Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #45265077)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MIA Department of the Patrol Police
Номер конкурса: 45265077
Дата публикации: 21-08-2023
Сумма контракта: 3 303 300


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230017128
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2023 17:00
Начало приема предложения 16.09.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.09.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 3`303`300.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64110000 - Почтовые услуги
Срок подачи მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
ჰიბრიდული საფოსტო მომსახურება (თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფით)
Hybrid postal services (with accompanying software)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 13`213.00 GEL
Размер гарантии 33`033 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar tsikhiseli :: 21.08.2023 11:09
  • Последнее исправление: tamar tsikhiseli :: 21.08.2023 17:00
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=532000&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ჰიბრიდული საფოსტო მომსახურება (თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფით)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების ტექნიკური მახასიათებლები და რაოდენობა მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ ფასების ცხრილში (დანართი N1);

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიწოდებული წერილის მატერიალურ ფორმატში (ქაღალდზე) გადატანა, კონვერტში მოთავსება და ადრესატისთვის ჩაბარება.

- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიწოდებული წერილის ადრესატისთვის გაგზავნა (მიტანა) საქართველოს მასშტაბით (ნებისმიერ მისამართზე) 1-8 სამუშაო დღის განმავლობაში.

- პირველ ჯერზე წერილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მისამართზე უნდა დატოვოს შესაბამისი სტიკერი, სადაც მითითებული იქნება, რომ ადრესატის სახელზე მისულია გზავნილი (შეტყობინება). ამასთან მითითებული უნდა იყოს მისამართი, სადაც ადრესატს საშუალება ექნება მიიღოს წერილი, წერილში მითითებული უნდა იყოს ფოსტაში გამოცხადების საბოლოო თარიღი, რომელიც არ უნდა იყოს წერილის დავიზიტებიდან 29 კალენდარულ დღეზე მეტი.

- პირველ ჯერზე წერილის ადრესატისთვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს (შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი შეტყობინების ან/და ხარჯების გაწევის გარეშე) ადრესატისთვის მისი განმეორებით გაგზავნა, პირველად გაგზავნილი წერილის ფოსტაში დაბრუნებიდან არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 50 დღისა. პირველად გაგზავნის შემდეგ აუცილებელია შედეგის ელექტრონული სერვისებით შემსყიდველის ინფორმირება და მეორედ გაგზავნამდე წერილის სტატუსის გადამოწმება შემსყიდველის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად. მეორედ უნდა გაიგზავნოს მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე წერილები. წერილის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, წერილის ჩაბარების სტატუსი შემსყიდველს უნდა ეცნობოს მხოლოდ ელექტრონული სერვისებით და ის ფიზიკურად აღარ უნდა დაუბრუნდეს მას. ამასთან დაუშვებელია წერილის ჩაბარების მიზნით ორზე მეტი ვიზიტის განხორციელება. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წერილის განადგურება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

- ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ინსტალაცია და პირველადი გაშვება, ასევე ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე პროგრამული ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მისი გამოსწორება დაუყონებლივ. მიმწოდებლის პროგრამული უზრუნველყოფისათვის წერილის მიწოდება განხორციელდება შემსყიდველის მიერ გამოყენებული პროგრამული გადაწყვეტილებიდან ელექტრონული სერვისების საშუალებით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული სერვისების შემუშავება და შემსყიდველის პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადობა. მიმწოდებლის მიერ მოწოდებული პროგრამული უზრუნველყოფით მოხდება შემსყიდველის მხრიდან წერილის მიწოდება. შემსყიდველი და მიმწოდებელი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ეყრდნობიან ელექტრონულ ბაზაში არსებული გაგზავნილი წერილების რაოდენობრივ მაჩვენებლებს. შემსყიდველი ზემოაღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით უნდა შეეძლოს ინფორმაციის მიღება წერილის მოძრაობის და მისი ადრესატისთვის ჩაბარების შესახებ. შემსყიდველი ელექტრონულად უნდა ხედავდეს მიმღები პირის ხელმოწერას. შემსყიდველს საშუალება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დროს (დღის/თვის ჭრილში) ელექტრონულად შეამოწმოს მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების რაოდენობა და თითოეული წერილის სტატუსი.

- მიმწოდებელი ვალდებულია გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარების დროს შეადგინოს ჩაბარების დამადასტურებელი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული იქნება ადრესატის ხელმოწერით. დამადასტურებელ დოკუმენტში (მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტი) მიუთითოს გზავნილის გარეგანი ვიზუალური აღწერილობაც, მათ შორის ინფორმაცია გზავნილის რაოდენობის შესახებ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან (არაუადრეს 2024 წლის 01 იანვრიდან) - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების არეალი - საქართველო (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 300 000.00 ლარის ღირებულების საფოსტო მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს აღნიშნული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

დამატებითი მოთხოვნები:

1. გასაწევი მომსახურების ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს - დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან, პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდებასთან და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

2. გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

3. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში.

4. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად, შეამციროს საერთო ღირებულებაც.

5. პრეტენდენტის მიერ გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება და საერთო ღირებულება მითითებულ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებულ დანართ №1–ში ამავე დანართით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (დანართი №1 ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

6. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე პრეტენდენტები ვალდებულები არიან სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 და 4.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ისა) შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. ინსტრუქცია შემდეგ ბმულზე: (http://procurement.gov.ge/getattachment/News/news-(50)/eSignature_25-Dec-18.pdf.aspx ).
თუ აღნიშნული ვალდებულება დროებით/მუდმივად შეჩერებულ/გაუქმებულ იქნა სხვა ნორმატიული აქტით, პრეტენდენტი თავისუფლდება მოცემული პირობისგან. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტზე შესრულებულ უნდა იქნეს ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ სველი ხელმოწერა (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში, ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

7. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

8. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის მიერ (ერთიან ელექტრონულ სისტემაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ატვირთვის შემთხვევაში ასევე ატვირთულ უნდა იქნეს მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ი).

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში;

10. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით მომსახურების გაწევის შესაძლებლობა.

4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, პირველივე წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების გაწევის შემდეგ, შესაბამისი "მიღება-ჩაბარების" აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადაგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- შემსყიდველი და მიმწოდებელი გაწეული მომსახურების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას ეყრდნობიან ელექტრონულ ბაზაში არსებული გაგზავნილი წერილების რაოდენობრივ მაჩვენებლებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის მიხედვით, შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ციხისელი, 577774665, t.tsikhiseli@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

დამატებითი ინფორმაცია:

• ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

• შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

• ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

• პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru