1. წინადადების ფასი:
1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში –
„სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული
"ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
1.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ
ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს
კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით.
წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში
(შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
1.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება
გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
1.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში
გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა,
თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს
გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში,
თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს
გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება
ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
1.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში,
შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების
დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის
შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით,
ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი
პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ
დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
1.6 ფასების ცხრილის აშშ დოლარში დაზუსტებისას, პრეტენდენტი ვალდებულია
შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი შეამციროს და დაამრგვალოს
მეასედამდე, ცენტების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი), წინააღმდეგ
შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ აშშ დოლარში დაზუსტებულ
ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასის და რაოდენობის
ნამრავლი არ იქნება ერთეულის ჯამური ღირებულების ტოლი, პრეტენდენტი
დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
1.8 საქონელი მოწოდებულ უნდა იქნეს DDP პირობით. არარეზინდენტმა
მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორიელოს DAP პირობით.
ამასთან, დღგ-სა და საბაჟო გადასახადებს, რომლებიც წარმოიქმნება
საქონლის იმპორტის რეჟიმში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას,
იხდის შემსყიდველი ორგანიზაცია. ხსენებული საბაჟო გადასახადი (დღგ-ს
თანხის გარდა), საბროკერო მომსახურების ჩათვლით (ასეთის არსებობის
შემთხვევაში) გაიქვითება მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი
თანხებიდან მხარეებს შორის ურთიერთანგარიშსწორებისას;
2. სხვა მოთხოვნა:
2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო
წინადადება;
2. 2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში
ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და
ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური
ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების
შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით
მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში
წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2.3 სატენდერო პირობების 10.1 პუნქტის სხვა მოთხოვნების 2.2 ქვეპუნქტი,
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით
გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების
ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ
არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №24,
15.01.2021წ.)
2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები
მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც
ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო
წინადადების შესაბამისად.
2.5 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში
ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე;
დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს
ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან
დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან
დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის
მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
2.6 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის
თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების
შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო
წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო
ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში
ბათილია;
3. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
3.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი
წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის
მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში,
განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან
დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
3.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი
მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის
მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება
სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი
სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.