Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #45265082)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 45265082
Дата публикации: 21-08-2023
Сумма контракта: 179 438


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230017123
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2023 16:43
Начало приема предложения 29.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 01.09.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 179`438.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
საფოსტო მომსახურება
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 718.00 GEL
Размер гарантии 1`794 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit gotsadze :: 15.08.2023 16:45
  • Последнее исправление: davit gotsadze :: 21.08.2023 16:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=531378&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფოსტო მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ ფასების ცხრილში (დანართი N1);

- შემსყიდველის მიერ საფოსტო გზავნილების გადაცემა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნული გზავნილების მიღება განხორციელდება შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი ნოე რამიშვილის ქ. N38, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
ქ. გორი მშვიდობის ქ. N2, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო;
ქ. მცხეთა სამხედროს ქ. N9ა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ზუგდიდი ხუბულავას ქ. N3, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო;
ქ. რუსთავი მშენებელთა ქ. N21, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო;
ქ. თელავი რუსთაველის ქ. N53, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ოზურგეთი ი. პეტრიწის ქ. N9, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველო;
ქ. ბათუმი ტბელ აბუსერიძის ქ. N11, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო;;
ქ. ქუთაისი ორახელაშვილის ქ. N10, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იმერეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ახალციხე თამარაშვილის ქ. N1, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო.

- მიმწოდებლი ვალდებულია შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილების მიღების მიზნით გამოცხადდეს აღნიშნული მისამართებზე ყოველ სამუშაო დღეს;

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მიწოდებული საფოსტო გზავნილების ადრესატისთვის გაგზავნა (მიტანა) დანართ N1-ში მითითებულ ვადებში;

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნება, გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის და მიმწოდებლის მიერ გაგზავნილი საფოსტო გზავნილების რაოდენობის ნახვა გზავნილების სახეობების შესაბამისად. ასევე, ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება დაუყონებლივ. აღნიშნულ სისტემაში მოცემული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი; პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით ინფორმაციაზე წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს.

- შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის საფოსტო გზავნილის გადაცემის დროს მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილს მიანიჭოს უნიკალური კოდი ან/და შტრიხკოდი, რომლის საშუალებითაც შემსყიდველისთვის შესაძლებელი იქნება გზავნილის ასახვა ზემოაღნიშნულ პროგრამაში. შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლისთვის გზავნილის გადაცემა დასტურდება შესაბამისი აქტით;

- მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ადგილობრივი გზავნილის კურიერის მეშვეობით ადრესატზე/ფიზიკურ პირზე ჩაბარება პირადად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მისამართზე. თუ ადრესატი ადგილზე არ იმყოფება, ადგილობრივი გზავნილების შემთხვევაში გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების ან/და ხარჯების გაწევის გარეშე მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაუბრუნდეს შემსყიდველს, შესაბამისი მიზეზის მითითებით. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში გზავნილის უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ. თუ ადრესატმა უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, შემსრულებელი ელექტრონულ ან მატერიალურ დოკუმენტზე აკეთებს შესაბამის აღნიშვანას, ხოლო გზავნილს უბრუნებს დამკვეთს. პროგრამა საშუალებას უნდა იძლეოდეს მასში არსებული ინფორმაციის ექსპორტს ექსელის ფორმატში;

- მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დროს შეადგინოს ჩაბარების დამადასტურებელი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ადრესატის ხელმოწერით;

- საერთაშორისო გზავნილების ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს ქართულ ენაზე, სადაც მითითებული იქნება გზავნილის ჩაბარების ზუსტი თარიღი, დრო და ადრესატის გვარი, ვინც ხელი მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2024 წლის 01 იანვრიდან) - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

- შემსყიდველის მიერ საფოსტო გზავნილების გადაცემა და მიმწოდებლის მიერ აღნიშნული გზავნილების მიღება განხორციელდება შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი ნოე რამიშვილის ქ. N38, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
ქ. გორი მშვიდობის ქ. N2, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო;
ქ. მცხეთა სამხედროს ქ. N9ა, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ზუგდიდი ხუბულავას ქ. N3, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველო;
ქ. რუსთავი მშენებელთა ქ. N21, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველო;
ქ. თელავი რუსთაველის ქ. N53, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ოზურგეთი ი. პეტრიწის ქ. N9, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველო;
ქ. ბათუმი ტბელ აბუსერიძის ქ. N11, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო;;
ქ. ქუთაისი ორახელაშვილის ქ. N10, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იმერეთის მთავარი სამმართველო;
ქ. ახალციხე თამარაშვილის ქ. N1, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო.

- გზავნილის ადრესატზე ჩაბარება უნდა განხორციელდეს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საზღვრებს გარეთ

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000.00 ლარის ღირებულების საფოსტო მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

დამატებითი მოთხოვნები:

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს - დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან, პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებასთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

4. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად, შეამციროს საერთო ღირებულებაც.

5. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება და საერთო ღირებულება მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებულ დანართ №1–ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი №1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

6. გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები პრეტენდენტის მიერ მითითებულ უნდა იქნეს ფასების ცხრილში (დანართი №1) და არ უნდა აღემატებოდეს ამავე პოზიციებაზე დაფიქსირებულ ერთეულის მაქსიმალურ ზღვრულ ფასს, ხოლო ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებას (დანართი №1 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).


7. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

8. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

9. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

10. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

11. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სხვადასხვა კორესპონდენციის ადრესატებისთვის ჩაბარების მიზნით ესაჭიროება საფოსტო მომსახურების შესყიდვა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მომწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულებების საერთო ღირებულებების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადას.

6.6.5 terms and conditions of guarantee

- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი დამატებითი მტკიცემულების გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

- ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

- თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებელისათვის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის თანხის ოდენობა ნახევრდება.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა - უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ციხისელი, 577774665, t.tsikhiseli@mia.gov.ge სატენდერო პირობებთან დაკავშირებით: დავით გოცაძე 577 77 88 12

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru