Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты (Грузия - Тендер #47544457)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Nonprofit "Batumi Botanical Garden"
Номер конкурса: 47544457
Дата публикации: 27-10-2023
Сумма контракта: 6 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021485
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.10.2023 15:18
Начало приема предложения 04.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 06.11.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 6`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 35100000-Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
Коды классификатора
  • 35100000 - Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты
  • 35111000 - Противопожарное оборудование
  • 35111300 - Огнетушители
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე
Дополнительная информация
სახანძრო სტენდების და ფხვნილოვანი ცეცხლმაქრების (მონტაჟით) შესყიდვა

Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 100.00 GEL
Размер гарантии 67 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi komakhidze :: 26.10.2023 11:38
  • Последнее исправление: giorgi komakhidze :: 27.10.2023 15:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=540629&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ა(ა)იპ-"ბათუმის ბოტანიკური ბაღი"-სათვის სახანძრო სტენდების და ფხვნილოვანი ცეცხლმაქრების (მონტაჟით) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ-"ბათუმის ბოტანიკური ბაღი"-სათვის სახანძრო სტენდების და ფხვნილოვანი ცეცხლმაქრების (მონტაჟით) მიწოდება, შემდეგი ტექნიკური პიროებების შესაბამისად:

1. სახანძრო სტენდი მეტალის კარკასით, ზომით 85 *125 სმ ±10 სმ - 10 კომპლექტი
შემადგენელი ნაწილები:
ცეცლმაქრი ფხვნილოვანი 2ც A B C (E) კლასის (ცეცხლმაქრზე მითითებული უნდა იყოს "E" ან დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია, რომ ცეცხლმაქრის გამოყენება შესაძლებელია 1000 ვოლტამდე ელექტროძაბვის ქვეშ მყოფი დანადგარებისთვის) მუხტის წონა 4±5%კგ
მრავალჯერადი გადამუხტვის შესაძლებლობით. ცეცხლმაქრს უნდა მოჰყვებოდეს გამფრქვევი სახელური და სამაგრი. ცეცხლმაქრი აღჭურვილი უნდა იყოს სარქველის წნევის მანომეტრით (ცეცხლმაქრის მუხტის ვიზუალური კონტროლისათვის) და დაცული სარჭით. ცეცხლმაქრის ცილინდრის კორპუსი უნდა იყოს წითელი ფერის და გაფორმებული სხვადასხვა საინფორმაციო მონაცემით. ცეცხლმაქრის ეტიკეტი უნდა იყოს მინიმუმ 2 ენოვანი, მათ შორის ერთი უნდა იყოს ქართული - ცეცხლმაქრის მოხმარების ვადების და ამოქმედების წესების ილუსტრაციით. ცეცხლმაქრის გამოშვების თარიღი არანაკლებ 2023 წელი. ცეცხლმაქრის საგარანტიო ვადა 2 წელი.
*სათლი 2ც;
*ნიჩაბი 1ც;
*ბარჯი(ბაგორი)1ც;
*ძალაყინი 1ც; *სახანძრო სტენდი შემადგენელი ნაწილებით უნდა იყოს ახალი და გამართული;
* მიწოდება და მონტაჟი;

2. ცეცლმაქრი ფხვნილოვანი - 40 ცალი
ცეცლმაქრი ფხვნილოვანი A B C (E) კლასის (ცეცხლმაქრზე მითითებული უნდა იყოს "E" ან დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია, რომ ცეცხლმაქრის გამოყენება შესაძლებელია 1000 ვოლტამდე ელექტროძაბვის ქვეშ მყოფი დანადგარებისთვის) მუხტის წონა 4±5%კგ
მრავალჯერადი გადამუხტვის შესაძლებლობით. ცეცხლმაქრს უნდა მოჰყვებოდეს გამფრქვევი სახელური და სამაგრი. ცეცხლმაქრი აღჭურვილი უნდა იყოს სარქველის წნევის მანომეტრით (ცეცხლმაქრის მუხტის ვიზუალური კონტროლისათვის) და დაცული სარჭით. ცეცხლმაქრის ცილინდრის კორპუსი უნდა იყოს წითელი ფერის და გაფორმებული სხვადასხვა საინფორმაციო მონაცემით. ცეცხლმაქრის ეტიკეტი უნდა იყოს მინიმუმ 2 ენოვანი, მათ შორის ერთი უნდა იყოს ქართული - ცეცხლმაქრის მოხმარების ვადების და ამოქმედების წესების ილუსტრაციით. ცეცხლმაქრის გამოშვების თარიღი არანაკლებ 2023 წელი. ცეცხლმაქრის საგარანტიო ვადა 2 წელი.
* უნდა იყოს ახალი და გამართული;
* მიწოდება და მონტაჟი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდებისა და მონტაჟის ადგილები: ქ.ბათუმი, დასახლება მწვანე კონცხი ა(ა)იპ-“ბათუმის ბოტანიკური ბაღი"-ს და ქ.ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის N2. ბათუმის ცენტრალური პარკის ტერიტორია.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ადეკვატური შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანებისაგან.
მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიწოდებული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე დამონტაჟებას.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 2 (ორი) წელი.
საგარანტიო პერიოდში სწორი ექსპლუატაციის პირობებში წუნის/დეფექტის გამოვლენის ან დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყარო/მწარმოებელო.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ცეცხლმაქრები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი" ის მოთხოვნებს, კერძოდ - შემოთავაზებულ ცეცხლმაქრებს უნდა გააჩნდეს პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყნებში დადგენილი წესით გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ან ცეცხლმაქრს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანი CE, რაც მიუთითებს რომ პროდუქტი აკმაყოფილებს მათზე ევროკავშირში მოქმედ ტექნიკურ პირობებს.
ან ცეცხლმაქრს უნდა გააჩნდეს შესაბამისობის დამადასტურებელი ნიშანი GE, რაც მიუთითებს, რომ პროდუქტი საქართველოში საქართველოს ბაზრისთვის არის წარმოებული.

- თუ ცეცხლმაქრი დამზადებულია დსთ-ს ქვეყნებში, მაშინ დოკუმენტი უნდა მიუთითებდეს, რომ ცეცხლმაქრი აკმაყოფილებს მათზე ГОСТ სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებულ ტექნიკურ პირობებს, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე დსთ-ს ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების „ სტანდარტიზაციის სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ“ საფუძველზე.

ხარისხის ან/და შესაბამისობის ან/და წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატ(ებ)ი (უცხოენოვანი დოკუმენტაციის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმანი და ნოტარიულად დამოწმებული).

2.9 other additional requirements

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზრაურებას.
ბ) ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში);
გ) დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
დ) სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
ე) პრეტენდეტნის მიერ ასატვირთი დოკუმენტები:
- ფასების ცხრილები,
- ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს, მწარმოებლის, შესახებ,
- ხარისხის ან/და შესაბამისობის ან/და წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატ(ებ)ი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტში გარკვევით უნდა იკითხებოდეს თუ რომელ სფეროშია აკრედიტირებული დასკვნის გამცემი პირი); ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ). აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ა) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
ბ) წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
გ) სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზრაურებას.
დ) ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადახდო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში და მიმწოდებლის მხრიდან პირგასამტეხლოს ჩარიცხვის შემდეგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადახდო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში და მიმწოდებლის მხრიდან პირგასამტეხლოს ჩარიცხვის შემდეგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი კომახიძე, 577255178, batumibotanicalgarden@gmail.com სალომე გოგუა, 598100090, sgogua@bbg.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

ა) ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. დოკუმენტაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში თან უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

ბ) ფასების ცხრილი - (პუნქტი 1.3) - სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;

გ) ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10,1 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru