Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги офисного обеспечения (Грузия - Тендер #47685788)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Investigation Service
Номер конкурса: 47685788
Дата публикации: 01-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230021845
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 18:42
Начало приема предложения 08.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 10.11.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 2`324.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 100`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79500000-Услуги офисного обеспечения
Коды классификатора
  • 79530000 - Переводческие услуги
  • 79540000 - Услуги устного перевода
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10.00 GEL
Размер гарантии 1`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: badri sajaia :: 27.10.2023 13:04
  • Последнее исправление: badri sajaia :: 01.11.2023 18:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=540806&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 წერილობითი თარგმანი (წერილობითი თარგმანის რაოდენობა ანგარიშდება სიმბოლოების რაოდენობით: 2000 სიმბოლო=1 გვერდს) უნდა განხორციელდეს დანართ N1-ის პრეისკურანტში მოცემულ ენებზე, როგორც ქართულიდან, ასევე, პირიქით.
1.2.2 ზეპირი თარგმანის (ზეპირი თარგმანის რაოდენობა განისაზღვრება და ანგარიშდება საათების მიხედვით დანართ N1-ის პრეისკურანტში მოცემულ ენებზე) ათვლა იწყება თარჯიმნის იმ ორგანოში ან/და უფლებამოსილ პირთან გამოცხადების წუთიდან (რომელზეც ხორციელდება თარგმნის მომსახურება) და დასრულდება შესაბამისი პროცედურ(ებ)ის დასრულებისთანავე, შესაბამისად, ანაზღაურებაც განხორციელდება აღნიშნული ვადების გათვალისწინებით.
1.2.3 მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს კონკრეტულ მოთხოვნებს (იურიდიული, ტექნიკური, ეკონომიკური მასალების თარგმნა უნდა განახორციელოს კონკრეტული მიმართულების სპეციალისტმა, რომელიც კარგად იცნობს შესაბამის ტერმინოლოგიას), მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ გაწეული მომსახურების შედეგებზე (ნათარგმნზე), რაც უნდა დადასტურდეს ხელმოწერით ყველა პროცესუალურ დოკუმენტზე.
1.2.4 სათარგმნი მასალა შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლის მოთხოვნის წერილთან ერთად მიწოდებული უნდა იქნას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომპაქტურ დისკით (CD) ან მატერიალური დოკუმენტის სახით.
1.2.5 ნათარგმნი მასალა უნდა იყოს შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული და მისი შინაარსი და სტილი შესაბამისობაში უნდა იყოს ორიგინალთან. მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ წარდგენილი სპეციფიკური ტექსტების თარგმნა. მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მთელი იმ ცნობებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლებსაც შეიცავს შემსყიდველისგან მიღებული მასალები. მიმწოდებელი სრულად არის პასუხისმგებელი ნათარგმნი მასალის სისწორეზე.
1.2.6 მიმწოდებლის მიერ მითითებულ უნდა იქნას ტელეფონის ის ნომრები (როგორც ქალაქის, ასევე მობილური), რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. შემდგომში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია მითითებული ნომრების გათიშვა, მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების შესახებ.
1.2.7 შემსყიდველის თანამშრომლის მიერ კონკრეტული მომსახურების მოთხოვნის შესაბამისად გაწეულ მომსახურებაზე მხარეები ადგენენ შესაბამის მომსახურების აქტს ორ ეგზემპლარად (რომელიც დადასტურებული უნდა იყოს უშუალოდ მომსახურების გამწევი თარჯიმნის/მიმწოდებელი ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირის და მომსახურების მიმღები შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლის მიერ), რომელშიც მითითებული უნდა იყოს, გამოყენებული ენა, ზეპირი თარგმნის შემთხვევაში გაწეული მომსახურების ხანგრძლივობა, წერილობითი თარგმნის შემთხვევაში ნათარგმნი სიმბოლოების რაოდენობა და გაწეული მომსახურების ღირებულება. მომსახურება, რომელზეც არ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი წესით შედგენილი აქტი, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება. მომსახურების აქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები და შედგენის წესი/პირობები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
1.2.8 ერთ სტანდარტულ გვერდად ჩაითვლება თარგმნილი A4 ფორმატის ერთი სრული ნაბეჭდი გვერდი, არანაკლებ 2000 ნაბეჭდი სიმბოლო, შრიფტი ზომით 12 (სასვენი ნიშნების, რიცხვების და სიტყვებს შორის გამოტოვებული სივრცის ე.წ. „პრაბელის“ გარეშე).
1.2.9 მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად არანაკლებ 2 ერთი და იგივე ენის მცოდნე თარჯიმანის მომსახურება.
1.2.10 შემსყიდველის ელექტორნული ფოსტით მოთხოვნის შემთხვევაში, პრედეტდენტმა მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს თარჯიმანის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიმპლომი, სერტიფიკატი და/ან სხვა საგანმანათლებლო სამსახურიდან გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, როგორც შესაბამისი უცხო ენის, ასევე ქართული ენის ჯეროვნად ცოდნის დონეს).
1.2.11 გამოვლენილი არაჯეროვანი და უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია:
1.2.11.1 წერითი თარგმანის შემთხვევაში, არანაკლებ 40 სტანდარტული გვერდის წუნის აღმოფხვრა, გამოვლენიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში;
1.2.11.2 ზეპირი თარგმანის შემთხვევაში, სხვა იგივე ენის მცოდნე თარჯიმნის წარმოდენა, არაჯეროვანი შესრულების გამოვლენიდან გონივრულ ვადაში.
1.2.12 საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმნილი დოკუმენტების წარმოდგენა.
1.2.13 მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს არანაკლებ ერთი თარჯიმანი (თითოეულ ენაზე წარმოდგენილ უნდა იყოს სხვადასხვა თაჯიმანი) ფასების ცხრილით გათვალისწინებული თითოეული ენისთვის, რომელთა შესახებაც ინფორმაცია შემსყიდველს უნდა წარმოუდგინოს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. თარჯიმნის შეცვლა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
1.2.14 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (დღე-ღამის ნებისმიერ დროს - 24 საათის განმავლობაში):

ა) ზეპირი თარგმნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დროს, რომლის თაობაზეც შემსყიდველის მიერ წინასწარ ეცნობება შემდეგ ვადებში:
1. მინიმუმ 2 სთ-ით ადრე - ქ. თბილისში და მის შემოგარენში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში;
2. მინიმუმ 4 სთ-ით ადრე - აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში;
3. მინიმუმ 6 სთ-ით ადრე - დასავლეთ საქართველოს რეგიონში სათარჯიმნო მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) წერილობითი თარგმნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 20 გვერდის თარგმნა (პრეისკურანტით განსაზღვრულ ნებისმიერ ენაზე) მისთვის სათარგმნი მასალის გადაცემიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო დიდი მოცულობის მასალის თარგმნის საჭიროების შემთხვევაში - შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების სათარჯიმნო და მთარგმნელობითი მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულება/ები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან სხვა დოკუმენტაცია), ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მიუთითოთ შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

აზერბაიჯანული, ინგლისური, რუსული, თურქული, არაბული, სპარსული და სომხური ენების თარჯიმნებს (თითოეულ ენაზე წარმოდგენილ უნდა იყოს სხვადასხვა თაჯიმანი) უნდა გააჩნდეთ უცხო ენის ცოდნის კვალიფიკაციის/დონის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თითოეულ ზემოაღნიშნული ენის თარჯიმნის დამოწმებული წერილობითი თანხმობა/დასტური იმის შესახებ, რომ ისინი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უშუალოდ განახორციელებენ მომსახურებას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

შესყიდვის თავისებურებიდან (მომსახურების სპეციფიკიდან) გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული შესყიდვის ობიექტის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს ინტელექტუალურ მომსახურებას, ხოლო ინტელექტუალური მომსახურების დანახარჯებს ძირითადად წარმოადგენს ადამიანური რესურსის შრომითი გასამრჯელო, მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა აღნიშნული ინტელექტუალური მომსახურება განახორციელოს საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენდენტის მიერ სისტემაში შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან 20%-ით ან მეტით დაბალი საბოლოო ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, პრეტენდენტს არ წარმოეშვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2024 წლის ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან (არსებობის შემთხვევაში) 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბადრი საჯაია, 599700335, bsajaia@sis.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) (მომსახურების პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი მომსახურების პრეისკურანტის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.
10.2.3 ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru