Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #46792082)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Revenue Service
Номер конкурса: 46792082
Дата публикации: 05-10-2023
Сумма контракта: 690 840


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230020154
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.10.2023 18:39
Начало приема предложения 22.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.10.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 690`840.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45220000 - Инженерные и строительные работы
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ.კაპანახჩი, ს.კ. 83.11.22.608) ტერიტორიაზე სხვადსხვა სახის სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოები
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`908.00 GEL
Размер гарантии 6`908 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lana talakhadze :: 04.10.2023 13:50
  • Последнее исправление: lana talakhadze :: 05.10.2023 18:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=537920&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ.კაპანახჩი, ს.კ. 83.11.22.608) ტერიტორიაზე სხვადსხვა სახის სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოების მრავალწლიანი შესყიდვა (2023 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 180 000.00 ლარს; ხოლო, 2024 წელს შესასრულებელი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 510 840.00 ლარს).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული პირობები გათვალისწინებული იქნება შემდგომში გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში.

სამუშაოები მოიცავს საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს (მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ.კაპანახჩი, ს.კ. 83.11.22.608) ტერიტორიაზე სხვადსხვა სახის სამშენებლო და საინჟინრო სამუშაოებს.

აღნიშნული სამუშაოები უნდა შესრულდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დანართი N1-ით მოცემული კონკრეტული სამუშაოების, მოცულობების და პირობების შესაბამისად (დანართი N1 ხარჯთაღრიცხვა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ითვლება სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილად).

აღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოების პროცესში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლის) მიერ გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი და ქარხნული წარმოების. ამასთან, მიმწოდებელი სამუშოების დაწყებამდე მასალებსა და მოწყობილობებს ათანხმებს შემსყიდველთან.

სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართი N1, ხარჯთაღრიცხვაში. დანართში გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მასალა-მოწყობილობებითა და ხარჯებით.

შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის (ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე) მიმწოდებელმა უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს შესახებ შედგენილი ფორმა N2, შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ხარისხის დადგენის მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული დასკვნა (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი) და ფარული სამუშაოების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ, რომლითაც დადასტურებული იქნება შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება.

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

1. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

1.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ კითხვარის 1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

2.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა შედგენილი უნდა იყოს, ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.

2.3 პრეტენდენტის მიერ დანართი N1 - ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს EXCEL-ის ფორმატში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმების თარიღის მომდევნო კალენდარული დღიდან და უნდა დასრულდეს 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის ვადაში (დანართი N2-ის შესაბამისად).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“ - მის: მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფ.კაპანახჩი, ს.კ. 83.11.22.608.

1.6 guarantee period for the works to be performed

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან: სამშენებლო-მოსაპირკეთებელ სამუშაოებზე - 5 (ხუთი) წელი, ელექტროობასა და სუსტ დენებზე - 1 (ერთი) წელი (დანართი N3-ის შესაბამისად).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1.პრეტენდენტს, საანგარიშო პერიოდში ჯამურად დასრულებული უნდა ჰქონდეს, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 200%-ის ოდენობისა.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს: 2020 წლის 04 ოქტომბრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს.

3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: საცხოვრებელი და არასცხოვრებელი შენობანაგებობების სამშენებლო ან/და სარემონტო ან/და სარეკონსტრუქციო ან/და მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოები.

4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაციად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი:
4.1. მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ასლი და გაფორმებული (გამოცემული), დამკვეთის მიერ დადასტურებული, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი მათ შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტიც რომლითაც დადასტურდება ფაქტობრივად შესრულებული, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულება. არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტებს თან უნდა ერთვოდეს, სამუშაოების შესრულების აქტები (ფორმა N2).

ან/და

4.2 წარმოდგენილი უნდა იქნას სახელმწიფო შესყიდვის განცხადების ნომერები (მაგ, NAT; SPA; CMR და ა.შ.).

5. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ კითხვარის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

6. ამ კითხვარის 4.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

2.9 other additional requirements

დანართი N2 - სამუშაოების შესრულების ვადა და ადგილი; დანართი N3 - საგარანტიო პირობები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი, ე.ი. გარანტიით გათვალისწინებული თანხები შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე.
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების შესრულების ვადას.
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ან სსიპ "საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური"-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიებიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
- მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველმა მიმწოდებელს უნდა დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია.

ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს „არარეზიდენტი“ საბანკო ან სადაზღვეო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე.
2. მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.
3. მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელს შესრულებული აქვს ხელშეკრულების ღირებულების 15% ან მეტი.
4. შემსყიდველის მიერ ავანსის გადახდასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების (უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების შემთხვევაში, იგი გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) მიერ გაცემული, ავანსის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გადასახდელი ავანსის დაქვითვამდე.
5. მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 25%-ს.
6. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის დაკავება/გამოქვითვა განხორციელდება, ყოველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 35%-ის ოდენობით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
2. ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით უნაღდო ანგარისწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მთლიანად ასევე ეტაპობრივად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლანა ტალახაძე, 599331455, l.talakhadze@rs.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით;
3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
5. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს);
7. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი;
8. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სამუშაოების განმახორციელებელი პერსონალის ზედამხედველთან შეთანხმება, შესაბამისი პერსონალის სახელის, გვარის, დაკავებული პოზიციის მითითებით. ზედამხედველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია მიმწოდებლის პერსონალთან დაკავშირებით.
9. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru