Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #47251043)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Krtsanisi District Gamgeoba
Номер конкурса: 47251043
Дата публикации: 19-10-2023
Сумма контракта: 90 414


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020959
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.10.2023 12:53
Начало приема предложения 04.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 09.11.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 90`414.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45262000 - Специализированные строительные работы, кроме кровельных работ
Срок подачи ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
1. ქ. თბილისში, კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ხის, ლითონის, ქვის კიბეების, აივნების, სადარბაზოს კარის, ეზოს ჭიშკრის მოწყობა ან/და შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
2. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
Количество и объём закупок დეტალები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 1`580.00 GEL
Размер гарантии 904 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: shalva gatikashvili :: 19.10.2023 11:21
  • Последнее исправление: shalva gatikashvili :: 19.10.2023 12:53
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539803&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, კრწანისის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ხის, ლითონის, ქვის კიბეების, აივნების, სადარბაზოს კარის, ეზოს ჭიშკრის მოწყობა ან/და შეკეთების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 სამშენებლო სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის მეშვეობით განხორციელების შედეგად გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში სამუშაოს ახალი პოზიციის წარმოქმნის შემთხვევაში ანაზღაურება განხორციელდება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეული ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი დანახარჯის მიხედვით.
1.2.4 სამშენებლო სამუშაოების ახალი პოზიციის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის მიერ ინიცირების შემხვევაში, ექსპერტიზის მომსახურეობის ღირებულებას აანაზღაურებს შემსყიდველი. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის მომსახურეობის ტარიფების დამტკიცების შსახებ. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების ფარგლებში.
1.2.5 სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას ასევე Excel-ის, ასევე PDF-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციების და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სათანადო მომსახურეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
1.2.7 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, სქემატური ნახაზი (საჭიროების შემთხვევაში) და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები;
1.2.10 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს დავალების მიცემიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, შესაბამისად დამთავრების ვადები განისაზღვროს ინდივიდუალურად დამკვეთან შეთანხმებით.
1.2.12 მიმწოდებული ვალდებულია თითოეულ მოცემულ დავალებაზე წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი 3 (სამი სამუშაო) დღის ვადაში.
1.2.13 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდოულად 5 (ხუთი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.14 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად.
1.2.15 სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს;
1.2.16 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, სამშენებლო ნაგვისაგან და ა. შ.
1.2.17 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) გადაყაროს სანქცირებულ ნაგავსაყრელზე.
1.2.18 ხარჯთაღრიცხვის ექსელის ფორმატის ფაილი და ტექნიკური დავალება ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.19 სამუშაოთა მიმდინარეობაზე ზედამხედველობას განახორციელებს და შესრულებული სამუშაოს ხარჯთაღრიცხვას (ფორმა №2) დაადასტურებს ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“.

პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი:
ა) შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა დანართი №1;
ბ) ინფორმაცია განხორციელებული ანალოგიური სამუშაოების მიწოდების თაობაზე დანართი №2.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კრწანისის რაიონის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
1.6.2 სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%, რომლის დაბრუნებაც მოხდება ხელშეკრულების ამ მუხლის 1.6.1 პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდეგ.
1.6.3 მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში (გარდა კალენდარული წლის ნოემბერი, დეკემბრის თვისა) მიმართოს შემსყიდველს 1.6.2 პუნქტით გათვალისწინებული დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მითითებულ ვადაში არ მიმართავს შემსყიდველს თანხის დაბრუნების თაობაზე, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება.
1.6.4 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით 20 კალენდარული დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე ჯამურად უნდა გააჩნდეს სატენდერო ღირებულების არანაკლებ 150% ანალოგიური სამუშაოების შენობების საერთო სარგებლობის ხის, ლითონის, ქვის კიბეების, აივნების, სადარბაზოს კარისა და ეზოს ჭიშკრის მოწყობა ან/და შეკეთების შესრულების გამოცდილება. ასევე უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებთან (ძეგლები) ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილება. შესრულების გამოცდილებამ, რომელიც შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან (ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარებების აქტები) ერთად ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. (SPA/NAT/CMR ნომრების წარმოდგენის შემთხვევაში თუ მოთხოვნილი ინფორმაცია იქნება ატვირთული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ზემოაღნიშნულ SPA/NAT/CMR სისტემაში, ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარებების აქტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის). ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს დანართ №2-ში (იმ შემთხვევაში, თუ მითითებული მომსახურების შესყიდვა არ განხორციელებულა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით, პრეტენდენტის მიერ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად).

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

გეგმა-გრაფიკი წარმოდგენილი უნდა იქნას დავალების მიცემიდან სამ სამუშაო დღეში. ვინაიდან ტენდერი არის მოცულობითი და წინასწარ არ არის მითითებული მისამართები დამკვეთი წერილობით გასცემს დავალებას და დავალების მიღებიდან 3 (სამი) დღეში უნდა წარმოადგინოს გამარჯვებულმა კომპანიამ (შემსრულებელმა) თანხობრივი და კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.9 other additional requirements

1. 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან აკრედიტაციის ცენტრში აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის №439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

შალვა გათიკაშვილი, 599488500, shalvagatikashvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru