1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად
გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკური დავალება"-ზე , რაც
უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.
"ტექნიკური დავალება":
გასაწევი მომსახურების საგანია სს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემის“ დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში
მომზადებული განსახლების სამოქმედო გეგმების განხორციელების
პროცესში გამოვლენილი, პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული და
გეგმით გაუთვალისწინებელი, ასევე მიმდინარე პროექტების ფარგლებში
განსახლების სამოქმედო გეგმების არ არსებობის და პროექტების
განხორციელების მიზნებისათვის, უძრავი ქონების
გამოსყიდვის/სერვიტუტით დატვირთვის აუცილებლობის შემთხვევაში,
უძრავი ქონების შესწავლისა და დაზუსტების მიზნით, ადგილზე სათანადო
კვლევითი სამუშაოების ჩატარება, მიღებული შედეგების
შემსყიდველისთვის წარდგენა.
მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა უნდა
მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:
1. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზოლში მოქცეული მიწის ნაკვეთების
მონაცემების განსაზღვრას, მათი რეგისტრაციისათვის საჭირო საკუთრების
უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით. ასევე,
აღწერა-ინვენტარიზაციისათვის შესაბამისი ფორმების მომზადებას, მასში
აღწერილი ქონების ამსახველი ფოტომასალების გადაღებას და
შემსყიდველისთვის წარმოდგენას.
2. დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო აზომვითი ნახაზების
მომზადება და შემსყიდველისთვის მიწოდება, დადგენილი წესის
შესაბამისად, მიწის ნაკვეთების, როგორც პირველადი, ასევე გაყოფის და
სერვიტუტის უფლებით სარგებლობის რეგისტრაციის მიზნით. ამასთან,
საკადასტრო აზომვები უნდა განხორციელდეს და
რეგისტრაციისათვის/გამიჯვნისვის საჭირო ნახაზები უნდა მომზადდეს
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს #388 დადგენილებით განსაზღვრული
მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს სხვადასხვა
რაკურსით გადაღებული ფოტომასალა, ციფრული ფოტოკამერით დაფიქსირებული
თარიღის და გადაღების ადგილის (წერტილის კოორდინატების) მითითებით.
3. პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე
განთავსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა/ნაგებობების შიდა
აზომვითი სამუშაოების განხორციელება, საკადასტრო ნახაზების
დადგენილი ფორმით მომზადება და შემსყიდველისთვის მიწოდება.
4. მიმდინარე/არსებული განსახლების სამოქმედო გეგმების განხორციელების
პროცესში, უძრავი ქონების შეფასებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს
მიმდინარე/არსებული გეგმის ფარგლებში არსებული მიდგომები და
გაანგარიშებული უძრავი ქონების ერთეული ღირებულებები, ხოლო სხვა
პროექტების ფარგლებში ღირებულებების გაანგარიშება უნდა
განხორციელდეს არსებული საბაზრო ღირებულების გამოყენებით და შემდეგი
პრინციპების გათვალისწინებით:
• მიწის ნაკვეთების შეფასება - შესაფასებელი მიწის ნაკვეთის
ღირებულება გამოითვლება ანალოგიური ზომის, ფორმის და მდებარეობის
მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებით;
• შენობა/ნაგეგობების შეფასება – უნდა განხორციელდეს დანახარჯების
მეთოდით, რომელიც მოიცავს ანალოგიური ქონების აშენების (შექმნის) სრულ
ხარჯებს;
• მრავალწლიანი ნარგავების შეფასება – ღირებულება გამოითვლება
ანალოგიური ნარგავის შესაბამის წლოვანობამდე ან მათი
სრულიმსხმოიარობის შემთხვევაში სრულმსხმოიარობამდე გაზრდისათვის
საჭირო დროის პერიოდზე დაყრდნობით და მიუღებელი შემოსავალის
გათვალისწინებით.
• ერთწლიანი ნათესების შეფასება - დანაკარგი გამოითვლება კონკრეტული
ჯიშისათვის სასოფლო–სამეურნეო მოსავლიანობის მონაცემების (სათანადო
წყაროზე დაყრდნობით) და მისი საბაზრო ღირებულების გამოყენებით, ერთი
წლის მოსავალთან მიმართებაში.
• ბიზნესის შეფასება (ოფიციალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით).
5. მიმწოდებელმა კონკრეტული მომსახურების დასრულების შემდეგ უნდა
წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
• დეტალური ანგარიში (1 ბეჭდვური და 1 ელ-ვერსია) გაწეული მომსახურების
შესახებ;
• კვლევის შედეგად დადგენილი მესაკუთრეების სია (1 ბეჭდვური და 1
ელ-ვერსია);
• მიწის ნაკვეთების საველე კვლევისა და აღწერის შედეგები (აღწერა-
ინვენტარიზაციის აქტი);
• მიწის ნაკვეთების როგორც პირველადი, ასევე გაყოფის და სერვიტუტის
უფლებით სარგებლობის რეგისტრაციისათვის საჭირო საკადასტრო აზომვითი
ნახაზები და შენობა-ნაგებობების შიდა საკადასტრო-აზომვითი ნახაზები
ელ. ვერსიებთან ერთად:
6. გასაწევის მომსახურების მოცულობა:
• საველე კვლევა (აღწერა-ინვენტარიზაცია, შეფასება) უნდა განხორციელდეს
დაახლოებით 150 მიწის ნაკვეთზე (საქართველოს მასშტაბით).
• დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების პირველადი აზომვითი ნახაზი
უნდა მომზადდეს დაახლოებით 150 მიწის ნაკვეთზე, ხოლო დარეგისტრირებული
მიწის ნაკვეთების გამიჯვნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი - დაახლოებით
150 მიწის ნაკვეთზე; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი
სერვიტუტით დატვირთვის მიზნით - 150 ნაკვეთზე; მიწის ნაკვეთზე
განთავსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო- სამეურნეო
კულტურების და ხე-მცენარეების აღწერა-ინვენტარიზაცია უნდა
განხორციელდეს - 150 მიწის ნაკვეთზე; მიწის ნაკვეთის და მასზე
განთავსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო
კულტურების და ხე-მცენარეების შეფასება (მათ შორის, სერვიტუტის
ღირებულების დადგენა) - დაახლოებით 150 მიწის ნაკვეთზე.
• აღწერა-ინვეტარიზაცია, შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება და შეფასება
უნდა განხორციელდეს დაახლოებით 2 000 კვ.მ შენობა-ნაგებობისათვის (საცხ.
სახლი, დამხმარე ნაგებობა და ა.შ.) და 3000 გრძ.მ. ღობეებისათვის ან სხვა
ხაზოვანი ნაგებობესთვის; შიდა აზომვითი ნახაზი - 2000 კვმ.
• ბიზნესის შეფასება - დაახლოებით 4 ობიექტისთვის.
7.მიმწოდებელმა ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოს მის მიერ
შემსყიდველისათვის მიწოდებული ინფორმაციის ელექტრონული ასლის
შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მისთვის მიწოდება;