარმოებს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის მიღებული სამუშაოს ღირებულებასა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხებს შორის სხვაობას;
7.1.1.5 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
7.1.1.6 მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხები გამოიყენოს მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, ფაქტიურად გაწეული საპროექტო მომსახურების ღირებულებისა და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება შემსყიდველის 2024-2025 წლების საკუთარი შემოსავლებიდან.
7.2.3 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გზით.
7.2.4 შესრულებული სამუშაოების ფორმა-2-ის ნიმუში (ვერსია) წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული დამკვეთთან.
7.2.5 მიმწოდებელი შემსყიდველს და საზედამხედველო ორგანიზაციას წერილობით თანადროულად წარუდგენს შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, ფორმა-2-ს, რომელიც წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დადასტურებული ან/და დაკორექტირებული და დამოწმებული უნდა იყოს საზედამხედველო ორგანიზაციის დირექტორის/წარმომადგენლის, ტექ. ზედამხედველის/მენეჯერის, მიმწოდებლის დირექტორის/წარმომადგენლის, შემსყიდველის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი პირის/პირების მიერ და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველთან.
7.2.6 საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ შემსყიდველთან წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა დაექსპერტებულ ფორმა-2-ს, თან უნდა ერთვოდეს ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლიც დაადასტურებს შესრულებული სამუშაოების ხარისხს ან მის შესაბამისობას საპროექტო მოთხოვნებთან: ფარული სამუშაოების აქტები; მასალების წარმოშობის სერტიფიკატები; ლაბორატორიული კვლევის დასკვნები, ფოტომასალები და სხვა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

რუსლან მამარდაშვილი, 598204502, rmamardashvili@nasp.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადების ერთეული და საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, დღგ-ს ჩათვლით;
2. პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენ დოკუმენტებზე (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა (GEO Signing CA) ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (GEO Eseal CA). აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
2.1 ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
2.2 გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით (GEO Signing CA) ან/და კვალიფიციური შტამპით (GEO Eseal CA).
3. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. არაქართულენოვანი დოკუმენტაცია არ განიხილება. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ (ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
4. სხვადასხვა ვალუტაში გამოსახული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
6. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
7. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება;
8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით
9. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვების ფორმების შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებით. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეადგენდეს წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ჯამს;
10. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru