Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #47685790)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Municipal Inspection, Infrastructure and Improvement Divizion NNLE
Номер конкурса: 47685790
Дата публикации: 01-11-2023
Сумма контракта: 55 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021843
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 18:35
Начало приема предложения 10.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 13.11.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 55`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71320000 - Услуги по техническому проектированию
  • 71324000 - Услуги по оценке
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში
Дополнительная информация
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების მოწყობისა და არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 550.00 GEL
Размер гарантии 550 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: murad beridze :: 01.11.2023 11:27
  • Последнее исправление: gela putkaradze :: 01.11.2023 18:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541321&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების მოწყობისა და არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დავალების მიზანი:
მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების მოწყობისა და არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. კერძოდ:
1). ფერიის თემი:
სოფელი ახალშენის მეურნეობა (22.24.03.202) - სარეაბილიტაციო.
2). ორთაბათუმის თემი:
სოფელი მურმანეთი (22.28.04.088) - სარეაბილიტაციო.
სოფელი ომბოლო (22.28.05.332) - სარეაბილიტაციო.
სოფელი მახო (22.28.09.169) - სარეაბილიტაციო.
3). ჭარნალის თემი:
სოფელი ჭარნალი (22.28.04.089) - სარეაბილიტაციო.
ჭარნალის ცენტრი (22.28.03.489) - სარეაბილიტაციო.
სოფელი ზედა ჭარნალი-სარეაბილიტაციო.
4). მაჭახელის თემი:
სოფელი ზედა ჩხუტუნეთი - მოსაწყობი.
სოფელი ქვედა ჩხუტუნეთი (22.33.07.020) - მოსაწყობი.
სოფელი აჭარისაღმართი (22.33.02.044) - მოსაწყობი.
5). აჭარისწყლის თემი:
სოფელი ევგენიძეები (22.31.02.007) - მოსაწყობი.
6). კირნათის თემი:
სოფელი კირნათი (22.32.01.120) - მოსაწყობი.
სოფელი შუშანეთი - მოსაწყობი.
7). სარფის თემი:
სოფელი სარფი (22.30.01.449) - მოსაწყობი.
8). შარაბიძეების თემი:
სოფელი ზანაქიძეები-სარეაბილიტაციო.
სოფელი შარაბიძეები (22.26.06.208) - სარეაბილიტაციო.

საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:
1. ტოპოგეოდეზიური სამუშაოების ჩატარება UTM კორდინატთა სისტემაში.
2. არქიტექტურული პროექტი;
2.1. შესათანხმებელი პროექტი.
2.1.1. გეგმები, ჭრილები, ფასადები.
2.1.2. გენგეგმები.
2.1.3. 3დ ვიზუალიზაცია, ფოტომონტაჟი.
2.1.4. სხვა სპეციალური მოთხოვნა კონკრეტული ადგილიდან გამომდინარე.
2.2. სამშენებლო მუშა ნახაზები.
2.2.1. გენგეგმები, ტერიტორიის კეთილმოწყობა.
2.2.2. სამშენებლო მოცულობები და მასალათა სპეციფიკაციები.
2.2.3 სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
3. კონსტრუქციული პროექტი;
3.1. საშემსრულებლო ნახაზები.
3.2. ანგარიშები.
3.3 მუშა დოკუმენტაცია.

საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იყოს შემდეგი ნორმატიული აქტების შესაბამისად:
1. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“.
2. სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესი“.

სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შემდგენი ვალდებულია პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას ჩაუტაროს საექსპერტო შეფასება, რომელიც მოიცავს:
1. პროექტის ექსპერტიზა,
2. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის ფინანსური შესაბამისობის საექსპერტო შეფასება. ზემოთჩამოთვლილი საექსპერტო დასკვნების განმახორციელებელი ორგანო უნდა იყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ან სხვა აკრედიტებული პირი. ერთმნიშვნელოვნად დადებითი საექსპერტო დასკვნა წარმოდგენილ უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ექსპერტიზის განმახორციელებელი ორგანოს/პირის შესაბამისი აკრედიტაციის სერთიფიკატი. აკრედიტაციის სფერო უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას.

შენიშვნა: ტენდერში გამარჯვებულმა ქართულ ენაზე შესრულებული საბოლოო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს ბეჭდური სახით, მყარყდიან ალბომად აკინძული 5 (ხუთი) ეგზემპლარად და ელექტრონული (PDF) ვერსიით. ამასთან, ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონულად excel-ის ფორმატითაც.

დამატებითი მოთხოვნა:
მიმწოდებელმა შემსყიდველს სრულად უნდა გადასცეს, გათვალისწინებულ მომსახურებაზე საავტორო უფლებები, რაზედაც შემდგომში არ ექნება პრეტენზიები (მოთხოვნები) მას ან/და მის სამართალმემკვიდრეს.
სამშენებლო საქმიანობის განხორციელების პროცესში, მათ შორის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობის უზრუველსაყოფად მიმწოდებელი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა საპროექტო გადაწყვეტათა დაზუსტებაში და საჭიროების შემთხვევაში მუშა დოკუმენტაციის, სამშენებლო მოცულობებისა და ხელშეკრულების სხვა შესაბამისი ცვლილების მომზადების შეთანხმებაში, ასევე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში, ანაზრაურების გარეშე.

(1.2 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევას “მიმწოდებელი” ასრულებს საკუთარი ძალებით.
1.5.2 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილი: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23ა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო/სარემონტო, სარეაბილიტაციიო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება არანაკლებ 100000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით;.
ბ) ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის შესაბამისად, სადაც აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ტენდერის (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი;
გ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამშენებლო/სარემონტო, სარეაბილიტაციიო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გაწევაზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები;
დ) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა „გ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ მომსახურებაზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები;
ე) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული სამუშაოები შესრულებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო და საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების (SPA, DAP, NAT, DEP, MEP, TEP, GEO, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენა მხოლოდ დანართი N3-ის სახით;

(2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. მომსახურების გაწევისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქვემოთ მოთხოვნილი კვალიფიკაციისა და საპროექტო მომსახურების ჩატარების კუთხით გამოცდილების მქონე, შესაბამისი რაოდენობის ძირითადი სპეციალისტების ჩართვა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელს მუდმივად უნდა ჰყავდეს აყვანილი სპეციალისტების შემდეგი მინიმალური რაოდენობა:
• გუნდის ხელმძღვანელი - ინჟინერი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
• სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - სპეციალობის მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
• სპეციალისტი - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის არანაკლებ 3 წლის გამოცდილებით;
2. თითოეულ ძირითად სპეციალისტზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) მიმწოდებელსა და სპეციალისტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადას;
3. საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების დროს უზრუნველყოს იმ სპეციალისტების წარმოდგენა რომელებიც ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული. დამატებითი სპეციალისტების შესახებ ინფორმაცია, მიმწოდებელმა შესათანხმებლად უნდა წარუდგინოს ა(ა)იპ ,,ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო-ს.
4. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების დროულად დასრულების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ძირითადი სპეციალისტების რაოდენობის გაზრდა. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოს სპეციალისტ(ებ)ის ჩანაცვლება სხვა უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით.

(2.4.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
1) ფასების ცხრილს - დანართი N1-ის შესაბამისად;
2) ტექნიკურ დავალებას - დანართი N2-ის შესაბამისად.
3) ინფორმაციას პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტისა და დანართი N3-ის შესაბამისად;
4) ინფორმაციას პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ - სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ არ იქნება ან/და განუფასებლად იქნება წარმოდგენილი დანართი N1 პრეტენდენტის სატენდერო წინადადების დაზუსტების განხილვა არ განხორციელდება და პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 რძანების 27-ე მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებისა და 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე (ინტელექტუალური მომსახურება) შემსყიდველი ორგანიზაცია არ ითვალისწინებს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულებას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, ,,მიმწოდებლის“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენისა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის, საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალეკო ვერძაძე, 577938084, municipalinspection22@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23ა.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით.
2. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. იგივე წესი უნდა იქნეს დაცული პრეტენდენტის მიერ სხვა, შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში (მაგალითად, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა). აღნიშნული ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ,,მიმწოდებლად’’ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებელი.
4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი უნდა იყოს შესრულებული უფლებამოსილი პირის მიერ. საჭიროების შემთხვევაში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა/რწმუნებულება, რომელიც დაადასტურებს პირის უფლებამოსილებას სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის ხელმოწერაზე.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru