Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #47251040)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 47251040
Дата публикации: 18-10-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230020947
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.10.2023 20:02
Начало приема предложения 27.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 30.11.2023 13:00
Предполагаемая цена прейскуранта 27.15 GEL
Контрактная цена объекта закупки 279`426.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
  • 55521200 - Доставка продуктов питания
Срок подачи იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ქ. ბათუმში განთავსებული შსს მოსამსახურეებისათვის კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 0.15 GEL
Размер гарантии 2`794 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: dali guluashvili :: 11.10.2023 13:38
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 18.10.2023 20:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=538791&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შს სამინისტორს მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მზა საკვების (კერძების) მომზადება და მიწოდება ყოველდღიურად (დანართი N1 შესაბამისად) განსაზღვრული პრეისკურანტის ჩამონათვალის შესაბამისად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით. კვალიფიციური კადრების მიერ.
1.2.2. მისაწოდებელი მზა საკვების რაოდენობა პერსონათა რაოდენობის შესაბამისად დაზუსტდება ყოველდღიურად შემსყიდველის მიერ და წინა დღით ეცნობება მიმწოდებელს (ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია რაოდენობა დამატებით დაზუსტდეს დილის საათებშიც).
1.2.3. მზა საკვების მიწოდება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად ერთჯერადი მიწოდებით. განსაკუთრებულ შემთხვევევაში (მხარეთა შეთანხმებით) ორჯერადი მიწოდებით პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალისგან შედგენილი მენიუს კომბინაციის შესაბამისად, რომელიც წინასწარ განისაზღვრება შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
1.2.4. მიმწოდებელი ვალდებულია იმ კვების ობიექტს სადაც ამზადებს მზა საკვებს ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება სადეზინფექციო სამსახურთან ჩატარებული დეზინფექციის, დეზინსექციის და დერატიზაციის შესახებ. გაცემული დასკვნები ჩატარებული სამუშაოების (არანაკლებ თვეში ერთხელ) შესახებ უნდა ინახებოდეს კვების ობიექტებში
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს სანიტარიულ–ჰიგიენური სამუშაოების ჩატარების შესახებ ინფორმაცია
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მზა საკვების მოთავსება კვების პროდუქტებისათვის ვარგისს სხვადასხვა დანიშნულებისა და რაოდენობის ჭურჭელში, ასევე ცხელი მზა საკვების გადასატანი ქვაბით. დაუშვებელია პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებების გამოყენებით პროდუქციის მიწოდება და დაფასოება.
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისაწოდებელი მზა საკვების (კერძები) დამზადება ახალი მაღალხარისხიანი ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი პროდუქტებისაგან
1.2.8. გაყინული ხორცის გამოყენების შემთხვევაში იგულისხმება უმაღლესი კატეგორიის გაყინული საქონლის (ძროხის) ხორცი;
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს ჩაის მიწოდება ერთჯერადი „პაკეტით/კონვერტით“
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია პრეისკურანტით განსაზღვრული საკმაზები, სუნელები, მწვანილები და ა.შ. (საუბარია არაძირითად პროდუქტზე) შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში
1.2.11. მიმწოდებლის მიერ კვების მენიუში დაუშვებელია ცვლილებების შეტანა შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების გარეშე
1.2.12. მიმწოდებლის მიერ დამზადებული/მიწოდებული კერძები უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი (არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას). აღნიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად
1.2.13. მიმწოდებლის მიერ დამზადებული/მიწოდებული კერძები და კვების პროდუქტები თავის საგემოვნო თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით
1.2.14. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ნორმირებული კვებით უზრუნველყოფის დროს ყოველდღიურად კვების ობიექტში უნდა ინახებოდეს როგორც მენიუ (მზა კერძების) და მენიუ–კალკულაციები, ასევე მზა კერძების შესაბამისი საკალკულაციე ბარათები, (წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისად) როგორც ელექტრონული ასევე მატერიალური სახით რაც შესაძლებელს გახდის მოცემული მზა პროდუქციის შემადგენელი ინგრედიენტების და გამოსავლიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებას
1.2.15. ყოველთვიურად ანგარიშის წარმოდგენისას დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ყოველდღიური მენიუ–კალკულაცია და ყოველდღიური მზა პროდუქციის მენიუ–განწილვა ხელმოწერილი შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის (ან უფლებამოსილი პირის) მიერ;
1.2.16. მიმწოდებელი ვალდებულია კვების ობიექტებში ჰქონდეს სავალდებულო სურსათის შესყიდვის შესახებ პირველადი დოკუმენტაცია (ქართულ ენაზე), რითაც დადასტურდება სურსათის მიღება ქვეყანაში არსებული ნორმებით (წარმოშობის ან შესაბამისობის სერთიფიკატები, ხორცი და ხორცის პროდუქტების ვარგისიანობის დამადასტურებელი ცნობები, ასევე სასურსათო პროდუქტის მიღების დამადასტურებელი ანგარიშ–ფაქტურები ან გამარტივებული შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია);
1.2.17. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სასადილოს გამართული ფუნქციონირება
1.2.18. თანამშრომელი, რომელიც კვების ობიექტშია დაშვებული სამუშაოდ, პერიოდულად, წლის მანძილზე უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება არანაკლებ 3 ჯერ შემდეგი დასკვნით: „დაშვებულია კვების ობიექტზე სამუშაოდ“
1.2.19. კვების ობიექტში მომუშავე თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება (წერილობით)
1.2.20. ყოველთვიურად ანგარიშის წარმოდგენისას დოკუმენტაციას უნდა ახლდეს ყოველდღიური მენიუ–კალკულაცია და ყოველდღიური მზა პროდუქციის მენიუ–განწილვა ხელმოწერილი შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელის (ან უფლებამოსილი პირის) მიერ
1.2.21. კვების ობიექტი პერიოდულად (შესაძლებელია არანაკლებ კვირაში ერთჯერ) შესაძლებელია შეამოწმოს შს სამინისტროში შექმნილმა შესაბამისმა კომისიამ/კონტროლის განმახორციელებელმა პირმა.
1.2.22. შესაბამისი კომისია/კონტროლის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილი იქნება დარღვევის შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი დარღვევის აქტ(ებ)ი.
1.2.23. დარღვევის აქტ(ებ)ის საფუძველზე დამრღვევს დაუწესდება საჯარიმო სანქციები, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული საჯარიმო თანხების გადაუხდელობის ან მრავალგზის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება.

შენიშვნა:
ყოველდღიურად მყოფ კაცთა სავარაუდო რაოდენობა 28 (ოცდარვა) თანამშრომელი

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

კვებით მომსახურება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად 2024 წლის 01 იანვრიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ბათუმი, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
ყოველდღიურად დამზადებული მზა კერძების წაღება დისლოკაციის ადგილებზე უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, აღმოჩენილი ხარვეზის ან/და ნაკლის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე (იმავე დღეს) გამოასწოროს ნაკლი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის კვებითი მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებ(ები)ა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს ქ. ბათუმში საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს საწარმო ფართი ან უნდა ჰყავდეს ქვეკონტრაქტორი სადაც განახორციელებს საკვები პროდუქტების მომზადებას. რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტი.
2.3.2.2 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა, რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის 31 დეკემბრისა.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში ხორცპროდუქტების (სოსისი, სარდელი, კუპატი, ძეხვი და სხვ.), რძისპროდუქტების (რძე, მაწონი, ყველი, სულგუნი არაჟანი, ხაჭო და სხვ.), ნატურალური წვენის შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ISO ან/და HACCP სერთიფიკატის მქონე საწარმოდან.

2.7.1.2 კვების ობიექტზე გამოყენებული ნედლეულის შეფუთვა და ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 1 ივლისის საქართველოს მთავრობის დადგენილებას №301 ,,ტექნიკურ რეგლამენტს– მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდები თაობაზე დამტკიცების შესახებ“;

2.7.1.3 კვების ობიექტზე გამოყენებული ახალი (გაუყინავი) საქონლის ხორცის ეტიკეტირება უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის 9 მარტის №118 ტექნიკურ რეგლამენტს–,, საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ“;

2.7.1.4 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ ერთ თვეში წარმოადგინოს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სერთიფიკატი მოცემულ მისამართებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებას იტოვებს შეწყვიტოს ხელშეკრულება.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა, რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის 31 დეკემბრისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის საწარმოო ფართის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ საწარმოო ფართი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა. ამასთან, საწარმოო ფართის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგენს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს, ინფორმაცია საწარმოო ფართის მისმართების შესახებ,

2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ საწარმოო ფართი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) შემოთავაზებული საწარმოო ფართის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი).

2.9.3 იმ შემთხვევაში, თუ საწარმოო ფართი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის 31 დეკემბრისა.

ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.).

შენიშვნა: მიმწოდებელმა უნდა წარმოადგენს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი.

2,9.4 პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობისას წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

2.9.5 პრეტენდენტის სატენდერო წინადადება რომლის განფასების ცხრილში (პრეისკურანტი) პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად,(აღნიშნულის შეცდომით წარმოდგენა ექვემდებარება დაზუსტებას);

2.9.6 პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, რაც შემდგომ შემსყიდველის მიერ კლების თვალსაზრისით იგივე პროცენტული მაჩვენებლით აისახება დანართში „ახალი წლის სადღესასწაულო დღის ნორმა“ და „აღდგომის დღის სადღესასწაულო დღის ნორმა" მითითებულ ზღვრულ ერთეულის ფასებზე. დაფიქსირებულ ფასთან მიმართებაში, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც. ამასთან შემსყიდველის მიერ იგივე პრინციპი გავრცელდება „ახალი წლის სადღესასწაულო დღის ნორმის“ და „აღდგომის დღის სადღესასწაულო დღის ნორმის" ჯამურ ღირებულებებზეც.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დალი გულუაშვილი, 599421393, aniguluashvili@yahoo.com ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ცირა კრიჭინაშვილს ტელ: 577 55-40-41.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 პრეისკურანტი (რომლებშიც მითითებული ფასები არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაფასებელ ცხრილებში (პრეისკურანტებში) თითოეულ პოზიციაზე მითითებულ სავარაუდო მაქსიმალურ ერთეულის ფასებს);

10.2.2 სატნდერო დოკუმენტაციის 2.3.1, 2.8.1 და 2.9 პუქნტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru