Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48111871)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gori Municipality Transport Agency
Номер конкурса: 48111871
Дата публикации: 14-11-2023
Сумма контракта: 431 220


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022750
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 17:02
Начало приема предложения 03.01.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 08.01.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 431`220.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112300 - Автомойка и аналогичные услуги
Срок подачи მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2024 წლის 01 იანვარი) - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ავტომანქანების რეცხვის მომსახურება (ქ. გორში)


Количество и объём закупок მოცემული სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 1`725.00 GEL
Размер гарантии 4`312 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopo chilashvili :: 01.11.2023 13:26
  • Последнее исправление: sopo chilashvili :: 14.11.2023 17:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541375&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული 36 ცალი ავტობუსის და 7 ცალი მსუბუქი ავტომანქანის რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტია გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტობუსების და მსუბუქი ავტომობილების რეცხვის მომსახურება, რომელიც უნდა განხორციელდეს შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:

1.2.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალაიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე რიცხული 36 ცალი ავტობუსის რეცხვის მომსახურება, ყოველდღიურად, უქმეების ჩათვლით. ავტობუსები გაირეცხება სააგენტოს კუთვნილ ბოქსებში, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სამუშაო საათები დასრულების დრო: 21 საათი, ბოქსები მდებარეობს ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე. მის: გორი, სოფ.ორთაშენი, შინდისის გმირების 2 კმ,მაგრამ ამავდროულად შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ გარეცხოს მთლიანი ავტოპარკის 20 % ყოველდღიურად.

1.2.3 მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს გორის მუნიციპალაიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ბალანსზე არსებული 7 ცალი ავტომანქანის ძარის და სალონისა გარეცხვა/გასუფთავებაც, ჩვენ კუთვნილ ბოქსებში, ავტობუსების რეცხვის დაწყებამდე, შემსყიდველთან შეთანხმებული გრაფიკით, თუ მომწოდებელი გარეცხავს მანქანს თავის კუთვნილ ან სერგებლობაში არსებულ ბოქსში მაშინ რეცხვა უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნისთავენე რიგგარეშდ. რეცხვის ინტენსიობა: თვეში არანაკლებ 4 ჯერ უნდა გაირეცხოს თითოეული მანქანა, ჯამში წლის განმავლობაში 7-ვე მანქანა უნდა გაირეცხოს არანაკლებ 336 ჯერ.

1.2.6 მიმწოდებელმა უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი, მომწოდებელი დგება დროებით აბონენტად, რათა მოხდეს მის მიერ გახარჯული რესურსების მონიტორინგი და ვალდებულების გადახდა შესაბამის კომპანიებთან.

1.2.7 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტობუსის ძარის და სალონისა გარეცხვა/გასუფთავება და სალონის დეზინფექცია, ყველა პოზიცია ყოველდღიურად. რეცხვისას გამოყენებული უნდა იყოს მაღალი წნევის რეცხვის დანადგარი, შიდა სალონი უნდა დასუფთავდეს მტვერსასრუტით, შემდეგ სალონი უნდა დამუშავდეს სველი წესით და ჩაუტარდეს დეზინფექცია, სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც არ დააზიანებს შიდა სალონს და წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.2.8 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
1.2.9 მიმწოდებელმა 36 ავტობუსს და 7 მანქანას წელიწადში 2 ჯერ უნდა ჩაუტაროს ქიმწმენდა სალონის.

შენიშვნა:
მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაცია.

სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს ნარჩენების გატანის ხარჯებიც. სააგენტოს ტერიტორიიდან გატალინი ნარჩენების დაკარგვა და გაფანტვა ტრანსპორტირების დროს დაუშვებელია; ნარჩენების გადასატანად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს რეგულაციებთან. სახიფათო ნარჩენების დამუშავებისთვის მომწოდებელი საკუთარი ხარჯებით გააფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამისი ნარჩენების დამუშავების ლიცენზიის მქონე კერძო თუ საჯარო იურიდიულ პირთან, ნარჩენების გადაცემა ამ ორგანიზაციებისთვის მოხდება საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მითითებების თანახმად, შემსყიდველს კი მომწოდებელი წარუდგენს დამადასტურებელ ხელშეკრულების ასლს აღნიშნულის თაობაზე ერთი თვის განმავლობაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2024 წლის 01 იანვარი) - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს გორში, სოფელ ორთაშენში, ზუსტი მისამართი: შინდისის გმირების 2 კმ, ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე განთავსებულ ბოქსებში, მიმწოდებლის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ტექნიკის გამოყენებით.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1 პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნები, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლე 6 ცალი მაღალი წნევით რეცხვის აპარატი, დანადგარი უნდა მუშაობდეს არანაკლებ სამფაზიან ძრავზე, წყლის გამტარუნარიანობა არანაკლებ 900 ლ/სთ.
2.3.2 პრეტენდენტს ასევე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 ცალი მტვერსასრუტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება შიდა სალონის დასუთავება
2.3.3 მომსახურების გამწევი ადამიანების რაოდენობა არ უნდა იყოს 8 ადამიანზე ნაკლები. პრეტენდენტის სერვისცენტრი დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ავტობუსის დაზიანება.
2.3.4 პრეტენდენტს უნდა შეეძლოს დადგენილ დროში დღეში ერთდროულად არანაკლებ 28 ავტოსატრანსპორტო საშუალების/ავტობუსის რეცხვის მომსახურების გაწევა და ასევე არანაკლებ 3 მსუბუქი ავტომობილის გარცხვა.

2.9 other additional requirements

1. გასაწევი მომსახურების ფასი უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან (მათ შორის მომსახურების გაწევისთვის საჭირო მასალების გათვალისწინებით) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების ღირებულებები მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო პირობების 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დანართ N1–ში, ამავე დანართით გათვალისწინებული რაოდენობებისა და მოცულობების შესაბამისად (დანართი N1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

4. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად, შეამციროს საერთო ღირებულებაც.

5. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

6. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

7. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი);

8. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა.ასევე, შესაძლოა დადასტურდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ დადებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით,წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

(1) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არ არსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არ არსებობის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.5 for a partnership

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.6 for a non-resident

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1), (2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.7 for a representation/branch

პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს:

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, რომელიც იყენებს საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათავო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3), (4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათავო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათავო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.


შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედ დასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

დანართი იხილეთ 2.9 პუნქტში მიმაგრებულ ფაილებში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით;

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- ანაზღაურება მიმწოდებელთან განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების (რაოდენობის) მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა რჩება შემსყიდველთან და იგი არ წარმოშობს რაიმე დამატებით ვალდებულებებს მხარეებს შორის.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფო ჭილაშვილი, 577955705, s.chilashwili@yahoo.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილი იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.


პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
ფასების ცხრილი.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru