ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:
შიდა სარემონტო სამუშაოები
იატაკიდან კერამოგრანიტის ფილების დემონტაჟი, ბეტონის მჭიმის
დემონტაჟი, ლამინირებული იატაკის საფარის დემონტაჟი, კედლებიდან
ბათქაშის დემონტაჟი, ფანჯრების დემონტაჟი, ფანჯრის გამღები მექანიზმის
დემონტაჟი, იატაკზე ცემენტის მოჭიმვა სისქით 40მმ, კერამოგრანიტის
ფილების მოწყობა იატაკზე, ლამინატის არანაკლებ 10,3მმ სისქის იატაკის
მოწყობა, კედლებზე მაღალხარისხოვანი ბათქაშის მოწყობა, ალუმინის
ფანჯრების მონტაჟი, ფანჯრების გამღები მექანიზმის შეძენა-მონტაჟი,
მწერებისაგან დამცავი ბადეების შეძენა, მდფ-ს ის კარების
შეძენა-მონტაჟი, კარებისა და ფანჯრების ნაოთხალებზე ბათქაშის მოწყობა,
შელესილი კედლისა და კარ-ფანჯრების ფერდოების შეღებვა წყალემულსიური
საღებავით.
გარე სარემონტო სამუშაოები
ზეძირკველზე დაზიანებული გრანიტის ფილების დემონტაჟი, ფასადზე
დაზიანებული ალუკაბონდის ფილების დემონტაჟი, დაზიანებული
წყალშემკრები სისტემის (მილები,ღარები ,ძაბრები) დემონტაჟი,
ზეძირკველზე გრანიტის ფილების დემონტაჟი, ალუკაბონდის ფილილს მოწყობა,
წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა.
ეზოს კეთლმოწყობის სამუშაოები
ტერიტორიაზე არსებული ასფალტბეტონის საფარის დემონტაჟი, არსებული
ლითონის ღობის დემონტაჟი (26მ*1.2მ) შემდგომი გამოყენების თვალსაზრისით,
ღობის რკ/ბეტონის საძირკვლის დემონტაჟი, ბეტონის ბორდიურების
დემონტაჟი, II ჯგ.გრუნტის დამუშავება ხელით არხის მოსაწყობად, ტრანშეაში
ღორღის ფენის მოწყობა, რკ/ბეტონის არხის მოწყობა კვეთით 70*65 (63გრძ.მ),
ლითონის ცხაურის მოყობა, ღორღის შემასწორებელი ფენის მოწყობა სისქით
10სმ, ბეტონის საფარის მოწყობა მცირე მექანიზაციით სისქით 16სმ
ტემპერატურული ნაკერების მოწყობით, ბეტონის ბორდიურების მონტაჟი
ბეტონის ბალიშის მოწყობით, ღობის ბეტონის საძირკვლის მოწყობა,
არსებული ღობის ლითონის ელემენტების მონტაჟი საძირკველში.
მანქანების სამრეცხაო ფარდულის მოწყობა
სამრეცხაოს დგარებისათვის წერტილოვანი საძირკვლის მოწყობა, კედლების
წყობა სისქით 20სმ მცირე საკედლე ბლოკებით 39*19*19, სამრეცხაოს ლითონის
კარკასის (სვეტების და კოჭების) დამზადება -მონტაჟი, სამრეცხაოს ლითონის
ტიხრების დამზადება-მოწყობა, სახურავის ხის შეფიცვრის მოწყობა,
სამრეცხაოს სახურავის გადახურვა პროფილირებული თუნუქის საფარით,
მეტალოპლასტმასის ფანჯრის ბლოკის მოწყობა-1ც, მეტალოპლასტმასის კარის
ბლოკის მოწყობა-1ც, კერამოგრანიტის ფილების მოწყობა იატაკზე,
სამრეცხაოში ტიხრების კარკასის მოპირკეთება 10მმ ბეტოპანის ფილებით
ორივე მხრიდან, ლითონის ელემენტების (ღობის, სამრეცხაოს და სხვა)
დამუშავება და შეღებვა ანტიკოროზიული საღებავით, სამრეცხაოს
ტიხრების(ბეტოპანის ფილებით შეფუთული) დამუშავება და შეღებვა ემულსიის
საღებავით, სამშენებლო ნაგვის ტრანსპორტირება 7კმ მანძილზე.
წყალსადენი-კანალიზაციის რებილიტაცია
პოლიპროპილენის წყლის მილების დ15-25მმ დემონტაჟი, ვენტილების დემონტაჟი
დ15-დ25მმ, უნიტაზის დემონტაზი, ხელსაბამის დემონტაჟი, პოლიპროპილენის
წყლის მილი Ø20, პოლიპროპილენის წყლის მილი Ø25, პოლიპროპილენის წყლის მილი
Ø32, უნიტაზი დამრეცხი ავზით (მაღალი მოწყობის), ერთიანი ხელსაბანის
მოწყობა, უჟანგავი სარეცხელას მონტაჟი.
ელ. მომარაგება
კაბელების მონტაჟი, ვინიპლასტის მილი d=20მმ მონტაჟი, ერტპოლუსა
ჩამრთველის მონტაჟი, ორპოლუსა ჩამრთველის მონტაჟი, სამიანი საშტეფცელო
როზეტი დამიწებით, სანათი LED ნათურით (კომპლექტი), არმსტრონგის სანათის
მონტაჟი, ავტომატური ამომრთველების მონტაჟი, შემყვან გამანაწილებელი
ფარი, მაღალი წნევის აპარატის ე.წ კერხერის შეძენა-მონტაჟი(ყველა
სამონტაჟო დეტალის გათვალისეინებით), მტვერსასრუტის შეძენა,
მექანიკური საშრობის შეძენა.
მიმწოდებელი ვალდებულია:
მოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ სამშენებლო-სამონტაჟო
სამუშაოთა წარმოებისას, დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და
წესებით განსაზღვრული ღონისძიებები:
სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილი და სამშენებლო
მოედანი უნდა გასუფდავდეს ყოველგვარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო
ნაგვისაგან.
ვალდებულია და პასუხისმგებელია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების,
შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვით.
მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული
კანონის - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნები.
გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა
მხოლოდ შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
თანხმობის მისაღებად მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორციელდეს
ასეთი სამუშაოების გამოვლენისთანავე.
სამუშაოების მიმდინარეობისას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში
კორექტირების განხორციელების აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში
შესაბამისი მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორცილედეს
აღნიშნულის გამოვლენისთანავე, კორექტირებას დაქვემდებარებული
სამუშაოების შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვამდე 10
სამუშაო დღით ადრე.
სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნას
აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა. შესასრულებელი სამუშაოების
უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის
მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის
სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და
ნორმები.
მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით
გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად
შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას
ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში
წარმოშობილ ზიანზე.
შესასრულებელი სამუშაოების სრული ჩამონთვალი ასახულია სატენდერო
დოკუმენტაციის 1.3 მუხლში ექსელის (Excel) ფაილის სახით ატვირთულ
ხარჯთაღრიცხვაში.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი
საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის
ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული
იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია,
ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის
„მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი
ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე
საქონელი.