Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #47071832)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "The Joint Water Supply Company of Georgia"
Номер конкурса: 47071832
Дата публикации: 13-10-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230020611
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.10.2023 19:18
Начало приема предложения 21.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 24.10.2023 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 1`167`411.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50114000 - Ремонт и техническое обслуживание грузовых автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით,
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 11`675.00 GEL
Размер гарантии 2`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli chezhia :: 12.10.2023 14:27
  • Последнее исправление: irakli chezhia :: 12.10.2023 19:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539002&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სხვადასხვა ფირმის სპეციალური ტექნიკის (ექსკავატორები) შეკეთება/ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

დანართის სახით იხილეთ სპეციალური ტექნიკის ჩამონათვალი, რომელზეც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა.

1.2.1. სატენდერო დოკუმენტაციის პრეისკურანტში პრეტენდენტის მიერ მითითებული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასები (ნაწილის/მომსახურების ზღვრული ფასი) არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე შემსყიდველის მიერ მითითებულ სავარაუდო ფასებს (შემოთავაზებული ფასი).
1.2.2. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული %-ლი სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ზედა ზღვრულ ფასებთან მიმართებით.
1.2.3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტი (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2023 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად;

პრეტენდენტს გეგმიური და არა გეგმიური ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) მობილური ჯგუფი. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღეში გამოცხადდეს მოთხოვნაში მითითებულ მისამართზე (ადგილზე მომსახურების გაწევის მიზნით), ჩაატაროს ტექნიკის დათვალიერება და შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნოს სრულყოფილი დეფექტური აქტ(ებ)ი, ხოლო სპეციალური ტექნიკის ავტოგასამართ სადგურში გადაყვანის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სრულყოფილი დეფექტური აქტის შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა. შემსყიდველის თანხმობის გარეშე, სპეციალური ტექნიკის შეკეთების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ აუნაზღაუროს მომწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება. მომსახურების გაწევის ვადები თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: სავალი ნაწილებისთვის - 3 კალენდარულ დღეს, ელექტროობისთვის - 3 კალენდარულ დღეს, ძირითადი აგრეგატებისთვის - 5 კალენდარულ დღეს (თუ ტექმომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, შესაძლებელია, მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს - 20 (ოცი) კალენდარული დღისა;სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურად თუ საქართველოს ბაზარზე მოიძებნება ერთი მიმწოდებელი მაინც, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას). მოცემული ვადების ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ ელექტრონულად გაცემული თანხმობის მომენტიდან. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სათადარიგო ნაწილების შესაბამისობის სერთიფიკატი.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს: ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, კახეთის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

მომსახურება გაწეულ უნდა იქნას საქართველოს მასშტაბით, რიგგარეშე (საჭიროების შემთხვევაში, მობილური ჯგუფის მეშვეობით). პრეტენდენტს გეგმიური და არა გეგმიური ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) მობილური ჯგუფი. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღეში გამოცხადდეს მოთხოვნაში მითითებულ მისამართზე (ადგილზე მომსახურების გაწევის მიზნით), ჩაატაროს ტექნიკის დათვალიერება და შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნოს სრულყოფილი დეფექტური აქტ(ებ)ი, ხოლო სპეციალური ტექნიკის ავტოგასამართ სადგურში გადაყვანის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სრულყოფილი დეფექტური აქტის შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა.

1.7.1 requirement related to guarantee period

განხორციელებულ მომსახურებაზე და შეცვლილ სათადარიგო ნაწილ/ებ/ზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 200 (ორასი) დღე, გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებებისა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ნამუშევარ საათზე. აღნიშნულმა სათადარიგო ნაწილებმა და საცხებ-საპოხმა საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ ექსკავატორ-დამტვირთველების გამართულად ექსპლუატაცია:

• ძრავის ზეთი და ძრავის ზეთის ფილტრი - არანაკლებ 250 ნამუშევარი საათი;

• სავალ ნაწილებზე არანაკლებ 200 (ორასი) დღე;

• ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ;

• ძრავის, გენერატორის, კონდენციონერის და საჭის გამაძლიერებლის ღვედი - არანაკლებ 500 საათი;

• ელექტრონულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) - არანაკლებ 1 წელი.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის საგარანტიო პირობების თაობაზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1. პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 400 000 ლარის, ანალოგიური (ნებისმიერი ტიპის სპეციალური ტექნიკის) შეკეთება/ტექნიკური მომსახურების განხორციელების გამოცდილება.
2.2.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი).
2.2.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.
ამასთან:
ა) დანართი N2-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N2-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი), რითაც დადასტურდება მოთხოვნილი გამოცდილება.
გ) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 სერვისცენტრი შემდეგ ლოკაციებზე: ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში, ასევე კახეთის, სამეგრელოს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქსელში არსებული სერვისცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით. ასევე, საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს სერვისცენტრი აღებული აქვს დროებით სარგებლობაში (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2023 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით.

პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სერვის ცენტრების საკუთრების ან/დასარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი) რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა, ამასთანავე სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2023 წლის 26 დეკემბრის ჩავლით, ხოლო თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი 1 წელზე მეტი ვადით არის დადებული პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ვინაიდან საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები) პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ – „ ი “ და „ ლ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

პრეტენდენტს ტექმომსახურების გაწევის მიზნით, ქ. თბილისის სერვისცენტრის ერთ ლოკაციაზე უნდა გააჩნდეს შემდეგი მანქანა-დანადგარები და შესაბამისი აღჭურვილობა (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა):

-ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული;
-ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული;
-ვულკანიზაციის, ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული;
- ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი) - არანაკლებ 1 ერთეული;
-ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ერთეული;


პრეტენდენტს ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი (თითო) სერვისცენტრი შემდეგ ლოკაციებზე: ქ. ქუთაისი, კახეთის რეგიონი, სამეგრელოს რეგიონი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. სერვისცენტრი უნდა იქნეს აღჭურვილი შემდეგი მანქანა-დანადგარებითა და აღჭურვილობით (მატერიალურტექნიკური ბაზა):

-ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული;
-ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული;
-ვულკანიზაციის, ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული;
-ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი) - არანაკლებ 1 ერთეული;
-ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ერთეული;


პრეტენდენტმა პრეისკურანტში ჩამოთვლილი ტექმომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ქ. თბილისსა და რეგიონებში, მითითებულ მისამართზე, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სერვის ცენტრში სრულყოფილად ვერ ხორციელდება ტექნიკური მომსახურეობის გაწევა, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის ალტერნატიულ სერვის ცენტრში გადაყვანა/ტრანსპორტირება ან/და სხვა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის სავარაუდო ზღვრულ ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3–ის მიხედვით ან/და სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №3-ით მოთხოვნილი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი (დანართი №3 იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში).
6.4.2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
6.4.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
6.4.4. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განორციელდება ეტაპობრივად- ყოველ თვეში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მომდევნო თვეში, მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურა -დღგს გადამხდელის შემთხვევაში) წარმოდგენიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ჭეჟია, 593636888, irakli05@yahoo.com ატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
10.1.2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგიმოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი,დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.1.6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა)(სავალდებულოა Excel-ის ფორმატი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს)
10.1.7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულის ფასები, გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
10.1.8. მიმწოდებელი ვალდებულია: მომსახურება გაწიოს ამ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად; დაიცვას უსაფრთხოების ზომები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით; გათვალოს მომსახურების განხორციელების პროცესში შესაძლო რისკები და უზრუნველყოს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდება; სრულად უზრუნველყოს მისი ქმედების/უმოქმედობის შედეგადა გარემოზე ან/და სხვა სახის ქონებაზე მიყინებული ზიანის ანაზრაურება; აუნაზღაუროს შემსყიდველს მისი ბრალეულობით გამოწვეული ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ზარალი;
10.1.9. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ტექნიკაზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru