Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Сельскохозяйственная продукция, продукция охотничьего и рыбного промысла (Грузия - Тендер #47685713)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Food Agency
Номер конкурса: 47685713
Дата публикации: 01-11-2023
Сумма контракта: 403 690


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021774
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 01.11.2023 15:35
Начало приема предложения 10.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 13.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 403`690.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 03300000-Сельскохозяйственная продукция, продукция охотничьего и рыбного промысла
Коды классификатора
  • 03340000 - Ушные бирки для животных
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საყურე ნიშნები წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციისათვის;
Ear tags for identification of small livestock
Tender Type: electronic tender without auction (NAT)
Procuring Entity: LEPL National Food Agency
Source of Funding: Funds of 2023
Estimated value of procurement: 403,690.00 GEL
Bid should be submitted: Including VAT
Classifier (CPV) Code and Classificatory Division: 033000000 – Farming, hunting and fishing products;
Classifier (CPV) Code and Specific Procurement Object: 033400000 – Animal ear tags
Amount volume of Procurement: 276 500 Ear tags
Supply Period: See in the bidding documentation
Bid reduction step: 4000.00 GEL
Guarantee validity period: 160 Days
Количество и объём закупок 276500 კომპლექტი
Шаг снижения цены 4`000.00 GEL
Размер гарантии 4`037 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: demetre kakabadze :: 31.10.2023 12:19
  • Последнее исправление: demetre kakabadze :: 01.11.2023 15:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541177&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები, ბირკები/საჭდეები წვრილფეხა პირუტყვისათვის;

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წვრილფეხა პირუტყვის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნების, ბირკების/საჭდეების რაოდენობაა
- 276 500 კომპლექტი

1.2.1. კომპლექტი უნდა შედგებოდეს ლაზერით ამოტვიფრული (მარკირებული) ერთი და
იგივე საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე წყვილი საყურე ნიშნისაგან ცხოველის ორივე
ყურისთვის;

1.2.2. თითოეული ყურისათვის უნდა შედგებოდეს ყვითელი ფერის, ერთი და იგივე
საიდენტიფიკაციო ნომრის მქონე, ერთმანეთთან შეერთებადი/ჩაკეტვადი დედალი და მამალი
ნაწილებისაგან;

1.2.3. უნდა იყოს ელასტიური, დამზადებული თერმოპლასტიკური პოლიურეთანის
მასალისაგან, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს უჟანგავი ლითონის ჩანართებს, ან
დაბოლოებებს. უნდა იყოს ერთჯერადი გამოყენებისა და მდგრადი მაღალი და დაბალი
ტემპერატურის მიმართ;

1.2.4. უნდა იძლეოდეს მასზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას
წვრილფეხა საქონლის სიცოცხლის განმავლობაში;

1.2.5. საყურე ნიშანი დამაგრების შემდეგ არ უნდა იწვევდეს ტკივილს, ალერგიულ
რეაქციებს, შეშუპებას, ანთებით პროცესებს, დაჩირქებას, ქსოვილის ნეკროზს და სხვა.

1.2.6. უნდა შეიცავდეს მწარმოებლის სამარკო ნიშანსა და დამზადების თარიღის შესახებ
აღნიშვნას;

1.2.7. წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციისათვის არ უნდა გააჩნდეს ასაკობრივი შეზღუდვა
და არ უნდა საჭიროებდეს გარემო პირობების შერჩევას;

1.2.8. შეერთების/ჩაკეტვის შემდეგ დედალ და მამალ ნაწილებს შორის მანძილი უნდა იყოს
არანაკლებ 7 მმ;


მარკირება:

1.2.9. საყურე ნიშნის ორივე ნაწილს უნდა გააჩნდეს ლაზერით შავად ამოტვიფრული
ინფორმაცია;

1.2.10. საყურე ნიშნის ორივე ნაწილზე აღნიშნული უნდა იყოს ქვეყნის ინიციალი 2
ლათინური ასოთი - “GE” და ცხოველის საიდენტიფიკაციო 8 ციფრიანი ნომერი არაბული
ციფრებით, დანართი #1-ით განსაზღვრული მარკირების სტრუქტურის შესაბამისად;

1.2.11. ქვეყნის ინიციალის ლათინური ასოები და საიდენტიფიკაციო ნომერი განთავსებული
უნდა იყოს სტრიქონებად დანართი #1-ის შესაბამისად;

1.2.12. საყურე ნიშნები მარკირებული უნდა იყოს შემდეგი არაგანმეორებადი, მზარდი,
თანამიმდევრული ნომერაციით:
GE GE 42223001 - დან 42499500-ის ჩათვლით

1.2.13. ამოტვიფრული სიმბოლოები უნდა იყოს გარჩევადი წყლით, ან თეთრი სპირტით
(გამხსნელი ალკიდური ემალებისა და ლაქებისათვის) სველი ჩვარით გაწმენდის შემდეგაც;

1.2.14. ორივე საყურე ნიშანზე მონაცემები უნდა იყოს იდენტური, ამოტვიფრული შავად
დედალი და მამალი ნაწილის გარე ზედაპირზე;

1.2.15. უნდა იყოს ადვილად კითხვადი საველე პირობებში და დარჩეს უცვლელი წვრილფეხა
საქონლის სიცოცხლის განმავლობაში.


მარკირების სტრუქტურა:

1.2.16. მარკირების სტრუქტურა მოცემულია დანართ #1-ში;

1.2.17. დედალი ნაწილი მარკირებული უნდა იყოს 2 სტრიქონად: პირველი სტრიქონი -
ქვეყნის ინიციალი - “GE” და საიდენტიფიკაციო ნომრის 3 ციფრი, მეორე სტრიქონი -
საიდენტიფიკაციო ნომრის 5 ციფრი;

1.2.18. მამალი ნაწილი მარკირებული უნდა იყოს 1 სტრიქონად: საიდენტიფიკაციო ნომერი;

1.2.19. საყურე ნიშნის ორივე ნაწილზე, ასევე, დატანილი უნდა იყოს დასახელება სურსათის
ეროვნული სააგენტო (დანართი #2).


ხარისხი და გარანტია:

1.2.20. მწარმოებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს ISO 9001 სტანდარტით;

1.2.21. საყურე ნიშნები გამოყენებული უნდა იყოს არანაკლებ ერთ რომელიმე ქვემოთ
ჩამოთვლილ ქვეყანაში: ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აშშ. კანადა, ავსტრალია, ახალი
ზელანდია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო,
შვეიცარია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, იაპონია, რაც დადასტურებული უნდა იქნას
ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან არანაკლებ ერთი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული
შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც ნათლად განმარტავს, რომ აღნიშნული საყურე ნიშნის
მოდელი გამოიყენებოდა წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციის მიზნით, არანაკლებ ორი წლის
განმავლობაში
და
საყურე ნიშნები სერტიფიცირებული უნდა იყოს ცხოველთა აღრიცხვიანობის საერთაშორისო
კომიტეტის (ICAR) მიერ გაცემული სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული
საყურე ნიშნის მოდელი გამოიყენება წვრილფეხა საქონლის იდენტიფიკაციის მიზნით.
მონაცემები დაფიქსირებული უნდა იყოს კომიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
http://www.icar.org/ და სერტიფიკატის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნას ტექნიკურ
დოკუმენტაციაში;

1.2.22. ნიმუშის სახით წარმოდგენილი საქონელი და ასევე, საბოლოო შესასყიდი პროდუქტი
უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს და სატენდერო დოკუმენტაციას, ამისათვის, შემსყიდველი
უფლებას იტოვებს შეამოწმოს, პროდუქტი შესაბამის ლაბორატორიაში;

1.2.23. მწარმოებელმა უნდა გასცეს საგარანტიო წერილი, რომლითაც აიღებს ვალდებულებას,
იგივე მარკირებით არ დაამზადოს საყურე ნიშნები სხვა დამკვეთისთვის. მიმწოდებელი
ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული საგარანტიო წერილის წარმოდგენა;

1.2.24. მომწოდებელი ვალდებულია, სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი
ცვლილების შესახებ, რომელიც განხორციელდება 1.2.21. ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების
კომპეტენტური ორგანოს მიერ დაშვებულ საყურე ნიშნების მოდელებზე.


კეთილდღეობა:

1.2.25. შემსყიდველი უფლებამოსილია თითოეულ პარტიაზე განახორციელოს საველე
ტესტირება (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #3). იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიკაციის
შემდეგ გამოწვეული გართულება (შეშუპება, ანთებითი პროცესი, დაჩირქება, ქსოვილის ნეკროზი
და სხვა) აღემატება 7%-ს, მიმწოდებელი ვალდებულია, აღმოფხვრას შექმნილი შეუსაბამობა ახალი
საყურე ნიშნების სრული რაოდენობით (უკვე გამოყენებული და გამოუყენებელი) ჩანაცვლების
გზით.


აპლიკატორი:

1.2.26. საყურე ნიშნებს უნდა მოყვებოდეს შესაძენი საყურე ნიშნების შესაბამისი აპლიკატორი
(საყურე ნიშნის დასამაგრებელი ხელსაწყო) - არანაკლებ 300 ცალი, სათადარიგო ლითონის
წვერებით;

1.2.27. აპლიკატორი დამზადებული უნდა იყოს მსუბუქი, უჟანგავი მასალისაგან;

1.2.28. აპლიკატორს უნდა გააჩნდეს ორი „ტუჩი“, რომელთაგან, ერთი აღჭურვილი უნდა იყოს
საყურე ნიშნის დედალი ნაწილის დასამაგრებელი ზამბარიანი დამჭერით, ხოლო, მეორე
აღჭურვილი უნდა იყოს საყურე ნიშნის მამალი ნაწილის მოსათავსებელი წვერით;

1.2.29. აპლიკატორი უნდა უზრუნველყოფდეს საყურე ნიშნის ერთი მოქმედებით დამაგრებას;

1.2.30. აპლიკატორის ფორმას და გამოყენებას მინიმუმადე უნდა დაჰყავდეს ცხოველისთვის
მიყენებული ტკივილისა და სტრესის რისკი. იგი არ უნდა უწყობდეს ხელს ცხოველსა და მის
მომვლელში დაავადების გავრცელებისა და ინფექციის შეჭრას;

1.2.31. აპლიკატორის დიზაინმა არ უნდა დაუშვას საყურე ნიშნის არასრული ჩაკეტვა, დედალი და მამალი ნაწილების ერთმანეთთან აცდენა;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. შესყიდვის ობიექტი მომწოდებლის მიერ შესაძლებელია მოწოდებული იქნას სრულად
ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ან ეტაპობრივად;

1.4.2. ეტაპობრივად მოწოდების შემთხვევაში, პირველი ეტაპი არანაკლებ 150 000 კომპლექტი საყურე
ნიშანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში და მეორე
პარტია დარჩენილი რაოდენობის კომპლექტი საყურე ნიშანი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული
დღის განმავლობაში.

1.4.3. საყურე ნიშნების ეტაპობრივად მოწოდების შემთხვევაში,ზემოთ აღნიშნული
აპლიკატორები სათადარიგო ლითონის წვერებით შემსყიდველს უნდა მიეწოდოს პირველ
პარტიასთან ერთად;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საყურე ნიშნები დაკომპლექტებული და დაფასოებული უნდა იყოს საიდენტიფიკაციო
ნომრების თანმიმდევრობის მიხედვით პირველად და მეორად შეფუთვაში;

1.5.2. პირველად შეფუთვაში დაფასოებული საყურე ნიშნების რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს 10 კომპლექტს;

1.5.3. მეორად შეფუთვაში დაფასოებული საყურე ნიშნების რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს 500 კომპლექტს;

1.5.4. შესაფუთ ყუთებს გარედან უნდა ეწეროს მათში დაფასოებული საყურე ნიშნების
ნომრები/ნომერთა შორის დიაპაზონი არანაკლებ ორი მხრიდან;

1.5.5. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში მისამართზე : ქ. თბილისი,
მარშალ გელოვანის გამზ. #36ა;

1.5.6. საქონლის საწყობებში დაცლა და დასაწყობება წარმოადგენს მიმწოდებლის
ვალდებულებას;

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო ვადა განისაზღვრება საქონლის მიწოდებიდან არანაკლებ 5 წლით, რომლის
განმავლობაშიც,შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მომწოდებელი ვალდებულია
უსასყიდლოდ შეცვალოს შეუსაბამო ხარისხის საყურე ნიშანი;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და
მოდელის შესახებ მითითებული უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების
ცხრილში;

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ა) მწარმოებლის ISO 9001 სერტიფიკატის ასლი;

ბ) 1.2.21. ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნ(ებ)ის კომპეტენტური ორგანოს
მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდება ტექნიკური დავალების
1.2.21 პუნქტის მოთხოვნასთან შესაბამისობა;

გ) ცხოველთა აღრიცხვიანობის საერთაშორისო კომიტეტის (ICAR) მიერ გაცემული შესაბამისი
მოქმედი სერტიფიკატის ასლი;

დ) საყურე ნიშნებისა და აპლიკატორის გამოყენების ინსტრუქცია;

ე) შესყიდვის ობიექტის მწარმოებელის მიერ გაცემული საგარანტიო წერილი, რომლითაც იგი აიღებს
ვალდებულებას, რომ იგივე მარკირებით არ დაამზადებს საყურე ნიშნებს სხვა დამკვეთისთვის;

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

ა) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საყურე ნიშნების მარკირებული ნიმუშები რაოდენობით
- არანაკლებ 20 კომპლექტი, შესაბამის აპლიკატორთან ერთად;

ბ) ნიმუშები მარკირებული უნდა იყოს შემდეგი არაგანმეორებადი, მზარდი, თანმიმდევრული
ნომერაციით: 11771371- დან GE 11771390-ის ჩათვლით;

გ) სანიმუშე და ასევე, საბოლოო შესასყიდი პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს და
ტენდერით მოთხოვნილ პირობებს, ამისათვის, შემსყიდველი უფლებას იტოვებს შეამოწმოს,
როგორც სანიმუშე, ასევე, შესასყიდი პროდუქტი შესაბამის ლაბორატორიაში;

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი მარშალ გელოვანის #36ა, სურსათის ეროვნული სააგენტო;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.2 შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი აუდიტორის ან აუდიტორული კომპანიის მიერ გაცემული დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებულ ფასად, პრეტენდენტს სრულად და შეუფერხებლად შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულება;

4.1.1.2. ტენდერის მიზნებისთვის, შესაბამისი კვალიფიკაციის და უფლებამოსილების მქონე პირად შემსყიდველი განიხილავს პირს - დამოუკიდებელ აუდიტორს ან აუდიტორულ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ რეესტრში, ვებ გვერდზე: https://www.saras.gov.ge.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

იურიდიული პირისათვის-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

5.1.3 for an individual entrepreneur

ინდივიდუალური მეწარმისათვის - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.4 for a physical entit

ფიზიკური პირისათვის – ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული ქმედებისათვის;

5.1.5 for a partnership

ამხანაგობისათვის – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

5.1.6 for a non-resident

არარეზიდენტმა პირმა უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება დამოწმებული ან ლეგალიზებული;

5.1.7 for a representation/branch

წარმომადგენლობამ /ფილიალმა, უნდა წარმოადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება დამოწმებული ან ლეგალიზებული;

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა, სულ მცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

6.4 terms and conditions of guarantee

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში სათანადოდ რეგისტრირებული, უფლებამოსილი საფინანსო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია;

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შესყიდვა ითვალისწინებს წინასწარ საავანსო ანგარიშსწორებას სახელშეკრულებო ღირებულების 100% ფარგლებში.

7.1.1.2.ვინაიდან შესყიდვა ხორციელდება 2023 წლის სახსრებით, მიმწოდებელი ვალდებულია სახელშეკრულებო ღირებულების 100%-იანი სინასწარი საავანსო საბანკო გარანტია წარმოადგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 22 დეკემბერს.

7.1.1.3. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

7.1.1.3. საავანსო საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში სათანადოდ რეგისტრირებული და შესაბამისი უფლებამოსილენოს მქონე საბანკო დაწესებულების მიერ;

7.1.1.4. უცხოური ბანკიდან საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიწოდებულ საქონელზე, მხარეეებს შორის ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასახვით;
7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეთა მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში
7.2.3. ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში
7.2.4. თანხის ავანსად მიღების შემთვევაში, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება სრული გამოქვითვის პრინციპით (ავანსად მიღებული თანხა გამოიქვითება პირველივე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შესმყიდველის მიერ გადასახდელი თანხიდან).
7.2.5. ანგარიშწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე ან წინასწარი საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს 26 დეკემბრისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომებანძელაძე, 577080719, salome.bandzeladze@nfa.gov.ge გერონტი ფრუიძე, 599381406, geronti.pruidze@nfa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) პრეტენდეტის მიერ ატვირთული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- მოთხოვნათა შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru