Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #47987137)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khashuri Municipality
Номер конкурса: 47987137
Дата публикации: 10-11-2023
Сумма контракта: 240 100


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022575
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2023 17:25
Начало приема предложения 19.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 22.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 240`100.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34144000 - Автомобили специального назначения
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალების (ამწე-კალათა) შესყიდვა
Количество и объём закупок -
Шаг снижения цены 2`800.00 GEL
Размер гарантии 2`401 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nunu gotsiridze :: 10.11.2023 14:29
  • Последнее исправление: nunu gotsiridze :: 10.11.2023 17:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542820&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალების (ამწე -კალათა) შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.1 მიუთითეთ საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა

1.2.1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს დანართი N1-ში მოცემულ ტექნიკურ პირობებს;

1.2.2. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს ავტომანქანის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს (მათ შორის განბაჟების, ტრანსპორტირების, სახელმწიფო რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების და შემსყიდველზე გადაფორმების) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯი, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, ახალი, ქარხნული, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ხარისხიანი საქონელი;

1.2.4. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება;

1.2.5. შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში;

1.2.6. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი (მწარმოებლის წერილი ან/და სადილერო კონტრაქტი) ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

1.2.7. პრეტენდენტი ვალდებულია (ინფორმაციის სახით) წარმოადგინოს ფლობის ღირებულება. ფლობის ღირებულება უნდა იყოს წარმოდგენილი დღგ-ის გათვალისწინებით.

1.2.8. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

1.2.9. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა შესაძლებელია მხოლოდ PDF ფორმატის დოკუმენტებზე.

1.2.10. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
1. ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
2. გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი;
2. შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საქონლის ინსპექტირება და მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში უარი თქვას მის მიღებაზე.
3. მიმწოდებელმა თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ტექნიკის ჩამოყვანა აღნიშნულ მისამართზე: ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. N2

1.7.1 requirement related to guarantee period

1. სწორი ექსპლუატაციის პირობებში მიწოდებულ საქონელზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საქონლის მიწოდების შესახებ შედგენილი დოკუმენტის (მიღება-ჩაბარების აქტის) გაფორმების თარიღიდან არანაკლებ 1 წელს სრულ ამწე კალათზე, არანაკლებ 3 წელს ან 150 000 კილომეტრს (რომელიც უფრო ადრე დადგება) ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდები, გადაცემათა კოლოფი). გარანტია არ ვრცელდება სწრაფ ცვეთად ნაწილებზე (ფილტრები, ხუნდები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, ელექტრო მცველები და სხვა მსგავსი ნაწილები)

2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ან მობილური სერვის ჯგუფის საშუალებით, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.

3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს (ინფორმაციის სახით) გეგმიური ფასიანი მომსახურების განფასებული (დღგ-ის გათვალისწინებით) ცხრილი თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს წარმოდგენილი ცხრილის შესაბამისად, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

5. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. პრეტენდენტი ვალდებულია შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის შესახებ ინფორმაცია მიუთითოს დანართი №2-ის ცხრილი №1-ში, შესაბამის გრაფაში;
2. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანაზე მოძრავი პლატფორმის მონტაჟს ახორციელებს არა უშუალოდ ავტომანქანის მწარმოებელი ქარხანა, არამედ სხვა კომპანია, პრეტენდენტი ვალდებულია ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის შესახებ მონაცემებთან ერთად შესაბამის გრაფაში დამატებით მიუთითოს ინფორმაცია მოძრავი პლატფორმის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის შესახებაც;
3. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებლის და მოდელის დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული უნდა დასტურდებოდეს მწარმოებლის ოფიციალური წერილით, რომელიც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. თუკი სატრანსპორტო საშუალების მოძრავი პლატფორმა ავტომანქანაზე დამონტაჟებულია არა უშუალოდ ავტომანქანის მწარმოებლის, არამედ სხვა კომპანიის მიერ, პრეტენდენტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ სერვის-ცენტრს ასევე დამატებით უნდა გააჩნდეს მოძრავი პლატფორმის მწარმოებლის ავტორიზაციაც.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი (მწარმოებლის წერილი ან/და სადილერო კონტრაქტი) ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.9 other additional requirements

1. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. (მოითხოვება ფასების ცხრილის სრულად შევსება).
2. სატენდერო წინადადების ფასი უნდა შეიცავდეს ავტომანქანის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯს (მათ შორის განბაჟების, ტრანსპორტირების, სახელმწიფო რეგისტრაციის, სანომრე ნიშნების და შემსყიდველზე გადაფორმების) და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯი, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
3. ყველგან თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“;
4. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის და გადასახადის გათვალისწინებით, დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) ჩათვლით;
5. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. დანართი #1 (ტექნიკური მახასიათებლები)
2. დანართი #2 (ფასების ცხრილი)
3. დეტალური საგარანტიო პირობები
4. ინფორმაციის ფლობის ღირებულების შესახებ
5. ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად (მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი (მწარმოებლის წერილი ან/და სადილერო კონტრაქტი) ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით)
6. ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის და მობილური სერვის ჯგუფის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 და 2.3.1 პუნქტის შესაბამისად

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება; ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2. წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1), (2), (3) და (4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები საქართველოს და სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უწყებებიდან. უცხო ქვეყნიდან წარმოდგენილი დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-მდე ოდენობით.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები (განახლებული ინფორმაცია საგადასახადო გირავნობისა ან/და ყადაღის თაობაზე), რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სპეც-ტექნიკის მოწოდების ვადას;
4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია თეთრ სიაში (შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი), მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) გაცემულ ავანსის ნახევარი ოდენობის საბანკო გარანტიას, რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სპეც-ტექნიკის მოწოდების ვადას;
5. ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე მოთხოვნისთანავე მიიღოს ავანსის იდენტური ოდენობის შესაბამისი თანხა ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტურად დადასტურების ვალდებულების გარეშე
6. მიმწოდებელი ვალდებულია ავანსი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7. ავანსის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ.
8. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ეროვნულ ვალუტაში.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდების, სასაქონლო ზედნადების/ანგარიშფაქტურის/საგადასახადო დოკუმენტის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
3. მიმწოდებელმა საქონლის მოწოდების პარალელურად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა შესყიდვის ობიექტის მონაცემების ხელშეკრულებაში ასახულ მონაცემებთან შესაბამისობაზე.
4. ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია კანთელაშვილი, 599112976, khashuri.sheskidvebi@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი კითხვა-პასუხის მოდულის მეშვეობით ანდა შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის აპარატში

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად;
10.1.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru