Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #47727948)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Investigation Service
Номер конкурса: 47727948
Дата публикации: 02-11-2023
Сумма контракта: 17 849 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021979
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.11.2023 23:31
Начало приема предложения 29.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 17`849`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45210000 - Строительство зданий и сооружений
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

დაფინანსების წყარო - 2023-2024-2025 წ.წ. ბიუჯეტის სახსრებით.
2023 წელი - 4 934 000 ლარი;
2024 წელი - 5 200 000 ლარი;
2025 წელი - 7 715 000 ლარი.

Tender type: Electronic Tender (NAT)
Procuring entities: Special Investigation Service
Procurement announcment date: 02.11.2023, 23:32;
Bids accepted from: 29.11.2023; 00:00;
Deadline for bid submission: 04.12.2023, 12:00;
Estimated value of procurement: 17`849`000.00 GEL
Bid should be submitted: Including VAT
CPV codes: 45210000 – Building construction work.

Additional information about the subject of procurement: State procurement of administrative building construction works.

Amount or Volume of Procurements: See attached tender documentation
Supply Period: See attached tender documentation
Bid reduction step: 75`000.00 GEL
Guarantee amount: 178`490 GEL
Guarantee validity period: 160 Day

Source of funding: From the 2023, 2024 and 2025 of state budget.
2023 – 4 934 000 GEL;
2024 – 5 200 000 GEL;
2025 – 7 715 000 GEL.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 75`000.00 GEL
Размер гарантии 178`490 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: badri sajaia :: 29.09.2023 13:04
  • Последнее исправление: badri sajaia :: 02.11.2023 23:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=537388&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთულ უნდა იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან ისეთი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.3. შესრულებული სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული პირი/ორგანიზაცია, რომლის მომსახურების ანაზღაურებასაც განახორციელებს შემსყიდველი.
1.2.4 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა № 2) და მისი თანმხლები დოკუმენტაცია (ფარული სამუშაოების აქტები, მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და ა.შ.) წარუდგინოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკური ზედამხედველობის განმახროციელებელ პირს/ორგანიზაციას, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში - შემსყიდველ ორგანიზაციას.
1.2.5 ანგარიშსწორება განხორციელდება ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის/ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად და დასრულების შემდეგ ნარჩენების გატანა და ტერიტორიის დასუფთავება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
1.2.7 საპროექტო დოკუმენტაცია და ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.8 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურება.
1.2.9 სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
1.2.10 პროექტის შესაბამისად წარმოებული სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას განახორციელებს პროექტის ავტორი.
1.2.11 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი წარმოადგენს მიმწოდებლისათვის აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის გადასახდელ სრულ და ერთადერთ ფასს, რომელიც მოიცავს მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელ ყველა ხარჯს, რაც აუცილებელია სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და შესაძლო დეფექტების აღმოფხვრისათვის; თუ ზემოთ ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, რაიმე სახის სამუშაო, მომსახურება, ან საქონელი გათვალისწინებულია ხელშეკრულების ზოგად პირობებში ან ტექნიკურ დავალებაში (და მის დანართებში), მაგრამ არ არის ასახული შესაბამის ხარჯთაღრიცხვაში, აღნიშნული სამუშაოს, მომსახურების, ან საქონლის ღირებულება არ განფასდება ცალკე და ხსენებული ღირებულებ(ები)ა შედის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასში და ხსენებული სამუშაოს, მომსახურების, ან საქონლის ღირებულებ(ებ)ით აღნიშნული სახელშეკრულებო ფასი არ იზრდება.
1.2.12 არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ქონების ღირებულების შეფასება მოხდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ, რომლის ხარჯებსაც აანაზღაურებს შემსყიდველი. შეფასების შედეგად მიღებული ქონება გადაეცემა მიმწოდებელს და აღნიშნული ქონების ღირებულების დაქვითვა მოხდება შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 სამუშაოების შესრულების მაქსიმალური ვადა შეადგენს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 24 (ოცდაოთხი) კალენდარულ თვეს.
1.4.2 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს და შემსიდველთან შეათანხმოს სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკი, თვეების ჭრილში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 სამუშაოების შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კმ. მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 01.72.14.014/297).
1.5.2 სამუშაოები შესრულებულად ჩაითვლება მხოლოდ ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის/ორგანიზაციის დადებითი დასკვნის საფუძველზე, მიმწოდებლისა და შემსყიდველის უფლებამოსილი პირების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისა და ხელმოწერის შემდეგ, ამასთან, სამუშაოების ფაქტიური შესრულების თარიღი (მათ შორის ეტაპობრივი შესრულების) განისაზღვრება ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის/ორგანიზაციის მიერ მომზადებული დადებითი დასკვნით.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები შემსყიდველთან შეთახმებულ გონივრულ ვადაში.
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2.5% (მათ შორის ეტაპობრივი ანაზღაურების შემთხვევაში). შემსყიდველის მიერ დაკავებული თანხა (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5% - შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში) წარმოადგენს მიმწოდებლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების გარანტიის ფინანსურ უზრუნველყოფას.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებულ 2.5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
შენიშვნა: თუ მიმწოდებელი არ შეასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს, მაშინ 1.6.4 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ი) დაბრუნებას არ ექვემდებარება (შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის დაკავების შემთხვევაში).
1.6.5 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ობიექტზე გამოვლენილი წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოსწორებას მიმწოდებელი ორგანიზაცია გონივრულ ვადაში ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს მათ აღმოფხვრაზე, შემსყიდველი უზრუნველყოფს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრას შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 2,5%-ით, ხოლო მიმწოდებლის მიერ საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შეაფასებს წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოფხვრის ხარჯს და უზრუნველყოფს წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან თანხის მოთხოვნას მის პროპორციულად. თუ დეფექტების აღმოფხვის ხარჯისათვის საჭირო თანხა აღემატება გარანტიით განსაზღვრულ თანხას, შემსყიდველი დამატებით დააკისრებს მიმწოდებელს ზემოაღნიშნული განსხვავების გადახდას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


შენიშვნა: ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოზე საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო პირობების 10.2 პუნქტში ატვირთული დანართი №2-ის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ მოთხოვნები განისაზღვრა წინამდებარე ელექტრონული ტენდერით შესასყიდი სამუშაოების სპეციფიკის, მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით:

პრეტენდენტს, 2018 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი, არანაკლებ III კლასის, სამოქალაქო დანიშნულების ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობის ან არსებული შენობ(ებ)ის რეკონსტრუქციის სამუშაოები (არ განიხილება ინდივიდუალური ტიპის, ერთ-ბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ის მშენებლობის/რეკონსტრუქციის სამუშაოები). შესრულებული სამუშაოების ღირებულება არაუმეტეს 5 (ხუთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 17,850,000.00 ლარს (პირობა N1), ან შესრულებული სამუშაოების ღირებულება არაუმეტეს 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 8,925,000.00 ლარს (პირობა N2). აღნიშნული სამუშაოები (ნებისმიერი თანხობრივი პირობის (პირობა N1, ან პირობა N2) დაკმაყოფილების შემთხვევაში) სავალდებულოდ უნდა მოიცავდეს რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციების, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ექსტერიერის მოპირკეთების სამუშაოებს და სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.

პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები:

1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები) შესახებ.

2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებული არის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები:
2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად;
2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენლი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად;
2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2);
2.4. ფორმა N2 არის პირობითი დოკუმენტი, შესაბამისად ფორმა N2-ის ნაცვლად შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მოთხოვნილი ინფორმაციის მომცველი და შესრულების დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
2.5. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან.

3. იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი. წინამდებარე პირობის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი (პრეტენდენტი, ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება, სამუშაოების მიწოდების დამადასტურებელი, სხვა მხარის მიერ გაცემული, მოქმედი კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტით შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების ჩანაცვლება (ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენა), ხოლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (ზემოთ აღნიშნული მე-2 პუნქტის 2.1. - 2.5. ქვეპუნქტებით განსაზღვრული, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები) სავალდებულოდ წარმოსადგენია.

სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. შენობის კლასის დასადგენად სავალდებულოა შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება შენობის კლასის განსაზღვრა (შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის, ან საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა).
2. სატენდერო პირობების თანახმად, შენობის მშენებლობა ნიშნავს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი, არანაკლებ III კლასის, სამოქალაქო დანიშნულების, ახალი შენობის მშენებლობას; სამოქალაქო დანიშნულების შენობები მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო (საცხოვრებელი) დანიშნულების შენობებს, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს; სატენერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი, არანაკლებ III კლასის, სამოქალაქო დანიშნულების შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით; არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად, თუ სამუშაოები არ მოიცავს შენობის დემონტირებული, ან ახალი ნაწილის მშენებლობის სამუშაოებს.
3. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა.
4. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru