Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #46472069)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 46472069
Дата публикации: 27-09-2023
Сумма контракта: 118 010


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230019555
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 27.09.2023 12:38
Начало приема предложения 13.10.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 18.10.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 118`010.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45312311 - Монтажные работы по установке громоотводов
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტია ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე დაკიდებული მეტალის ბილიკის მეხდაცვის სისტემის მოწყობის სამონტაჟო სამუშაოები.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`180.00 GEL
Размер гарантии 1`180 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine dzneladze :: 22.09.2023 11:00
  • Последнее исправление: ekaterine dzneladze :: 27.09.2023 12:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=536489&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე დაკიდებული მეტალის ბილიკის მეხდაცვის სისტემის მოწყობის სამონტაჟო სამუშაოები.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მეხის (ელვის) შემოჭრისგან დასაცავი ობიექტი მდებარეობს ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდას მიმდებარედ, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ოკაცეს კანიონის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე. ძირითად დასაცავ ობიექტს წარმოადგენს მეტალის, კლდეზე დაკიდული ბილიკი, ასევე მეტალის მასალისგან დამზადებული, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ბილიკისკენ ჩამავალი კიბეების კონსტრუქცია, ჩრდილოეთ განლაგებული საკონტროლო-გამშვები პუნქტი და სამხრეთით არსებული პანორამული გადასახედი.
2. ოკაცეს კანიონის ტერიტორიაზე დასაქმებული პერსონალის, დამსვენებლების თუ სხვა ვიზიტორთა
ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, მეხის (ელვის) პირდაპირი შემოჭრისგან დაცვასთან ერთად, მეხდაცვის სისტემამ უნდა უზრუნველყოფ ობიექტზე მუდმივად არსებული განათების, საკომუნიკაციო, დაცვის, სათვალთვალო სისტემების, მხატვრული განათების ძვირადღირებული მოწყობილობა-დანადგარების უსაფრთხოებასა და მათი გამართული მუშაობა.
3. დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.
4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ადასტურებს, რომ ეთანხმება ტექნიკური დავალებით და საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებს.
5. სატენდერო დოკუმენტაციაში (მათ შორის: ხარჯთაღრიცხვაში და საპროექტო დოკუმენტაციაში) ჩამოთვლილ საქონელზე, იმ შემთხვევაში თუკი მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.
6. პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.
7. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე.
9. სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან და ა.შ.
10. შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები სიმაღლეზე მუშაობისას: სიმაღლეზე მუშაობისას კანონის მოთხოვნების დაცვა შრომის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. ვინაიდან, ოკაცეს კიდული ბილიკის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს სიმაღლეზე სამუშაოს, მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით, კერძოდ, მოთხოვნები სიმაღლეზე სამუშაოს შესყიდვებისას. მათი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია რათა მაქსიმალურად იყოს შემცირებული და დაზღვეული უბედური შემთხვევების რისკები. მაგალითად, ტექნიკური რეგლამენტი სიმაღლეზე მუშაობისას აწესებს გამოყენებული დაცვის საშუალებების მაღალ სტანდარტს. კერძოდ, დამაკავშირებელი ელემენტები უნდა იყოს კოროზიისაგან დამცავი დაბოლოებებით. კარაბინების და ჩამკეტ-კაუჭებს უნდა გააჩნდეს მაღალი სიმტკიცე დატვირთვისას. რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულება ასევე მოითხოვს შრომითი რესურსის მეტ რაოდენობას. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი პირები. როგორც სამუშაოებზე დასაშვებ პირთა (იგულისხმება ადამიანი გამოცდილებით, მაშველი, მთასვლელი ან შესაბამისი სერთიფიკატის მქონე), ასევე პირი, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენებული დაცვის საშუალებების შემოწმებას, რაც სამუშაოს შესრულებისას ყოველდღიური თანმდევი პროცესია. მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიების შესრულება ყველა მიმართულებით ზიანის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელ კომპანიას.
11. აუცილებელი პირობა: სამუშაოების წარმოების დროს ქვეყანაში მოქმედი შრომის უსაფრთხოებისა და სხვა მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სამუშაოთა მწარმოებელს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. პროექტით და ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოები უნდა შესრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. სამუშაოები სრულდება შემდეგ მისამართზე: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორდი.
2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, აგრეთვე დაიცვას უსაფრთხოების წესები. სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
3. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
4. მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დარჩენილ 2,5 %-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას.
5. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო პირობების 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2,5 % არ ანაზღაურდება.
5. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2,5 %-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს, 2021 წლის 1 იანვრიდან შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 118000.00 ლარის ოდენობის ელექტროსამონტაჟო სამუშაოები (მათ შორის მეხდაცვითი სისტემების მოწყობის სამუშაოები, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების მოწყობის სამუშაოები, გარე განათების სისტემებისა და ქსელების მოწყობის სამუშაოები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებისა და ქსელების მოწყობის სამუშაოები და სხვა ელექტროსამონტაჟო სამუშაოები).
2. გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების (სრულყოფილი, ყველა დანართის ჩათვლით) ასლი და საანგარიშო პერიოდში გაფორმებული, დამკვეთის მიერ დადასტურებული, საბოლოო მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (თუკი არ არის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული ყველა მიღება-ჩაბარების აქტი, სრულად თანდართული ფორმა N2-ის ჩათვლით), რითაც უნდა დასტურდებოდეს საანგარიშო პერიოდში სამუშაოების დასრულება, შინაარსი და მითითებული უნდა იყოს შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.
3. იმ შემთხვევაში, თუკი პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამუშაოები შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც უნდა ედრებოდეს მიღება-ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ჯამურ ღირებულებას;
4. პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
5. სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმებისა და მოქმედების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
3. პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებულის სამუშაოს ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოს შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
3. გამოცილების დადასტურების მიზნით სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ფორმა №2 და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა).
4. გასათვალისწინებელი გარემოება ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში: ამხანაგობის თითოეული წევრი, დამოუკიდებლად, სრულად (100%-ით) უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოცდილების შესახებ. ამხანაგობის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის შესაბამისად.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ დამატებით სისტემაში ასატვირთი დოკუმენტია სატენდერო წინადადების ხელისმომწერისათვის უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მინდობილობა (საჭიროების შემთხვევაში).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.
2. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
4. ავანსის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების პროპორციულად ან შემსყიდველთან შეთანახმებული გრაფიკით.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება ხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
3. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის დაქვითვა განხორციელდება დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 3 წელი) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე.
4. იმ შემთხვევაში თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მიმწოდებელი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს, ან უარს აცხადებს დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, შემსყიდველი (დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით) შეაფასებს ობიექტზე წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმართავს ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს შესაბამისი თანხის გამოთხოვის თაობაზე ან არ გადაუხდის მიმწოდებელს დაკავებული თანხის 2,5%. თუ დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა აღემატება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 %-ის ოდენობას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილ განსხვავებას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ იაშაღაშვილი, 595003040, mariam.iashaghashvili@apa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

10.1.4 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru