Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #46792083)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Investigation Service
Номер конкурса: 46792083
Дата публикации: 05-10-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230020153
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.10.2023 18:14
Начало приема предложения 11.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 13.10.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 63`000.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 100`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
  • 50710000 - Ремонт и обслуживание электрического и механического оборудования зданий
  • 50720000 - Ремонт и обслуживание центрального отопления
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
  • 50750000 - Техническое обслуживание лифтов
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შენობების (მდებარე: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №9, ალ. ყაზბეგის გამზ. №42-42ა, ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №22, ქ. ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. №54, ქ. თელავი, ერეკლე მეორის გამზ. №16, ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58) ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.

დაფინანსების წყარო - 2023 და 2024 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.

2023 წელი - 30 000 ლარი;
2024 წელი - 70 000 ლარი.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 500.00 GEL
Размер гарантии 1`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: badri sajaia :: 20.09.2023 14:01
  • Последнее исправление: badri sajaia :: 05.10.2023 18:14
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536200&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციული შენობების (მდებარე: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №9, ალ. ყაზბეგის გამზ. №42-42ა, ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ. №22, ქ. ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. №54, ქ. თელავი, ერეკლე მეორის გამზ. №16, ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58) ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურების (პრეისკურანტით) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2 მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება):
1.2.1 მომსახურების გაწევა ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობებისა და მასში განთავსებული მოწყობილობებისა და დანადგარების (გათბობა-გაგრილების სისტემები, სამგზავრო ლიფტები) ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურებას.
1.2.2 შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 100 000 (ასი ათასი) ლარს. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე პოზიციაზე პრეტენდენტი მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“/„-“. პრეისკურანტში მითითებული მომსახურების ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.4 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.5 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით.
1.2.6 მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით შენობის ინფრასტრუქტურის ან/და შენობაში არსებული მოწყობილობების/დანადგარების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის აღმოფხვრის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.7 მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყების ვადა და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია.
1.2.8 დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილებით.
1.2.9 შემსყიდველის მხრიდან პრეისკურანტით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შორის, ავარიულად გაჩერებული მოწყობილობის/დანადგარის დათვალიერება და ექსპლუატაციაში გაშვება (თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილ(ებ)ის შეკეთება ან/და შეცვლასთან) უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან (შემსყიდველის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტაზე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით) არაუგვიანეს 24 საათში, კვირის ნებისმიერ დღეს. ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან/და შეცვლა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან (შემსყიდველის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტაზე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით) არაუგვიანეს 48 საათში, კვირის ნებისმიერ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის შესყიდვა შეუძლებელია ადგილობრივ ბაზარზე, მიმწოდებელი და შემსყიდველი თანხმდებიან გონივრულ ვადაზე, რაც საკმარისი იქნება საქონლის შემოტანისთვის, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
1.2.10 იმ შემთხვევაში, თუ პრეისკურანტში მითითებულია მოწყობილობის/დანადგარის მარკა, მოდელი, ნომერი და სხვა, იგულისხმება, რომ მიმწოდებელის მიერ შესაძლებელია შემოთავაზებულ იქნას აღნიშნულ მოწყობილობა/დანადგართან თავსებადი სათადარიგო ნაწილები.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მოწყობილობების/დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
1.2.12 მიმწოდებელი პასუხისმგებელია იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ლიფტის ტექნიკური გაუმართაობით.
1.2.13 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შესაბამისი გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ, უსაფრთხოების წესებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
1.2.14 შენობებში მომსახურების გაწევისას მიმწოდებელმა მომსახურე პერსონალი უნდა უზრუნველყოს უნიფორმით, შესაბამისი ინსტრუმენტებით, საჭირო ინვენტარით და სხვა საშუალებებით, რომელიც საჭირო იქნება მომსახურების გაწევის პროცესში.
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია ლიფტის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში (ლიფტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა) შეწყვიტოს ლიფტის ექსპლუატაცია და შემსყიდველს აცნობოს წერილობით არსებულის შესახებ.
1.2.16 მიმწოდებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე, შემსყიდველის შესაბამის უფლებამოსილ პირთან.
1.2.17 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, შეადგინოს დეფექტური აქტი შენობებში არსებული სამეურნეო ნაწილების, მოწყობილობების/დანადგარების, გაგრილების სისტემების დაზიანებული ან/და შესაცვლელი დეტალების შესახებ.
1.2.19 პრეისკურანტის „ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურება“ თავის №280 პოზიციით განსაზღვრულ „პერსონალის ყოველთვიურ მომსახურებაში“ იგულისხმება ობიექტებზე სხვადასხვა პერსონალის მობილიზების, კერძოდ, სანტექნიკოსის, ზეინკლის, დურგლის და ელექტრიკოსის მომსახურების ღირებულება, ასევე, შენობის ელექტრო და სანტექნიკური გაყვანილობების, გაგრილების სისტემების (მოწყობილობის/დანადგარის სწორი ექსპლუატაციის შემოწმება, სისტემაში წყლის წნევის და ტემპერატურის კონტროლი, რეგულირება და სხვა) მონიტორინგისა და 1. 18 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი) შედგენის ღირებულება. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში, მ. ასათიანის ქ. N9-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში არანაკლებ 1 პერსონის (სანტექნიკოსი/ ზეინკალი/დურგალი/ელექტრიკოსი) მობილიზება სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით. პერსონალის მობილიზებამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველთან წინასწარ შეათანხმოს სანტექნიკოსი/ ზეინკალი/დურგალი/ელექტრიკოსის კანდიდატურა.
1.2.20 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას ელექტრონული ფოსტის მისამართი და არანაკლებ 2 (ორი) ტელეფონის ნომერი, რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია მითითებული ნომრების გათიშვა. მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს და მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების შესახებ.

1.2.21 ტექნიკის დასახელება, აღწერილობა და ადგილმდებარეობა მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.2.22 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. №9, ალ. ყაზბეგის გამზ. №42-42ა (საკადასტრო კოდი: 01.14.03.040.155.01.500), ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. №22 (საკადასტრო კოდი: 03.01.22.050.02.500), ქ. ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. №54, ქ. თელავი, ერეკლე მეორის გამზ. №16 (ს.კ. 53.20.37.089), ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58 (ს.კ. 43.31.49.116.01/508; ს.კ. 43.31.49.116.01/509).

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
1.7.1.2 პრეისკურანტით გათვალისწინებული მომსახურების ფარგლებში დანადგარის/მოწყობილობის შეცვლილი სათადარიგო ნაწილი უნდა იყოს ახალი და უნაკლო.
1.7.1.3 შესყიდვის ობიექტის გარანტია - პრეისკურანტის „ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურება“ თავის №141 და №142 პოზიციებსა და „შენობის გაგრილების სისტემების (კონდინციონერები)“, „შენობის გაგრილების სისტემების (ჩილერი, ფანკოილი)“, „ცენტრალური გათბობის ქვაბის/ბოილერის“, „სამგზავრო ლიფტის (თურქული წარმოების)“, „KONE“-ს ფირმის ფინური წარმოების ლიფტის თავებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.4 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ შეცვლილი სათადარიგო ნაწილების მიმართ საგარანტიო ვადის განმავლობაში აღმოჩენილი დეფექტის/ხარვეზის/წუნის გამოვლენის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი - შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტის მქონე საქონელი ახლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2019 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 120 000 ლარის ღირებულების შენობების და მოწყობილობებისა და დანადგარების (გათბობა-გაგრილების სისტემები, ლიფტები) ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულება/ები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან სხვა დოკუმენტაცია), ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მიუთითოთ შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (მომსახურების გაწევის) მიწოდების შესაძლებლობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე (არსებობის შემთხვევაში), სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 (30 000 ლარი) და 2024 (70 000 ლარი) წლების ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბადრი საჯაია, 599700335, bsajaia@sis.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.4 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.8 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის - „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით, ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, მ. ასათიანის ქ. N9.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.2.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით (მომსახურების პრეისკურანტის წარმოუდგენლობა ან ისეთი მომსახურების პრეისკურანტის წარმოდგენა, რომელშიც განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.2.2 ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru