1.2 მომსახურების აღწერა (ტექნიკური დავალება):
1.2.1 მომსახურების გაწევა ითვალისწინებს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობებისა და
მასში განთავსებული მოწყობილობებისა და დანადგარების
(გათბობა-გაგრილების სისტემები, სამგზავრო ლიფტები)
ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურებას.
1.2.2 შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 100 000 (ასი
ათასი) ლარს. ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება მომსახურების
პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული
ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული
ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში შესაბამის
პოზიციებზე მოცემულ ერთეულის ზღვრულ ღირებულებებს, თუ რომელიმე
პოზიციაზე პრეტენდენტი მომსახურებას გვთავაზობს უფასოდ, ერთეულის
ფასის შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს „0“/„-“. პრეისკურანტში
მითითებული მომსახურების ფასი უნდა იყოს საბოლოო და საჭიროების
შემთხვევაში მოიცავდეს კონკრეტული საქონლის მიწოდებასთან
დაკავშირებული თანმდევი მომსახურების ღირებულებასაც.
1.2.4 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში რომელიმე
პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის
ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი
შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში,
პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის ერთეულის არარსებობით გამოწვეული
შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ
ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო
ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.5 იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის
სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა
წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას
საკუთარი ხარჯებით.
1.2.6 მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით შენობის
ინფრასტრუქტურის ან/და შენობაში არსებული
მოწყობილობების/დანადგარების დაზიანების შემთხვევაში, ზიანის
აღმოფხვრის ხარჯებს სრულად აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.2.7 მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს
შორის შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე, რომელშიც მითითებული
უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის
საჭირო საქონლის დეტალური აღწერა, ღირებულება, მომსახურების დაწყების
ვადა და შემსყიდველთან შეთანხმებული სხვა ინფორმაცია.
1.2.8 დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო
ნაწილებით.
1.2.9 შემსყიდველის მხრიდან პრეისკურანტით გათვალისწინებული რომელიმე
მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მათ შორის, ავარიულად გაჩერებული
მოწყობილობის/დანადგარის დათვალიერება და ექსპლუატაციაში გაშვება (თუ
აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილ(ებ)ის შეკეთება
ან/და შეცვლასთან) უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან
(შემსყიდველის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო შეტყობინების
ან ელ. ფოსტაზე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით) არაუგვიანეს 24
საათში, კვირის ნებისმიერ დღეს. ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის
შეკეთება ან/და შეცვლა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან
(შემსყიდველის უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ სატელეფონო შეტყობინების
ან ელ. ფოსტაზე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით) არაუგვიანეს 48
საათში, კვირის ნებისმიერ დღეს. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი
მომსახურებისთვის საჭირო საქონლის შესყიდვა შეუძლებელია ადგილობრივ
ბაზარზე, მიმწოდებელი და შემსყიდველი თანხმდებიან გონივრულ ვადაზე,
რაც საკმარისი იქნება საქონლის შემოტანისთვის, მაგრამ არაუმეტეს 30
კალენდარული დღისა.
1.2.10 იმ შემთხვევაში, თუ პრეისკურანტში მითითებულია
მოწყობილობის/დანადგარის მარკა, მოდელი, ნომერი და სხვა, იგულისხმება,
რომ მიმწოდებელის მიერ შესაძლებელია შემოთავაზებულ იქნას აღნიშნულ
მოწყობილობა/დანადგართან თავსებადი სათადარიგო ნაწილები.
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მოწყობილობების/დანადგარების
უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
1.2.12 მიმწოდებელი პასუხისმგებელია იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც
შეიძლება გამოწვეული იყოს ლიფტის ტექნიკური გაუმართაობით.
1.2.13 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შესაბამისი გამოცდილების
და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ, უსაფრთხოების წესებისა
და შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
1.2.14 შენობებში მომსახურების გაწევისას მიმწოდებელმა მომსახურე
პერსონალი უნდა უზრუნველყოს უნიფორმით, შესაბამისი ინსტრუმენტებით,
საჭირო ინვენტარით და სხვა საშუალებებით, რომელიც საჭირო იქნება
მომსახურების გაწევის პროცესში.
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია ლიფტის ტექნიკური გაუმართაობის
შემთხვევაში (ლიფტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან
შეუსაბამობა) შეწყვიტოს ლიფტის ექსპლუატაცია და შემსყიდველს აცნობოს
წერილობით არსებულის შესახებ.
1.2.16 მიმწოდებელმა შეცვლილი დეტალები უნდა დატოვოს ობიექტზე,
შემსყიდველის შესაბამის უფლებამოსილ პირთან.
1.2.17 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მომსახურების პრეისკურანტში
მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს
სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის
ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო
განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა
და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის
არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს
მეასედის სიზუსტით.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ თვეში
ერთხელ, შეადგინოს დეფექტური აქტი შენობებში არსებული სამეურნეო
ნაწილების, მოწყობილობების/დანადგარების, გაგრილების სისტემების
დაზიანებული ან/და შესაცვლელი დეტალების შესახებ.
1.2.19 პრეისკურანტის „ტექნიკურ-სამეურნეო მომსახურება“ თავის №280
პოზიციით განსაზღვრულ „პერსონალის ყოველთვიურ მომსახურებაში“
იგულისხმება ობიექტებზე სხვადასხვა პერსონალის მობილიზების, კერძოდ,
სანტექნიკოსის, ზეინკლის, დურგლის და ელექტრიკოსის მომსახურების
ღირებულება, ასევე, შენობის ელექტრო და სანტექნიკური გაყვანილობების,
გაგრილების სისტემების (მოწყობილობის/დანადგარის სწორი
ექსპლუატაციის შემოწმება, სისტემაში წყლის წნევის და ტემპერატურის
კონტროლი, რეგულირება და სხვა) მონიტორინგისა და 1. 18 პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტაციის (დეფექტური აქტი) შედგენის
ღირებულება. ამასთან, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში, მ.
ასათიანის ქ. N9-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში არანაკლებ 1
პერსონის (სანტექნიკოსი/ ზეინკალი/დურგალი/ელექტრიკოსი) მობილიზება
სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 19:00 საათის ჩათვლით. პერსონალის
მობილიზებამდე, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველთან წინასწარ
შეათანხმოს სანტექნიკოსი/ ზეინკალი/დურგალი/ელექტრიკოსის
კანდიდატურა.
1.2.20 ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ
უნდა იქნას ელექტრონული ფოსტის მისამართი და არანაკლებ 2 (ორი)
ტელეფონის ნომერი, რომლებზეც 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი
იქნება შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების განხორციელება.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აკრძალულია მითითებული ნომრების
გათიშვა. მათი დაზიანების ან შეცვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი
ვალდებულია, დაუყონებლივ აცნობოს ამის შესახებ შემსყიდველს და
მიაწოდოს ინფორმაცია ალტერნატიული ნომრების შესახებ.
1.2.21 ტექნიკის დასახელება, აღწერილობა და ადგილმდებარეობა მოცემულია
შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია
სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
1.2.22 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.