Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукция лесного хозяйства и лесозаготовок (Грузия - Тендер #47685718)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: N(N)LP Zugdidi municipality "Accomplishment management center
Номер конкурса: 47685718
Дата публикации: 01-11-2023
Сумма контракта: 56 560


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021805
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 17:28
Начало приема предложения 07.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 09.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 56`560.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 03400000-Продукция лесного хозяйства и лесозаготовок
Коды классификатора
  • 03451000 - Растения
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრისა
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტი: „მწვანე ბიუჯეტი“-ს ფარგლებში, რუსთაველის ქუჩა "სამაიას ბაღი"-ს, ნიკოლაძის N 18-ის, ბუკიას ქუჩა N 3, 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს, სოფელი რუხში მოხუცთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიის და ბარამიას ქუჩა N 46-ის გამწვანების მიზით დეკორატიული ხე-მცენარეების სახელმწიფო შესყიდვა (დარგვის მომსახურებით)
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 566.00 GEL
Размер гарантии 566 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eka gerantia :: 01.11.2023 16:18
  • Последнее исправление: eka gerantia :: 01.11.2023 17:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541449&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1. შესყიდვების ობიექტს წარმოადგენს პროექტის "მწვანე ბიუჯეტი"-ს ფარგლებში, რუსთაველის ქუჩა "სამაიას ბაღი"-ს, ნიკოლაძის N 18-ის, ბუკიას ქუჩა N 3, 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს, სოფელი რუხში მოხუცთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიის და ბარამიას ქუჩა N 46-ის გამწვანების მიზით დეკორატიული ხე-მცენარეების სახელმწიფო შესყიდვა (დარგვის მომსახურებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ნერგები მოწოდებულ უნდა იქნას კონტეინერით (ქოთნით) ან კომს შემოხვეული უნდა ქონდეს ჯვალოს ნაჭერი და სპეციალური მავთულბადე, რომელიც მიწაში იჟანგება და იშლება. ფესვთა სისტემა განვითარებული უნდა იყოს ისე, რომ მცენარის ამოღებისას კომი არ იშლებოდეს. ნერგები გამოზრდილი უნდა იყოს სანერგეში და მთავარი ღერო უნდა იყოს სწორი ფორმის.
2. მცენარეების დარგვისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნიადაგის მომზადება განოყიერებული მიწის ნაზავით.
3. მცენარეების დარგვასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქუჩებზე დარგული მცენარეების შემოღობვა ჭიგოებით და მავთულბადით.
4. აუცილებლობის შემთხვევაში მცენარეების დარგვისას ორმოს გაფართოვების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს არსებული ბორდიურის, ასფალტის ან/და ქვაფენილის დემონტაჟი, ხოლო მომსახურების გაწევის დასრულების შემდგომ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
5. მიმწოდებელი ვალდებულია ხე-მცენარეებისა და დეკორატიული მცენარეების დარგვისას ორმოს ამოღების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები გაიტანოს დაუყონებლივ.
6. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მცენარეების იდენტურობის (მათ შორის პარამეტრების) დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გაცემული დარგობრივი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ. (აღნიშნული მომსახურებების ანაზღაურებას მიწოდებელი უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით).
7. თუ ადგილი ექნება ისეთ კლიმატურ პირობებს (უამინდობა, უხვი ნალექი და სხვა), რის გამოც ვერ ხერხდება მომსახურების სავალდებულო ჯერადობის განხორციელება, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს შემსყიდველს აღნიშნულის თაობაზე და შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუსრულებელი მომსახურების ჯერადობა გადაინაცვლებს მომდევნო თვეში.
8. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ნერგების სისტემატიური მონიტორინგი და დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში დაუყონებლივ (წერილობით) აცნობოს შემსყიდველს და შესაბამის სამსახურებს.
9. მიმწოდებელმა დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელოს შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
10. ნერგების დარგვიდან მეორე წელს მცენარეების 10%-ზე მეტის ხმობის ან დაზიანების შემთხვევაში დამატებითი ნერგების დარგვას ახორციელებს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.
11. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტზე საგზაო ნიშნების, დამცავი ბარიერისა და საინფორმაციო დაფის მოწყობა.
12. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ შეატყობინოს და შეათანხმოს შესაბამის სამსახურებთან საქონლის (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) მიწოდების ან/და გასაწევი მომსახურების გაწევის პერიოდი, რომლებიც იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
13. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დარგული ნერგი 90%-იანი გახარებით საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის დასრულებისას.
14. ნერგის სიმაღლე იანგარიშება მიწის ზედაპირიდან მცენარის წვერომდე.
15. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მიმწოდებელმა უნდა უზრუნვეყოს მცენარეების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა (მიბმული ჭიგოზე და გამართული), აგრეთვე დაზიანების ან მოპარვის შემთხვევაში ჭიგოს და მისაბმელის ჩანაცვლება ანალოგიურით.
16. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მცენარეების მორწყვა წყალმზიდით ან/და სხვა ალტერნატიული საშუალებით.
17. მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) კალენდარული დღისა უზრუნველყოს ნერგების დარგვის დაწყება.
18. იმ შემთხვევაში, თუ გარემო პირობების ან გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო შეუძლებელია ადგილზე მიტანილი ნერგების დარგვა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ნერგების შენახვა შესაფერისი პირობების დადგომამდე ისეთ პირობებში, რომ არ დაირღვეს მცენარეთა სასიცოცხლო ფუნქცია.
19. შესყიდვის ობიექტის დასახელება, პარამეტრები, რაოდენობები და ნიმუშები იხილეთ მიბმულ ფაილში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის (თანმდევი მომსახურებით: დარგვა) მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიწოდების ადგილი: რუსთაველის ქუჩა "სამაიას ბაღი", ნიკოლაძის N 18, ბუკიას ქუჩა N 3, 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზო, სოფელი რუხში მოხუცთა თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორია და ბარამიას ქუჩა N 46.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შემოთავაზებულ შესყიდვის ობიექტზე - ხე-მცენარეებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) სავეგეტაციო წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის (მცენარის გახმობის) გამოვლენის შემთხვევაში, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახალი იდენტური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
2. საგარანტიო პირობები არ ვრცელდება შესყიდვის ობიექტის გარე ფაქტორით დაზიანების შემთხვევაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ფასების ცხრილის (იხ. 1.3 პუნქტი; დანართი №1) სახით.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია ეტაპზე,“ მწარმოებელი ქვეყანისა და მწარმოებლის დასახელების მიუთითებლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ხე-მცენარეებისა და ბუჩქების მიწოდების, დარგვის და მოვლა-პატრონობის არანაკლებ სავარაუდო ღირებულების 100%-ის გამოცდილება, რის დასტურად ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი და ამ ხელშეკრულ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ი ან/და სხვა ოფიციალური დოკუმენტი). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია სატენდერო განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP) ან/და ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომრ(ებ)ის წარმოდგენა.
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N3-ის მიხედვით.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
დანართი N3-ზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.

2.9 other additional requirements

1. მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებსა და პარამეტერებს, უნდა იყოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
2. იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი აღმოაჩნდება უხარისხო, წუნით ან/და დეფექტით ან/და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პარამეტრებთან შეუსაბამო, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა, ახალი, იდენტური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
3. სატენდერო წინადადების ღირებულება, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს დარგვის მომსახურების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. პრეტენდენტმა შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა წარმოადგენოს ფასების ცხრილით გათვალისწინებულ თითოეულ პოზიციაზე მოსაწოდებელი მცენარეების თითო ცალი ნიმუში და მათი იდენტობის (მათ შორის პარამეტრების და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტაცია, გაცემული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), ან შესაბამისი პროფილის მქონე დარგობრივი ორგანიზაციის (შპს, სსიპ, ა(ა)იპ) ან სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. წარმოდგენილი ნიმუშები და მათი იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
2. წარმოდგენილი მცენარის ნიმუშების იდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ები დამაგრებული უნდა იყოს შესაბამის ნიმუშებზე, დალუქული სახით.
3. პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. ზუგდიდი, გორის ქუჩა N17

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. თუ ტენდერში, ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლებია შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს, დადგენილ ვადაში, მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის ან აუდიტორის/აუდიტორული ფირმის დასკვნით (დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია) ან შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ მწარმოებელთან/მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურით, რომელიც დაადასტურებს დაფიქსირებულ ფასად სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.
2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც, პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის მთლიან ღირებულებასთან), ასევე, ხარჯთაღრიცხვის ერთეულის ფასებთან მიმართებაში.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა ან სატენდერო პირობებთან ან/და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად მიღებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობის გათვალისწინებით, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის და მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ეკა გერანტია, 591904149, ketilmotskoba.zug@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
6. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
7. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
8. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
9. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

9.1. ფასების ცხრილი (დანართი N1), (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).
9.2. ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N3), სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru