Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #48111877)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 48111877
Дата публикации: 14-11-2023
Сумма контракта: 1 183 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022746
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 16:47
Начало приема предложения 10.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 1`183`000.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
„საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერების“ (გრანტი GEO-C-NCDC) პროგრამის ტუბრკულოზის კომპონენტის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების შესყიდვა.

Purchaser - LEPL "L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health
Financing - Funds for 2024
Bids accepted from - 10.12.2023 00:00
Deadline for bid submission - 15.12.2023 13:00
Estimated cost of purchase – 1`183`000.00 GEL
Bid must be submitted -Without V.A.T
Classifier (CPV) code and Classification Unit - 85100000 – Health services;
Supply Period – 01.01.2024 – 31.12.2024
Bid reduction step – 4`750.00 GEL
Guarantee amount – 11`830 GEL
Guarantee validity period - 160 days
Additional information – Health services – “Additional information – Community health services – "Strengthening of National HIV/AIDS and Tuberculosis Prevention, Treatment, Care and Support Systems in Georgia"(GEO-С-NCD,” of LEPL "L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health".
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 4`750.00 GEL
Размер гарантии 11`830 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 22.09.2023 14:50
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 14.11.2023 16:47
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536561&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სამედიცინო მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

„საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების შესყიდვა.

შესავალი
დღეისათვის, ტუბერკულოზი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გაანგარიშებით, მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით ყოველწლიურად ავადდება 10 მილიონამდე ადამიანი, ხოლო იღუპება 1.5 მილიონზე მეტი. ტუბერკულოზი მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა პირველ ათეულში შედის. ეს პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, სადაც რეზისტენტული ტუბერკულოზის ტვირთი კვლავაც მაღალია და 2021 წლის მონაცემებით წარსულში ნამკურნალები შემთხვევების 29%-ში და ახალი შემთხვევების 10%-ში ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა აღინიშნება.

ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2014 წლის 1 აპრილიდან აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებს ტუბერკულოზის და აივ ინფექცია/შიდსის პროგრამებს. 2023 წლის 1 იანვრიდან დაიწყო „საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერების“ პროგრამა.

აღნიშნული პროგრამის ტუბერკულოზის კომპონენტის მიზანია საქართველოში ტუბერკულოზის ტვირთის და ქვეყნის ერთიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე მისი გავლენის შემცირება, ტუბერკულოზის ყველა ფორმის დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელებას და სიკვდილის შემთხვევებს და მოახდენს წამალ-რეზისტენტობის შემდგომი განვითარების პრევენციას.

პროგრამა მიმართულია საქართველოს წინაშე არსებული ისეთი ძირითადი პრობლემების დაძლევისაკენ, როგორიცაა წამლისადმი რეზისტენტობა და მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესება, ტუბერკულოზის და, განსაკუთრებით, რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირების სრულყოფა და ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და შეფასების გაძლიერება როგორც სამოქალაქო, ასევე პენიტენციურ სისტემაში.

წინამდებარე ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს პოტენციური ორგანიზაციის მოძიებას, GEO-C-NCDC პროგრამის ფარგლებში მოდულის მიხედვით შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად:
განხორციელების მეთოდოლოგია
პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შემდეგი აქტივობები:
მოდული 1: მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი
ინტერვენცია 1.1: ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის მულტირეზისტენტული შემთხვევების გამოვლენა და დიაგნოსტიკა
- სუპრანაციონალური ლაბორატორიის მიერ ეროვნული რეფერენს ლაბორატორიის და ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ხარისხის გარე კონტროლის უზრუნველყოფა.
- კვარტალური მონიტორინგის ჩატარება შერჩეულ 10 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს CAD სისტემის საშუალებით ტუბერკულოზის სკრინინგი, ტრიაჟი და პაციენტთა რეფერალი (6 თბილისში და 4 რეგიონებში). მონიტორინგის პროცესში უნდა შეგროვდეს ინფორმაცია ჩატარებული CAD კვლევების რაოდენობის და ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების რეფერალის შესახებ; მოხდეს სამუშაო პროცესში პრობლემების და ხარვეზების იდენტიფიცირება, დოკუმენტური აღრიცხვა და მათ მოგვარებაში ხელშეწყობა. დაწესებულებების სია მიწოდებული იქნება შემსყიდველის მიერ.
ინტერვენცია 1.2: ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის მულტირეზისტენტული შემთხვევების მკურნალობა
- ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების დიაგნოსტიკა როგორც სამოქალაქო, ისე პენიტენციურ სექტორში.
- ტუბერკულოზის გამოვლენასთან, პრევენციასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან და მოვლასთან დაკავშირებული გაიდლაინების განახლება და/ან შემუშავება საჭიროების მიხედვით.
- ჯანდაცვის მუშაკებსა და სხვა რისკ ჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის სკრინინგის ჩატარება QuantiPHERON-TB Gold Plus ტესტის გამოყენებით (800 ტესტი წლის განმავლობაში).
- რისკ ჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობის ხელშეწყობა - პროგრამული მართვის კოორდინაცია და მკურნალობის კასკადის შესაბამისი მონაცემების შეგროვება ქვეყნის მასშტაბით.
- ტუბერკულოზის მართვის მონაცემთა ელექტრონული ბაზის, მკურნალობის ვიდეომხარდაჭერის აპლიკაციის (AdhereTB) და კონტაქტების კვლევის აპლიკაციის (TraceTB) მოხმარების სუპერვიზია და დახმარება, მათ შორის მონაცემთა შეტანის უზრუნველყოფა და ყოველთვიური ანგარიშგება.
- პენიტენციურ სისტემაში “შესვლის სკრინინგი” სპეციალური კითხვარის საშუალებით, რომელიც ჩაუტარდება პენიტენციურ სისტემაში ყოველ ახლად შემოსულ და, ასევე ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასულ პატიმარს. პენიტენციურ სისტემაში პაციენტების მართვის, და გათავისუფლების შემდეგ მკურნალობის გაგრძელების უზრუნველყოფა.
- ცენტრალური, რეგიონული ჯანდაცვის პირველადი რგოლის დონეზე და პენიტენციურ სისტემაში სუპერვიზიისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა. სუპერვიზიის კომპონენტი უნდა მოიცავდეს ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში როგორც უშუალოდ მკურნალობის, ისე მონაცემთა მართვის და გლობალური ფონდის პროექტის განხორციელების მონიტორინგს. ამ მიზნით ჩამოყალიბებული უნდა იქნას ტუბერკულოზის კლინიკური და ფარმაცევტული მონიტორინგის და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ჯგუფები. კლინიკური ნაწილის სუპერვიზია განხორციელდება წელიწადში ორჯერ თითოეულ რეგიონში, ხოლოდ ლაბორატორიული და ფარმაცევტული კომპონენტების სუპერვიზია განხორციელდება წელიწადში ერთხელ თითოეულ რეგიონში. რეგიონული სუპერვიზია განხორციელდება კვარტალურად. სუპერვიზიის დროს განახორციელდება სერვისების მიწოდების ხარისხის მონიტორინგი ეროვნული გაიდლაინით გათვალისწინებული სტანდარტების და პროგრამის შესრულების ჩარჩოს მიხედვით, კერძოდ:
o სუპერვიზიის ფარგლებში უნდა შემოწმდეს პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების სისწორე ეროვნულ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან მიმართებაში, პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების (ავადმყოფობის ისტორიების) მიხედვით;
o ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის, ხარისხის გარე კონტროლის სქემით გათვალისწინებული ტესტირება, აგრეთვე ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (სოპ) შესრულების მონიტორინგი;
o დოკუმენტების წარმოების სისწორის შეფასება, მათ შორის, მკურნალობის მიმდინარეობის ჩანაწერების და პროექტის ანგარიშგების დოკუმენტების როგორიცაა, მედიკამენტის გაცემის, ლაბორატორიული, სარეგისტრაციო ჟურნალები, მკურნალობის ყოველდღიური მონიტორინგის ბარათები და სხვა. ასევე, რეგიონული სერვისის მიმწოდებლების ჩართულობა მონაცემთა მართვის პროცედურებში.
o ტუბერკულოზის მართვის მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფუნქციონირება, მონაცემთა დროული შეტანა, შეტანილი ინფორმაციის სიზუსტე და თანხვედრა წყარო დოკუმენტებთან.
- რეგიონული კოორდინატორების კვარტალური შეხვედრების უზრუნველყოფა
- წამლის გლობალური სააგენტოს მეშვეობით შესასყიდი მედიკამენტების რაოდენობის განსაზღვრა. პროექტის ფარგლებში მოწოდებული სამედიცინო და სხვა პროდუქტების შენახვასთან, ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთის ჩათვლით) გაცემასთან და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული აქტივობები;
- მედიკამენტების, სამედიცინო აპარატურის დაზღვევა და ავტომობილების დაზღვევა/ტექმომსახურება, სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.
- ქვეყნის მასშტაბით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ამბულატორიული მკურნალობის დროს მედიკამენტების მისაღებად და ასევე, კონტაქტების სკრინინგის მიზნით სამედიცინო დაწესებულებამდე მისასვლელად ტრანპორტირებისათვის საჭირო თანხების უზრუნველყოფა.
- ტუბერკულოზის მართვის ღონისძიებებში ჩართული პირველადი ჯანდაცვის მედდების შრომის ანაზღაურება, უქმე დღეებში და საღამოს საათებში DOT-ის განხორციელების მხარდასაჭერად (24 მედდა/თვე წლის განმავლობაში).
- ქვეყნის მასშტაბით მკურნალობის შესაბამისობის მონიტორინგისა და სხვა საჭირო ინფორმაციის, მონაცემებისა და ფორმების შეგროვება, დოკუმენტირება/ინტეგრირება და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის მოწოდება. აღნიშნული მონაცემების ანალიზი და დაზუსტების პროცესში მონაწილეობა, შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
- სამედიცინო პერსონალის და მენეჯერების უნარ-ჩვევების გაძლიერება და კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის გზით (120 პირის 4 დღიანი ტრენინგის განხორციელება);
- სამედიცინო პერსონალის და მენეჯერების უნარ-ჩვევების გაძლიერება და კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და კონფერენციებში მონაწილეობის გზით;
- ფარმაკოზედამხედველობის დანერგვის ხარისხის გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით, ხარისხის კვარტალური მონიტორინგი.
- ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში მოკლევადიანი გადამზადების პროგრამისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევა იმ რაიონებიდან, სადაც არ არის ფთიზიატრ-პულმონოლოგი და შერჩეული კანდიდატებისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული პროგრამით გადამზადების პროცესის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მათ თბილისში დაბინავებას, დღიურ ნორმას და სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის უზრუნველყოფას 2024 წლის განმავლობაში.
- ამბულატორიულ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ვიდეომხარდაჭერით მკურნალობის უზრუნველყოფა რეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისათვის და ტუბერკულოზის პრევენციულ მკურნალობაზე ჩართული პირებისთვის (თვეში საშუალოდ 450 პაციენტის მოცვა).
- ტუბერკულოზის რეგიონული მართვის გაუმჯობესება ტელემედიცინის გამოყენებით (TB-ECHO პროექტი) კლინიკური კონსულტაციები და ტექნიკური მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონული სამედიცინო პერსონალის მხარდამჭერი სუპერვიზია.
- პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისათვის. ეს მოიცავს დამყოლობის კონსულტანტების მიერ პაციენტების და მათი ოჯახის წევრების კონსულტირებას და განსწავლას მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში ბნეფიციართა ცნობიერების ამაღლების და მკურნალობაზე დამყოლობის უზრუნველყოფის მიზნით.
- ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში ქვეყნის მასშტაბით აივ ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი ტესტირების უზრუნველყოფა.
- რეზისტენტული ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ერთობლივი მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინაციით მიმდინარე რეგიონული ოპერაციული კვლევის ფარგლებში.

მოდული 2. ჯანდაცვის მდგრადი სისტემები: ჯანდაცვის ადამიანური რესურსები

ინტერვენცია 2.1: პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის ტრენინგი
- FAST სტრატეგიაში ჩართული დაწესებულებების პერსონალის (ექიმების, ექთნებისა და მენეჯერი/ადმინისტრატორების) ტრენინგი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სწრაფი დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდის, FAST-ის პროტოკოლის მიხედვით პაციენტთა აქტიურ გამოვლენის, პაციენტთა დროულ რეფერალურ სისტემების, ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების მართვის თაობაზე.

შენიშვნა: პროგრამის მხარდაჭერა/ადმინისტრირების ხარჯის დაგეგვმისას შესაძლებელია შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი, საკანცელარიო ხარჯები, პროექტში ჩართული ავტომანქანების/აქტივების მოვლა-შენახვა და დაზღვევა, ლოჯისტიკის ხარჯები, საბანკო მომსახურება, საკომუნიკაციო ხარჯები.

იხილეთ ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება 1.2. პუნქტში მითითებული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების განხორციელების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (დაწყებული 2021 წლის იანვრიდან დღემდე) როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეებზე;
2. ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო და/ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გამოცდილება; შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევის სამედიცინო ლიცენზია/ნებართვა (მათ შორის კლინიკური/ლაბორატორია);
3. მტკიცებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე მიდგომების (გაიდლაინები და პროტოკოლები) დანერგვის გამოცდილება;
4.პროექტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების, ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის, დასაწყობების, საწყობის მართვის და ლოგისტიკის გამოცდილება. მომწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს დონორის მიერ გათვალისინებული პირობების შესაბამისად: Guide to Global Fund Policies on Procurement and Supply Management of Health Products, 2021.
5. ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურების მიწოდების სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება (დაწყებული 2021 წლის იანვრიდან დღემდე) და კვლევისთვის საჭირო ლაბორატორიული ანალიზის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის გამართული სისტემა.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს ( პროექტის კონსულტანტი, პროექტის ფინანსური მენეჯერი, პროექტის კოორდინატორი, კლინიკურ და ტუბერკულოზი/შიდსი კოინფექციის საკითხებში კონსულტანტი, ECHO-ს პროექტის მხარდაჭერა საქართველოს მასშტაბით - კლინიკური ხელმძღვანელი,ლაბორატორიული კონსულტანტი, თბილისის კოორდინატორი,რეგიონული კოორდინატორები, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი,პროგრამის მართვა-კოორდინაციის პასუხისმგებელი პირი, ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის კოორდინატორი, მედიკამენტების მენეჯერი, ციხის კოორდინატორი) უნდა ჰქონდეს ტუბერკულოზის პროგრამული მართვის არანაკლებ 3 წლიანი (დაწყებული 2021 წლის იანვრიდან დღემდე) გამოცდილება;

2.პროექტის ფაგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილე პერსონალს უნდა გააჩნდეს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა;

3. პროეტის განმახორციელებელი გუნდის კომპოზიცია და ფუნქციები;

ზემოაღნიშულ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ასევე ბოოგრაფიული რეზიუმე (CV).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამედიცინო მომსახურების გაწევის სამედიცინო ლიცენზია/ნებართვა (მათ შორის კლინიკური/ლაბორატორიული); სამედიცინო პერსონალის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა;

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1-ის შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.4.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად.

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4-ის (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად) შევსებული ფორმა.
ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით (ბენზინი/დიზელი) არაუმეტეს 33600 ლიტრის მოცულობით წლის განმავლობაში. რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N9 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.5 for a partnership

1. ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ;
2. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან).

იმ შემთხვევაში თუ პრ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru