სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული
ტრენინგების მონაწილეებისათვის (750 პერსონაზე ყავა-ჩაის შესვენება და 650
პერსონაზე სადილი) კვების მომსახურების გაწევა დანართი N -1 მიხედვით.
დანართი N 1-ში მითითებული ჩაი, ყავა და კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო
სალათები და სასმელები უნდა იყოს შესაბამის ტემპერატურაზე
გაგრილებული, მითითებული წონის.
მომსახურების მიწოდება ასევე მოიცავს შესაბამისი რაოდენობის
დამხმარე პროდუქტებს როგორიცაა პური, შაქარი, მარილი, ლიმონი და სხვა.
მისაწოდებელი კერძები დამზადებული უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა,
ახალი, მაღალხარისხიანი, ჯანსაღი პროდუქტებისგან და მზა კერძების
მიწოდება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ტემპერატურის დაცვით;
დაუშვებელია წინა დღით დამზადებული ან/და დარჩენილი საკვების შემდგომ
დღეებში მიწოდება. საკვების მომზადებისა და მიწოდების დროს
მიმწოდებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას სანიტარული-ჰიგიენური
ნორმები. დაცული უნდა იყოს საკვების როგორც ვიზალური, ასევე
გემოვნებითი მხარე.
მისაწოდებელი კერძები და კვების პროდუქტები თავისი საგემოვნო
თვისებებით უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტებს და უნდა იყოს
საკვებად ვარგისი და ჯანმრთელობისთვის უვნებელი, რაზეც მიმწოდებელი
პასუხს აგებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით. საკვების საგემოვნო თვისებები კვებითი, ღირებულება და
ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ
სტანდარტებსა და ნორმებს.
თითოეული პროდუქტის ულუფის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში
არსებული საშუალო მონაცემებსა და დანართი N 1 -ში მითითებულ
მონაცემებს
დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების
მიწოდება.
მიწოდებული საკვები სრულად რჩება შემსყიდველთან. დაუშვებელია
მიწოდებული პროდუქტის მოხმარება თავად მიმწოდებლის მიერ.
მიმწოდებელი ვალდებულია საკვების მიწოდებისა და შემსყიდველის მიერ
ამავე საკვების მოხმარების შემდეგ დაალაგოს მიწოდების ადგილი და
გაიტანოს ნარჩენები. მაგიდის სერვირება უნდა მოხდეს ,,ქეითერინგზე”
მიღებული სტანდარტების შესაბამისად. საკვების მიწოდებასთან ერთად
მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი უზრუნველყოს შესაბამისი
ინვენტარით: თერმოსით, ჩაიდანით, მიკრო ტალღური ღუმელით, სხვადასხვა
დანიშნულების ჭურჭელით (თეფში, დანა-ჩანგალი, კოვზი, ჭიქა, ფინჯანი,
სამარილე, საშაქრე, სატყემლე, ფოდნოსი და სხვა), ხელსახოცებით, მაგიდებით,
მაგიდის გადასაფარებლებით და სხვ. ჭურჭელი უნდა იყოს თეთრი, ერთნაირი,
დაუზიანებელი, გაპრიალებული საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში.
დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ჭურჭლის ან სხვა მიზეზით არასათანადო
ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება. მხოლოდ
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესაძლებელია სერვისება
განხორციელდეს ერთჯერადი ჭურჭელით (თეფში, ჭიქა, კოვზი, ჩანგალი).
ჭურჭელი უნდა იყოს მაღალი ხარისხის, მყარი ფაქტურის მუყაოს ან
პლასტიკის.
მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ მისივე ხარჯებით
(ტრანსპორტირება, შენობის სართულზე ატანა და სხვ.)
აუცილებელი, მიწოდების ადგილზე, შესაბამისის რაოდენობის მომსახურე
პერსონალის ყოფნა
მომსახურების გაწევის სრულ პერიოდში; მიმწოდებლის წარმომადგენლები
,რომლებიც გაუწევენ მომსახურებას უნდა იყვნენ პროფესიონალები
(,,ქეითერინგზე“მიმტანებად მუშაობის გამოცდილებით), ვიზუალურად
მოწესრიგებული, უნდა ეცვათ მიმწოდებლის შესაბამისი უნიფორმა და
ჰქონდეთ საიდენტიფიკაციო ნიშანი (სახელის მითითებით). მიმწოდებლის
წარმომადგენლები ასევე უნდა იყვნენ ზრდილობიანი და საჭიროების
შემთხვევაში დაეხმარონ მომხმარებლებს (ტრენინგის მონაწილეებს)
მათთვის სასურველი საკვების შერჩევაში, ასევე დროულად მოახდინონ
გამოყენებული ჭურჭლის, საკვების ნარჩენების, ხელსახოცებისა თუ სხვა
ნივთების აღება მომსახურების მიწოდების ადგილიდან. დაუშვებელია,
შეუძლოდ მყოფი (როგორიცაა ვირუსული ინფექცია, გაციება და სხვ.)
მიმტანისა თუ სხვა მომსახურების გამწევი პირის ყოფნა მიწოდების
ადგილზე . მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იმყოფებოდეს ფხიზელ
მდგომარეობაში.
მომსახურება მიწოდებული უნდა იქნეს დროულად, ტრეინინგის
განმავლობაში გათვალისწინებული შესვენებების დროს, რომლის შესახებაც
მიმწოდებელს ეცნობება წინასწარ.
საკვები და ჭურჭელი მიწოდებული უნდა იქნეს შესაბამისი
კონტეინერებითა და ამ სფეროში მიღებული სხვა ჭურჭლით. დაუშვებელია,
პოლიეთილენის პარკებით და სხვა არასათანადო საშუალებებით მიწოდება.
მომსახურების გაწევა მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს როგორც სამუშაო
დღეებში, ისე უქმე დღეებში, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნა განხორციელდება წერილობითი/სიტყვიერი ფორმით.
ყველა კერძი უნდა იყოს ახლად მომზადებული, წინასწარ შეთანხმებული
მენიუს შესაბამისად. შესაბამისი ტემპერატურის და ლამაზად
პრეზენტირებული და ყველა კერძის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს
მონაწილეთა რაოდენობას, ამასთან მარხვის დღეებში მენიუ უნდა შეიცავდეს
სამარხვო კერძებს.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ღონისძიების ადგილამდე
ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით შესაბამისი სატრანსპორტო
საშუალებებით. დაუშვებელია კერძების ტრანსპორტირება ისეთი
საბარგულის მეშვეობით სადაც განთავსებული იქნება სხვადასხვა
ხელსაწყოები, საცხებ/საპოხი საშუალებები, საწვავი და ნებისმიერი სხვა
რამ, რაც მიუღებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირებისათვის.
საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს: კვებით უზრუნველყოფა
სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე (მოთხოვნით სხვადასხვა სართულებზეც
გამონაკლისის სახით) და სასწავლო ცენტრის გარე ტერიტორიაზე თბილისის
მაშტაბით და საქართველოს ქალაქების ჩათვლით (გორი, ბათუმი,
ქუთაისი,ახალციხე ......)
შემსყიდველი მომსახურების გაწევის პარალელურად განახორციელებს
შესყიდვის ობიექტის (გაწეული მომსახურების) შემოწმებას, იმ
შემთხვევაში თუ მომსახურების გაწევის პერიოდში აღმოჩნდება გარკვეული
ხარვეზები (დანართი N1-ში მითითებული კერძები წარმოდგენილი ნაკლები
მოცულობით, მოთხოვნილ ხარისხთან შეუსაბამო, დაგვიანებით და სხვ) და
მიმწოდებელი ვერ ან/და არ უზრუნველყოფს შეზღუდულ ვადებში აღნიშნული
ხარვეზის გამოსწორებას შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს
შესყიდვის ობიექტის მიღებაზე და მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებაზე.
შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად, ზემოაღნიშნული პუნქტების
მოთხოვნით განხორციელებული შემოწმების შესაბამისად, მხოლოდ მხარეთა
შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
მომსახურების ხარისხის კონტროლი (შემოწმება) შესაძლებელია
განხორციელდეს შემსყიდველი ობიექტის მიწოდების ან/და მისი დამზადების
ადგილზე, მხარეთა უფლებამოსილი წარმოამდგენლების თანდასწრებით.
შენიშვნა:
შემსყიდველი უფლებამოსილია შეარჩიოს მენიუ შეკვეთის დროს.
პრედენტდენტი წინასწარ ინფორმირების შემთხვევაში ვალდებულია ყავა
ჩაის შესვენებისა და ლანჩის მომსახურების გაწევისას ტრენინგის
სპეციალური მონაწილეებისათვის მენიუთი განსაზღვრული კერძის ნაცვლად
მოამზადოს დიაბეტის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მქონე
ადამიანების ჯანმრთელობისათვის შესაბამისი კერძი.
თბილისის პერიმეტრზე, რუსთავში და მცხეთაში მომსახურებას არ დაემატება
ტრანსპორტირების ხარჯი.
საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს მათ შორის:
1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
2 - სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
3 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
5 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.