ტექნიკური დავალება
„საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის,
მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში სამედიცინო მომსახურების
შესყიდვა.
შესავალი
დღეისათვის, ტუბერკულოზი წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
გლობალურ პრობლემას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)
გაანგარიშებით, მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით ყოველწლიურად
ავადდება 10 მილიონამდე ადამიანი, ხოლო იღუპება 1.5 მილიონზე მეტი.
ტუბერკულოზი მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა პირველ ათეულში
შედის. ეს პრობლემა აქტუალურია საქართველოშიც, სადაც რეზისტენტული
ტუბერკულოზის ტვირთი კვლავაც მაღალია და 2021 წლის მონაცემებით წარსულში
ნამკურნალები შემთხვევების 29%-ში და ახალი შემთხვევების 10%-ში
ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმა აღინიშნება.
ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2014 წლის 1 აპრილიდან აივ
ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის
გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული ხელშეკრულების
ფარგლებში ახორციელებს ტუბერკულოზის და აივ ინფექცია/შიდსის
პროგრამებს. 2023 წლის 1 იანვრიდან დაიწყო „საქართველოში აივ
ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და
მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერების“ პროგრამა.
აღნიშნული პროგრამის ტუბერკულოზის კომპონენტის მიზანია საქართველოში
ტუბერკულოზის ტვირთის და ქვეყნის ერთიან სოციალურ და ეკონომიკურ
განვითარებაზე მისი გავლენის შემცირება, ტუბერკულოზის ყველა ფორმის
დროულ და ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, რაც შეამცირებს დაავადების
გავრცელებას და სიკვდილის შემთხვევებს და მოახდენს
წამალ-რეზისტენტობის შემდგომი განვითარების პრევენციას.
პროგრამა მიმართულია საქართველოს წინაშე არსებული ისეთი ძირითადი
პრობლემების დაძლევისაკენ, როგორიცაა წამლისადმი რეზისტენტობა და
მკურნალობაზე პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესება, ტუბერკულოზის და,
განსაკუთრებით, რეზისტენტული ტუბერკულოზის დიაგნოსტირების სრულყოფა
და ეროვნული პროგრამის მართვის, კოორდინაციის, მონიტორინგის და
შეფასების გაძლიერება როგორც სამოქალაქო, ასევე პენიტენციურ
სისტემაში.
წინამდებარე ტექნიკური დავალება მიზნად ისახავს პოტენციური
ორგანიზაციის მოძიებას, GEO-C-NCDC პროგრამის ფარგლებში მოდულის მიხედვით
შემდეგი ღონისძიებების გასატარებლად:
განხორციელების მეთოდოლოგია
პოტენციურმა მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს შემდეგი აქტივობები:
მოდული 1: მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი
ინტერვენცია 1.1: ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის
მულტირეზისტენტული შემთხვევების გამოვლენა და დიაგნოსტიკა
- სუპრანაციონალური ლაბორატორიის მიერ ეროვნული რეფერენს
ლაბორატორიის და ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ხარისხის
გარე კონტროლის უზრუნველყოფა.
- კვარტალური მონიტორინგის ჩატარება შერჩეულ 10 სამედიცინო
დაწესებულებაში, სადაც მიმდინარეობს CAD სისტემის საშუალებით
ტუბერკულოზის სკრინინგი, ტრიაჟი და პაციენტთა რეფერალი (6 თბილისში და 4
რეგიონებში). მონიტორინგის პროცესში უნდა შეგროვდეს ინფორმაცია
ჩატარებული CAD კვლევების რაოდენობის და ტუბერკულოზის სავარაუდო
შემთხვევების რეფერალის შესახებ; მოხდეს სამუშაო პროცესში
პრობლემების და ხარვეზების იდენტიფიცირება, დოკუმენტური აღრიცხვა და
მათ მოგვარებაში ხელშეწყობა. დაწესებულებების სია მიწოდებული იქნება
შემსყიდველის მიერ.
ინტერვენცია 1.2: ტუბერკულოზის ყველა ფორმის, მათ შორის
მულტირეზისტენტული შემთხვევების მკურნალობა
- ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების დიაგნოსტიკა როგორც
სამოქალაქო, ისე პენიტენციურ სექტორში.
- ტუბერკულოზის გამოვლენასთან, პრევენციასთან, დიაგნოსტიკასთან,
მკურნალობასთან და მოვლასთან დაკავშირებული გაიდლაინების განახლება
და/ან შემუშავება საჭიროების მიხედვით.
- ჯანდაცვის მუშაკებსა და სხვა რისკ ჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზური
ინფექციის სკრინინგის ჩატარება QuantiPHERON-TB Gold Plus ტესტის გამოყენებით (800 ტესტი
წლის განმავლობაში).
- რისკ ჯგუფებში ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის მკურნალობის
ხელშეწყობა - პროგრამული მართვის კოორდინაცია და მკურნალობის კასკადის
შესაბამისი მონაცემების შეგროვება ქვეყნის მასშტაბით.
- ტუბერკულოზის მართვის მონაცემთა ელექტრონული ბაზის, მკურნალობის
ვიდეომხარდაჭერის აპლიკაციის (AdhereTB) და კონტაქტების კვლევის აპლიკაციის
(TraceTB) მოხმარების სუპერვიზია და დახმარება, მათ შორის მონაცემთა შეტანის
უზრუნველყოფა და ყოველთვიური ანგარიშგება.
- პენიტენციურ სისტემაში “შესვლის სკრინინგი” სპეციალური კითხვარის
საშუალებით, რომელიც ჩაუტარდება პენიტენციურ სისტემაში ყოველ ახლად
შემოსულ და, ასევე ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასულ პატიმარს.
პენიტენციურ სისტემაში პაციენტების მართვის, და გათავისუფლების
შემდეგ მკურნალობის გაგრძელების უზრუნველყოფა.
- ცენტრალური, რეგიონული ჯანდაცვის პირველადი რგოლის დონეზე და
პენიტენციურ სისტემაში სუპერვიზიისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა.
სუპერვიზიის კომპონენტი უნდა მოიცავდეს ტუბერკულოზის ეროვნული
პროგრამის ფარგლებში როგორც უშუალოდ მკურნალობის, ისე მონაცემთა
მართვის და გლობალური ფონდის პროექტის განხორციელების მონიტორინგს. ამ
მიზნით ჩამოყალიბებული უნდა იქნას ტუბერკულოზის კლინიკური და
ფარმაცევტული მონიტორინგის და ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის
ჯგუფები. კლინიკური ნაწილის სუპერვიზია განხორციელდება წელიწადში
ორჯერ თითოეულ რეგიონში, ხოლოდ ლაბორატორიული და ფარმაცევტული
კომპონენტების სუპერვიზია განხორციელდება წელიწადში ერთხელ თითოეულ
რეგიონში. რეგიონული სუპერვიზია განხორციელდება კვარტალურად.
სუპერვიზიის დროს განახორციელდება სერვისების მიწოდების ხარისხის
მონიტორინგი ეროვნული გაიდლაინით გათვალისწინებული სტანდარტების და
პროგრამის შესრულების ჩარჩოს მიხედვით, კერძოდ:
o სუპერვიზიის ფარგლებში უნდა შემოწმდეს პაციენტებისთვის გაწეული
მომსახურების სისწორე ეროვნულ გაიდლაინებთან და პროტოკოლებთან
მიმართებაში, პაციენტების სამედიცინო ჩანაწერების (ავადმყოფობის
ისტორიების) მიხედვით;
o ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის, ხარისხის
გარე კონტროლის სქემით გათვალისწინებული ტესტირება, აგრეთვე ხარისხის
შიდა კონტროლის ღონისძიებები, მათ შორის, სტანდარტული ოპერაციული
პროცედურების (სოპ) შესრულების მონიტორინგი;
o დოკუმენტების წარმოების სისწორის შეფასება, მათ შორის, მკურნალობის
მიმდინარეობის ჩანაწერების და პროექტის ანგარიშგების დოკუმენტების
როგორიცაა, მედიკამენტის გაცემის, ლაბორატორიული, სარეგისტრაციო
ჟურნალები, მკურნალობის ყოველდღიური მონიტორინგის ბარათები და სხვა.
ასევე, რეგიონული სერვისის მიმწოდებლების ჩართულობა მონაცემთა
მართვის პროცედურებში.
o ტუბერკულოზის მართვის მონაცემთა ელექტრონული ბაზის ფუნქციონირება,
მონაცემთა დროული შეტანა, შეტანილი ინფორმაციის სიზუსტე და თანხვედრა
წყარო დოკუმენტებთან.
- რეგიონული კოორდინატორების კვარტალური შეხვედრების უზრუნველყოფა
- წამლის გლობალური სააგენტოს მეშვეობით შესასყიდი მედიკამენტების
რაოდენობის განსაზღვრა. პროექტის ფარგლებში მოწოდებული სამედიცინო და
სხვა პროდუქტების შენახვასთან, ქვეყნის მასშტაბით (აფხაზეთის ჩათვლით)
გაცემასთან და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული აქტივობები;
- მედიკამენტების, სამედიცინო აპარატურის დაზღვევა და ავტომობილების
დაზღვევა/ტექმომსახურება, სხვა ადმინისტრაციული ხარჯები.
- ქვეყნის მასშტაბით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული
პაციენტების ამბულატორიული მკურნალობის დროს მედიკამენტების
მისაღებად და ასევე, კონტაქტების სკრინინგის მიზნით სამედიცინო
დაწესებულებამდე მისასვლელად ტრანპორტირებისათვის საჭირო თანხების
უზრუნველყოფა.
- ტუბერკულოზის მართვის ღონისძიებებში ჩართული პირველადი ჯანდაცვის
მედდების შრომის ანაზღაურება, უქმე დღეებში და საღამოს საათებში DOT-ის
განხორციელების მხარდასაჭერად (24 მედდა/თვე წლის განმავლობაში).
- ქვეყნის მასშტაბით მკურნალობის შესაბამისობის მონიტორინგისა და სხვა
საჭირო ინფორმაციის, მონაცემებისა და ფორმების შეგროვება,
დოკუმენტირება/ინტეგრირება და დაავადებათა კონტროლის და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის მოწოდება.
აღნიშნული მონაცემების ანალიზი და დაზუსტების პროცესში მონაწილეობა,
შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
- სამედიცინო პერსონალის და მენეჯერების უნარ-ჩვევების გაძლიერება და
კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივ სასწავლო პროგრამებში
მონაწილეობის გზით (120 პირის 4 დღიანი ტრენინგის განხორციელება);
- სამედიცინო პერსონალის და მენეჯერების უნარ-ჩვევების გაძლიერება და
კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და
კონფერენციებში მონაწილეობის გზით;
- ფარმაკოზედამხედველობის დანერგვის ხარისხის გაუმჯობესება ქვეყნის
მასშტაბით, ხარისხის კვარტალური მონიტორინგი.
- ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში მოკლევადიანი გადამზადების
პროგრამისთვის შესაფერისი კანდიდატის შერჩევა იმ რაიონებიდან, სადაც
არ არის ფთიზიატრ-პულმონოლოგი და შერჩეული კანდიდატებისთვის
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებული
პროგრამით გადამზადების პროცესის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მათ
თბილისში დაბინავებას, დღიურ ნორმას და სასწავლო პროგრამაში
მონაწილეობის უზრუნველყოფას 2024 წლის განმავლობაში.
- ამბულატორიულ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ვიდეომხარდაჭერით
მკურნალობის უზრუნველყოფა რეზისტენტული და სენსიტიური ტუბერკულოზის
მქონე პაციენტებისათვის და ტუბერკულოზის პრევენციულ მკურნალობაზე
ჩართული პირებისთვის (თვეში საშუალოდ 450 პაციენტის მოცვა).
- ტუბერკულოზის რეგიონული მართვის გაუმჯობესება ტელემედიცინის
გამოყენებით (TB-ECHO პროექტი) კლინიკური კონსულტაციები და ტექნიკური
მხარდაჭერა, მათ შორის რეგიონული სამედიცინო პერსონალის მხარდამჭერი
სუპერვიზია.
- პაციენტების დამყოლობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ამბულატორიულ
მკურნალობაზე მყოფი პაციენტებისათვის. ეს მოიცავს დამყოლობის
კონსულტანტების მიერ პაციენტების და მათი ოჯახის წევრების
კონსულტირებას და განსწავლას მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის
პროცესში ბნეფიციართა ცნობიერების ამაღლების და მკურნალობაზე
დამყოლობის უზრუნველყოფის მიზნით.
- ტუბერკულოზით დაავადებულ პირებში ქვეყნის მასშტაბით აივ
ინფექცია/შიდსზე ნებაყოფლობითი ტესტირების უზრუნველყოფა.
- რეზისტენტული ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის ერთობლივი მკურნალობის
დანერგვის ხელშეწყობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის
კოორდინაციით მიმდინარე რეგიონული ოპერაციული კვლევის ფარგლებში.
მოდული 2. ჯანდაცვის მდგრადი სისტემები: ჯანდაცვის ადამიანური
რესურსები
ინტერვენცია 2.1: პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის
ტრენინგი
- FAST სტრატეგიაში ჩართული დაწესებულებების პერსონალის (ექიმების,
ექთნებისა და მენეჯერი/ადმინისტრატორების) ტრენინგი, რომელიც მოიცავს
ინფორმაციას სწრაფი დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდის, FAST-ის
პროტოკოლის მიხედვით პაციენტთა აქტიურ გამოვლენის, პაციენტთა დროულ
რეფერალურ სისტემების, ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევების მართვის
თაობაზე.
შენიშვნა: პროგრამის მხარდაჭერა/ადმინისტრირების ხარჯის დაგეგვმისას
შესაძლებელია შემდეგი ხარჯების გათვალისწინება: პროექტის
ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი, საკანცელარიო ხარჯები, პროექტში
ჩართული ავტომანქანების/აქტივების მოვლა-შენახვა და დაზღვევა,
ლოჯისტიკის ხარჯები, საბანკო მომსახურება, საკომუნიკაციო ხარჯები.
იხილეთ ტექნიკური დავალება