Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44051598)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 44051598
Дата публикации: 24-07-2023
Сумма контракта: 58 305


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230001595
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 24.07.2023 15:23
Начало приема предложения 04.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 07.08.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 58`305.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71354300 - Услуги в области кадастровой съемки
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 583 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia khabeishvili :: 21.07.2023 10:42
  • Последнее исправление: maia khabeishvili :: 24.07.2023 15:23
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=528150&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკური დავალება"-ზე , რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

"ტექნიკური დავალება":

გასაწევი მომსახურების საგანია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით მიმდინარე პროექტების ფარგლებში მომზადებული განსახლების სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში გამოვლენილი, პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეული და გეგმით გაუთვალისწინებელი, ასევე მიმდინარე პროექტების ფარგლებში განსახლების სამოქმედო გეგმების არ არსებობის და პროექტების განხორციელების მიზნებისათვის, უძრავი ქონების გამოსყიდვის/სერვიტუტით დატვირთვის აუცილებლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების შესწავლისა და დაზუსტების მიზნით, ადგილზე სათანადო კვლევითი სამუშაოების ჩატარება, მიღებული შედეგების შემსყიდველისთვის წარდგენა.

მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა უნდა მოიცავდეს შემდეგ ღონისძიებებს:

1. ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზოლში მოქცეული მიწის ნაკვეთების მონაცემების განსაზღვრას, მათი რეგისტრაციისათვის საჭირო საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების მიხედვით. ასევე, აღწერა-ინვენტარიზაციისათვის შესაბამისი ფორმების მომზადებას, მასში აღწერილი ქონების ამსახველი ფოტომასალების გადაღებას და შემსყიდველისთვის წარმოდგენას.
2. დაურეგისტრირებელ მიწის ნაკვეთებზე საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და შემსყიდველისთვის მიწოდება, დადგენილი წესის შესაბამისად, მიწის ნაკვეთების, როგორც პირველადი, ასევე გაყოფის და სერვიტუტის უფლებით სარგებლობის რეგისტრაციის მიზნით. ამასთან, საკადასტრო აზომვები უნდა განხორციელდეს და რეგისტრაციისათვის/გამიჯვნისვის საჭირო ნახაზები უნდა მომზადდეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს #388 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელსაც თან უნდა ახლდეს სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტომასალა, ციფრული ფოტოკამერით დაფიქსირებული თარიღის და გადაღების ადგილის (წერტილის კოორდინატების) მითითებით.
3. პროექტის ზემოქმედების ფარგლებში მოქცეულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული სხვადასხვა დანიშნულების შენობა/ნაგებობების შიდა აზომვითი სამუშაოების განხორციელება, საკადასტრო ნახაზების დადგენილი ფორმით მომზადება და შემსყიდველისთვის მიწოდება.
4. მიმდინარე/არსებული განსახლების სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში, უძრავი ქონების შეფასებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს მიმდინარე/არსებული გეგმის ფარგლებში არსებული მიდგომები და გაანგარიშებული უძრავი ქონების ერთეული ღირებულებები, ხოლო სხვა პროექტების ფარგლებში ღირებულებების გაანგარიშება უნდა განხორციელდეს არსებული საბაზრო ღირებულების გამოყენებით და შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:
• მიწის ნაკვეთების შეფასება - შესაფასებელი მიწის ნაკვეთის ღირებულება გამოითვლება ანალოგიური ზომის, ფორმის და მდებარეობის მიწის ნაკვეთის ღირებულების გათვალისწინებით;
• შენობა/ნაგეგობების შეფასება – უნდა განხორციელდეს დანახარჯების მეთოდით, რომელიც მოიცავს ანალოგიური ქონების აშენების (შექმნის) სრულ ხარჯებს;
• მრავალწლიანი ნარგავების შეფასება – ღირებულება გამოითვლება ანალოგიური ნარგავის შესაბამის წლოვანობამდე ან მათი სრულიმსხმოიარობის შემთხვევაში სრულმსხმოიარობამდე გაზრდისათვის საჭირო დროის პერიოდზე დაყრდნობით და მიუღებელი შემოსავალის გათვალისწინებით.
• ერთწლიანი ნათესების შეფასება - დანაკარგი გამოითვლება კონკრეტული ჯიშისათვის სასოფლო–სამეურნეო მოსავლიანობის მონაცემების (სათანადო წყაროზე დაყრდნობით) და მისი საბაზრო ღირებულების გამოყენებით, ერთი წლის მოსავალთან მიმართებაში.
• ბიზნესის შეფასება (ოფიციალურ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით).

5. მიმწოდებელმა კონკრეტული მომსახურების დასრულების შემდეგ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია:
• დეტალური ანგარიში (1 ბეჭდვური და 1 ელ-ვერსია) გაწეული მომსახურების შესახებ;
• კვლევის შედეგად დადგენილი მესაკუთრეების სია (1 ბეჭდვური და 1 ელ-ვერსია);
• მიწის ნაკვეთების საველე კვლევისა და აღწერის შედეგები (აღწერა- ინვენტარიზაციის აქტი);
• მიწის ნაკვეთების როგორც პირველადი, ასევე გაყოფის და სერვიტუტის უფლებით სარგებლობის რეგისტრაციისათვის საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზები და შენობა-ნაგებობების შიდა საკადასტრო-აზომვითი ნახაზები ელ. ვერსიებთან ერთად:

6. გასაწევის მომსახურების მოცულობა:
• საველე კვლევა (აღწერა-ინვენტარიზაცია, შეფასება) უნდა განხორციელდეს დაახლოებით 150 მიწის ნაკვეთზე (საქართველოს მასშტაბით).
• დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების პირველადი აზომვითი ნახაზი უნდა მომზადდეს დაახლოებით 150 მიწის ნაკვეთზე, ხოლო დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამიჯვნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი - დაახლოებით 150 მიწის ნაკვეთზე; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი სერვიტუტით დატვირთვის მიზნით - 150 ნაკვეთზე; მიწის ნაკვეთზე განთავსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო- სამეურნეო კულტურების და ხე-მცენარეების აღწერა-ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს - 150 მიწის ნაკვეთზე; მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების და ხე-მცენარეების შეფასება (მათ შორის, სერვიტუტის ღირებულების დადგენა) - დაახლოებით 150 მიწის ნაკვეთზე.
• აღწერა-ინვეტარიზაცია, შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება და შეფასება უნდა განხორციელდეს დაახლოებით 2 000 კვ.მ შენობა-ნაგებობისათვის (საცხ. სახლი, დამხმარე ნაგებობა და ა.შ.) და 3000 გრძ.მ. ღობეებისათვის ან სხვა ხაზოვანი ნაგებობესთვის; შიდა აზომვითი ნახაზი - 2000 კვმ.
• ბიზნესის შეფასება - დაახლოებით 4 ობიექტისთვის.

7.მიმწოდებელმა ორი წლის განმავლობაში უზრუნველყოს მის მიერ შემსყიდველისათვის მიწოდებული ინფორმაციის ელექტრონული ასლის შენახვა და საჭიროების შემთხვევაში მისთვის მიწოდება;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში, ეტაპობრივად.

კვლევის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთების და შენობა/ნაგებობების აზომვის, აღწერა- ინვენტარიზაციის და შეფასების მასალების წარმოდგენა (მათ შორის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო აზომვითი და გამიჯვნის ნახაზები) უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან:

1. 1-20 ნაკვეთის ჩათვლით -არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში,
2. 21-50 ნაკვეთის ჩათვლით -არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადაში.
3. 50 და მეტი ნაკვეთის ჩათვლით -არაუმეტეს 30 სამუშაო დღის ვადაში.
4.იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი ნაკვეთების მინიმუმ 50%-ზე შენობაა განთავსებული (სახლი, ადმინისტრაციული ნაგებობა და სხვა მსგავსი), აღწერა-ინვენტარიზაციის და შეფასების მასალების წარმოდგენის (მათ შორის საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო აზომვითი და გამიჯვნის ნახაზები) ვადა არ უნდა აღემატებოდეს 45 სამუშაო დღეს.

* მიმწოდებელმა წერილობით მიღებული მოთხოვნის შესაბამისად, განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისათვის გაწეული მომსახურების სრული კომპლექტის მიწოდება; დავალების შეუსრულებლობის ან გადავადების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი განმარტებითი ბარათი შემსყიდველთან.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

გაწეულ მომსახურებაზე შედგენილი დოკუმენტაციის სრული პაკეტის(დასკვნის) მოწოდების ადგილია: სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათაო ოფისი, ქ. თბილისი ბარათაშვილის ქ. #2.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

(!)

2.4.1 პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

2.4.1.1.პრეტენდენტს მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს ან დაიქირაოს არანაკლებ 1 (ერთი) ექსპერტ-შემფასებელი/აუდიტი, მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით, რაზედაც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს დამადასტურებელი დოკუმენტაცია,კერძოდ:

ა) აღნიშნული პიროვნების ბიოგრაფია (CV).
ბ) სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის" მიერ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული ქონების შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატი/მოწმობა.
გ) მინიმუმ 3 აუდიტორული/საშემფასებლო დასკვნა პროექტების ფარგლებში მიწის შესყიდვის ან/და განსახლების განსახორციელებლად.
დ) იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტ კომპანიას დაქირავებული ჰყავს ექსპერტ-შემფასებელი პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მომსახურების გასაწევად დაქირავებულ ზემოაღნიშნულ სუბიექტთან/სუბიექტებთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები.

2.4.1.2.პრეტენდენტს მომსახურების გასაწევად უნდა ჰყავდეს ან დაიქირაოს არანაკლებ 1 (ერთი) ამზომველი, რომელსაც უნდა ჰქონდეს საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის მოქმედი სერტიფიკატი/მოწმობა, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იყოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტ კომპანიას დაქირავებული ჰყავს ამზომველი პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მომსახურების გასაწევად დაქირავებულ ზემოაღნიშნულ სუბიექტთან/სუბიექტებთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები.

2.9 other additional requirements

(!)

პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წაროადგინოს (ატვირთოს) სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი".

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:

- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.
- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ საკონსულტაციო მომსახურების ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის და სათანადო დოკუმენტაციის (თუ ,,მიმწოდებელი“ არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახდო ანფარიშფაქტურის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და სათანადო დოკუმენტაციის (თუ ,,მიმწოდებელი“ არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახდო ანფარიშფაქტურის) წარმოდგენიდან 8(რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ხაბეიშვილი, 577240458, maia.khabeishvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

3. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან მისი რომელიმე პოზიციის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

6.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

7. სატენდერო წინადადების ერთეულის და საერთო ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8.პრეტენდენტები ვალდებულები არიან, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru