ტექნიკური დავალება
პრეამბულა
სარეაბილიტაციო ნაგებობა მდებარეობს, ქ. სიღნაღში, სარაჯიშვილის ქ.
№11-ში. 1879 წელს ამ სახლში დაიბადა და 1888 წლამდე ცხოვრობდა ცნობილი ქართველი
მომღერალი ვანო სარაჯიშვილი. შენობა წარმოადგენს ქალაქური ტიპის
საცხოვრებელ სახლს. ეს იყო ორსართულიანი, თავდაპირველად გეგმით
სწორკუთხა შენობა, ხის დაკიდული, გადახურული აივნით. იგი მთავარი
ფასადით სამხრეთისკენ გამოდის, გადახურულია თუნუქით. მშენებლობის
დასრულებიდან მალევე შენობისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთით მიუშენებიათ
დამატებითი სათავსი.
არსებული შენობის დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა და ექვემდებარება
სარესტავრაციო სამუშაოებს. კერძოდ, დაზიანებულია ხის დაკიდული აივანი,
მთავარი ფასადიდან მარცხნივ განვითარებულია კედლის ჯდომითი
დეფორმაციები, ფასადებზე ცემენტის ხსნარის ნალესობა ნაწილობრივ
ჩამოშლილია, დაზიანებულია კარ-ფანჯარა და სხვა.
ნაგებობა თავისი ავთენტური მასალებით, ფოტო-დოკუმენტაციით, იძლევა
იმის საშუალებას, რომ ის სრულფასოვან რესტავრაციას დაეექვემდებაროს.
სარეაბილიტაციო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოები მოიცავს:
• წრიული ხარაჩოს მოწყობა-დაშლას ნაგებობის მთელ პერიმეტრზე;
• მიწის მოჭრის სამუშაოებს;
• საძირკვლის კონსტრუქციულ გამაგრებას;
• ავარიული დეტალების სრულ დემონტაჟს;
• სახურავის თუნუქის საფარის მოხსნას, ხის მოლარტყვის გარემონტებასა
და ახლი თუნუქის საფარის მოწყობას;
• თუნუქის წყალსაწრეტი ღარების დამზადება-მონტაჟს;
• ინტერიერის კედლების რესტავრაციას;
• ქვიშა-ჭავლური ხელასაწყოთი ფასადის სრულ გაწმენდას ცემენტის
ნალესობისგან;
• ხის შუშაბანდის რესტავრაციას;
• ხის კარ-ფანჯრების ბლოკების დამზადებასა და მონტაჟს;
• იატაკის ახალი საფარის მოწყობას;
• კიბეების მოწყობას;
• სანკვანძებისა და სამეურნეო ნაგებობების მოწყობას;
• ეზოს კეთილმოწყობას;
• საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას.
ძირითადი პირობები
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო
ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძეგლის სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორისა და
არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების
პროცესი განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს
არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში,
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ
ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა
მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან,
განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და
არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (A3 ან A4 ფორმატის ალბომის სახით,
ზამბარით აკინძული - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე
(ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG
გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი
პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან,
რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ
კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში. სამუშაოების
წარმოებისას სრულად დაიცვას საქართველოში კორონა ვირუსის „COVID-19“-ის
გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული მოქმედი მარეგულირებელი და
ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრული მოთხოვნები/პროტოკოლი.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო
სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან
დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი
მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი
თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნაგებობების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილოითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების
ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან
არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და
გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (A3 ან A4 ფორმატის ალბომის სახით,
ზამბარით აკინძული - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე
(ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG
გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.
საექპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ
სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია
სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 8 (რვა)
კალენდარულ თვეში.