Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #47441081)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The House of Justice
Номер конкурса: 47441081
Дата публикации: 24-10-2023
Сумма контракта: 46 017


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230021263
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.10.2023 17:29
Начало приема предложения 09.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2023 14:00
Предполагаемая цена закупки 46`017.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45311200 - Электромонтажные работы
Срок подачи 30 (ოცდათი) კალენდარული დღე
Дополнительная информация
სსიპ „იუსტიციის სახლის“ სენაკისა და გორის იუსტიცის სახლში გარე პერიმეტრზე დეკორატიული სანთების მოწყობის სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 350.00 GEL
Размер гарантии 460 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre zhvania :: 19.09.2023 15:40
  • Последнее исправление: aleksandre zhvania :: 24.10.2023 17:29
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536004&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „იუსტიციის სახლის“ სენაკისა და გორის იუსტიცის სახლში გარე პერიმეტრზე დეკორატიული სანთების მოწყობის სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი უნდა დაანგარიშდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1 - ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.
1.2.2. პრეტენდეტმა ერთეულის ღირებულებაში უნდა გაითვალისწინოს/განსაზღვროს ყველა ხარჯი (გარდა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული დარიცხვებისა).
1.2.3. სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს იუსტიციის სახლის გამართული ფუნქციონირება. სამუშაოები უნდა შესრულდეს იმგვარად, რომ სამუშაო დროს მაქსიმალურად მოცილებული იქნეს მომსახურების სივრციდან სარემონტო მასალები და ინვენტარი.
1.2.4. სამუშაოს შესრულების პროცესში მიმწოდებელმა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
1.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამუშაოების შესრულების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.6. სამუშაოს მასშტაბის გათვალისწინებით, მიმწოდებელმა სამუშაოს შესრულება უნდა უზრუნველყოს შესაბამისი რაოდენობის, სანდო, სათანადო უნარ/ჩვევების მქონე პერსონალით.
1.2.7. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს: სამუშაო ფართის დასუფთავება; ნარჩენების მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა.
1.2.8. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა excel ფორმატით, რომელიც არ საჭიროებს ელექტრონულ ხელმოწერას.
1.2.8. სასურველია, წინადადების წარმოდგენამდე პრეტენდენტი ადგილზე გაეცნოს ვითარებას.
1.2.9. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულება, დასტურდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა №2-ით და ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე;
1.2.10. შემსყიდველი უფლებამოსილია მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს აქტი) გაფორმება უზრუნველყოს მის მიერ განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
1.2.11. სამშენებლო მოედანზე გამოყოფილი უნდა იყოს პასუხისმგებელი ინჟინერი, რომელიც პასუხს აგებს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვისათვის, თანახმად საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27-მაისის N361 დადგენილების შესაბამისად, ასევე დაიცვას საქართველოს შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტები“


სენაკის იუსტიციის სახლის საჭიროებისათვის გარე პერიმეტრზე დასამონტაჟებელი დეკორეტიული სანათების ტექნიკური პარამეტრები:

სანათის ტიპი: ინტეგრირებული მზის ენერგიაზე მომუშავე, დიოდური სანათით, აკუმულატორით (ბატარეა), ქვედა ნათებით. მზის ელემენტები უნდა ჰქონდეს მექანიკური დაზიანებისაგან დამცავი ზედაპირი; დღის განმავლობაში უნდა იმუხტებოდეს მზის ენერგიით და შებინდებისას, მასში ჩამონტაჟებული სენსორის მეშვეობით, უნდა ირთვებოდეს ავტომატურად; სანათის ზომები: სიმაღლე 60-70 სმ; ზედა ნაწილი(სანათი) სიგანე 23-25 სმ.*23-25 სმ; ძირი 14-16სმ.*14-16სმ;
მასალის ტიპი (კორპუსი): მეტალი, დაფარული წყალგამძლე ანოდირებული საღებავით, რომლის ძირი 4 წერტილით უნდა ჩამაგრდეს არმირებული ბეტონის ფუნდამენტში (სამაგრის ძირის შესაბამისი გეომეტრიული ზომების) ჩამაგრებულ უჟანგავი მეტალის ანკერებზე ხრახნის მეშვეობით;
სანათის კორპუსის ფერი: ნაცრისფერი - შემსყიდველთან შეთანხმებით;
მუშაობის ხანგრძლივობა: არანაკლებ 3-5 წვიმიანი დღე;
მუშაობის რეჟიმი ღამის განმავლობაში: არანაკლებ 7 საათისა;
ბატარეა : ლითიუმი არანაკლებ 10 AH;
სიმძლავრე: არანაკლებ 30 W;
მზის პანელი: არანაკლებ 5V/30 W;
დიოდური ნათურა: 4500-6500 K;
წყლისგან დაცვა: არანაკლებ IP65

გორის იუსტიციის სახლის საჭიროებისათვის გარე პერიმეტრზე დასამონტაჟებელი დეკორეტიული სანათების ტექნიკური პარამეტრები:

ფერადი დიოდური სანათი, ფასადის მინათებისთვის IP65;
სანათის ზომები: არაუმეტეს 360*265 მმ;
სიმძლავრე: არანაკლებ 30W;
სანათის ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოს შესრულების ადგილი: 1) ქ. სენაკი, აკაკი ელიავას ქუჩა ქ. №23 (სენაკის იუსტიციის სახლი); 2) ქ.გორი, გურამიშვილის ქ. №7 (გორის იუსტიციის სახლი)

1.6 guarantee period for the works to be performed

16.1.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე, მათ შორის დეკორატიულ სანათებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან - არანაკლებ 2 (ორი) წელს.
16.1.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ ვადაში თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.
16.1.3 მიმწოდებლის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის (2) ქვეპუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი დეფექტები და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების სრულად.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული დეკორატიული სანათების წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) და მოდელის შესახებ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ფასების ხარჯთაღრიცხვის შესაბამის გრაფაში მითითებით.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.1.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გარე განათების მოწყობის სამუშაოების ან/და არასაცხრობებელი შენობის ტექნიკური მომსახურების შესრულების გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც 2020-2023 წლებში არ უნდა იყოს 100 000 ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა №2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.
2.1.1.2 პრეტენდენტს 2020-2023 წლებში ერთი ხელშეკრულების ფარგლებში დაწყებული და დასრულებული უნდა ჰქონდეს გარე განათების მოწყობის სამუშაოები ან/და არასაცხრობებელი შენობის ტექნიკური მომსახურების შესრულება, ერთი ობიექტის ფარგლებში, არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების ოდენობით. აღნიშნულის დასტურად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ხელშეკრულება და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა №2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.
2.1.1.3 იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
2.1.1.4 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვტეს სატენდერო კომისია.

2.9 other additional requirements

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შედეგად, წარმოადგინოს ხარჯთაღიცხვის მე-5 და მე-7 პოზიციებზე მოცემული დეკორატიული სანათის ნიმუშები.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს №1 _ ცენტარალური იუსტიციის სახლი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია, დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით, რომლიც შედგენილი იქნება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტის - სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" შესაბამისად.
4.1.1.2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის წარმოდგენი შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
7.2.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდება მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია - ფორმა №2;
7.2.3 მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი სამუშაოს შესრულების დასადასტურებლად საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია - ფორმა N2 და სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა. (მიმწოდებლის მიერ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსანდრე ჟვანია, 591447034, alzhvania@psh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
2) ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3) პრეტენდენტს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
4) დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ადგილზე გაეცნოს ვითარებას;
5) ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
6) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
7) სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;
8) პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru