Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Структурные продукты (Грузия - Тендер #44051149)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 44051149
Дата публикации: 18-07-2023
Сумма контракта: 144 510


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA230001558
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.07.2023 15:02
Начало приема предложения 28.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 31.07.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 144`510.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 44200000-Структурные продукты
Коды классификатора
  • 44200000 - Структурные продукты
  • 44210000 - Конструкции и части конструкций
Срок подачи გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
ლითონკონსტრუქციების, სახაზო და სასალტე პორტალების შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 600.00 GEL
Размер гарантии 1`445 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi giorgadze :: 23.06.2023 16:28
  • Последнее исправление: giorgi giorgadze :: 18.07.2023 15:02
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=524807&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ლითონკონსტრუქციების, სახაზო და სასალტე პორტალების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. საქონლის დასახელება და რაოდენობები (სასალტე პორტალები):

ა) ქ/ს "ბათუმი-220"-თვის 110 კვ ძაბვის საუჯრედე პორტალი ПСТ-110 Я2- ის ფეხი და ტრავერსა" - 1 კომპლექტი;
ბ) ქ/ს "ბათუმი-220"-თვის 110 კვ ძაბვის სასალტე პორტალი ПС - 110 Щ (ТД-2 - ქუსლებით) - 3 კომპლექტი;
გ) ქ/ს "ბათუმი-220"-თვის 110 კვ ძაბვის საუჯრედე პორტალი ПСЛ-110 Я2С- ის ფეხი და ტრავერსა (ТД-2 - ქუსლებით) - 1 კომპლექტი;
დ) ქ/ს "მარნეული-500"-თვის 110 კვ ძაბვის სასალტე პორტალი ПС - 110 Щ (ТД-2 - ქუსლებით) - 3 კომპლექტი;

* პორტალები უნდა დამზადდეს თანდართული ნახაზებისა და მათზე მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად.
* პორტალები უნდა იყოს მოთუთიებული ISO 1461 ან ISO 2063-1,2 სტანდარტით, ლითონი არანაკლებ СТАЛЬ -3;
* ერთ კომპლექტში იგულისხმება 1 ცალი პორტალი თავის მაკომპლექტებელი დეტალებით. (პორტალის სრულად აწყობა შესაძლებელი უნდა იყოს). ყველა პოზიცია დაკომპლექტებული უნდა იყოს ინდივიდუალურად;
* მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ქარხნული, ექსპლუატაციაში არმყოფი, არ უნდა იყოს აღდგენილი და მეორადი.


2. საქონლის დასახელება და რაოდენობები (ლითონკონსტრუქციები):

ქ/ს "ქსანი-500"
ა) დენის ტრანსფორმატორის ლითონკონსტრუქცია - 3 კომპლექტი
ბ) ძაბვის ტრანსფორმატორის ლითონკონსტრუქცია - 3 კომპლექტი
გ) ძაბვის აწევის შემზღუდევლის ლითონკონსტრუქცია - 3 კომპლექტი
დ) საყრდენი იზოლატორის ლითონკონსტრუქცია - 4 კომპლექტი

ქ/ს "გლდანი-220"
ა) დენის ტრანსფორმატორის ლითონკონსტრუქცია - 3 კომპლექტი
ბ) ძაბვის ტრანსფორმატორის ლითონკონსტრუქცია - 3 კომპლექტი
გ) ძაბვის აწევის შემზღუდევლის ლითონკონსტრუქცია - 3 კომპლექტი
დ) საყრდენი იზოლატორის ლითონკონსტრუქცია - 4 კომპლექტი

* ლითონკონსტრუქციები უნდა იყოს მოთუთიებული ISO 1461 ან ISO 2063-1,2 სტანდარტით, ლითონი არანაკლებ СТАЛЬ -3.
* ლითონკონსტრუქციები მოწოდებული უნდა იყოს აწყობილ მდგომარეობაში.
* 1 კომპლექტი იგულისხმება, 1 ცალი ლითონკოსნტრუქცია თავის მაკომპლექტებელი დეტალებით.
* ყველა პოზიცია დაკომპლექტებული უნდა იყოს ინდივიდუალურად.
* მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ქარხნული, ექსპლუატაციაში არმყოფი, არ უნდა იყოს აღდგენილი და მეორადი.

3. საქონლის დასახელება და რაოდენობები (ლითონკონსტრუქციები) ქ. თბილისი, ქინძმარაულის #29 (სს "სსე"-ს სასაწყობე მეურნეობის ცენტრალური საწყობი):

1. დენის ტრანსფორმატორის საყრდენი ლითონკონსტრუქცია H-3,6 - 3 კომპლექტი.
2. ძაბვის აწევის შემზღუდველის საყრდენი ლითონკონსტრუქცია H-2,4 - 39 კომპლექტი.
3. ძაბვის ტრანსფორმატორის საყრდენი ლითონკონსტრუქცია H-2,4 - 9 კომპლექტი.
4. ძაბვის აწევის შემზღუდველის საყრდენი ლითონკონსტრუქცია H-3,6 - 21 კომპლექტი

* ლითონკონსტრუქციები უნდა იყოს მოთუთიებული ISO 1461 ან ISO 2063-1,2 სტანდარტით
* ლითონი არანაკლებ СТАЛ-3
* ერთ კომპლექტში იგულისხმება 1 ცალი ლითონკონსტრუქცია თავის მაკომპლექტებელი დეტალებით. ყველა პოზიცია დაკომპლექტებული უნდა იყოს ინდივიდუალურად;
* მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ქარხნული, ექსპლუატაციაში არმყოფი, არ უნდა იყოს აღდგენილი და მეორადი.


** სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ ინფორმაციაზე და მიმაგრებულ "ტექნიკური პარამეტრები, რაოდენობა და ნახაზები"-ს ფაილებზე, რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

*** შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრების თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის ტექნიკური პარამეტრები მოცემულია მიმაგრებულ ფაილებში "ტექნიკური პარამეტრები, რაოდენობა და ნახაზები".

იხ. მიმაგრებული ფაილები "ტექნიკური პარამეტრები, რაოდენობა და ნახაზები".

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადა განისაზღვრება შემდეგი სახით, კერძოდ:

1.4.1 ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ფასების ცხრილის პირველიდან მეთორმეტე პოზიციის ჩათვლით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;

1.4.2 ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ფასების ცხრილის მეცამეტედან მეთექვსმეტე პოზიციის ჩათვლით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 (ასოცი) კალენდარული დღის განმავლობაში;

1.4.3 საქონლის მიწოდების ვადაში, ობიექტებზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. შემსყიდველი მიმწოდებლის ობიექტზე დაშვებას უზრუნველყოფს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი პროცედურების დაცვით.

საქონლის მიწოდებისათვის ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 8.1 პუნქტში მიმაგრებული დოკუმენტის - "ხელშეკრულების პროექტი"-ს მე-4 მუხლის 4.3 პუნქტსა და "ხელშეკრულების პროექტი"-ს დანართი N3–ში (უსაფრთხოების წესები და პირობები).

* საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი (მისამართები):

1. ქ/ს "ბათუმი - 220" - ქ. ბათუმი, დაბა ხელვაჩაური, ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. №2.

2. ქ/ს "მარნეული 500" - ქ. გარადაბანი, აღმაშენებლის ქ#2.

3. ქ/ს "ქსანი - 500" - მცხეთის რაიონი სოფელი ქსანი.

4. ქ/ს "გლდანი - 220" - ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ სამრეწველო დასახლება.

5. ქ. თბილისი, ქინძმარაულის #29 (სს "სსე"-ს სასაწყობე მეურნეობის ცენტრალური საწყობი).

** საქონლის ღირებულება უნდა ითვალისწინებდეს ყველა ხარჯს, მათ შორის: ტრანსპორტირებისა და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილას ჩამოცლის ხარჯებს.

1.7.1 requirement related to guarantee period

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ.

მოსაწოდებელი საქონელზე საგარანტიო ვადაა: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან 3 წელი.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს 3 წელზე ნაკლები მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

* საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა;
* საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი რაიმე ხარვეზის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
* თუკი საგარანტიო ვადის ფარგლებში საქონელი შეიცვლება ახლით მასზე გავრცელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული საგარანტიო ვადა;
* სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გარანტიის მოქმედების არეალი მოიცავს საქართველოს ტერიტორიას;
* წუნის/ხარვეზის/დეფექტის/გაუმართაობის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება (მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ) უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტში მიმაგრებულ ფაილში ფასების ცხრილში“ უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

! აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელმა ფასების ცხრილის მეცამეტედან მეთექვსმეტე პოზიციით გათვალისწინებულ საქონელზე მოწოდებისას უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანოს ან მწარმოებლის მიერ გაცემული, ქართულ ან ინგლისურ ან რუსულ ენაზე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს:

2.9.1 სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მიმაგრებული შევსებული „ფასების ცხრილი“;

2.9.2 არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში, ინფორმაცია სახელშეკრულებო ღირებულების უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი/ევრო) განსაზღვრის მოთხოვნის თაობაზე ელექტრონული ვაჭრობის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ლართან მიმართებაში;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:

- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ ლითონკონსტრუქციების და სასალტე პორტალების ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

-იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება ეტაპობრივად;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად, კერძოდ:

- ფასების ცხრილის პირველიდან მეთორმეტე პოზიციაზე ფაქტობრივად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

- ფასების ცხრილის მეცამეტედან მეთექვსმეტე პოზიციაზე ფაქტობრივად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად, კერძოდ:

- ფასების ცხრილის პირველიდან მეთორმეტე პოზიციაზე ფაქტობრივად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის), წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

- ფასების ცხრილის მეცამეტედან მეთექვსმეტე პოზიციაზე ფაქტობრივად მოწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის), წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი გიორგაძე, 577232355, giorgi.giorgadze@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

3. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

5. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან მისი რომელიმე პოზიციის განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

6. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი;

7. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

8. სატენდერო წინადადების ერთეულის და საერთო ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

9. პრეტენდენტები ვალდებულები არიან, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10. „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებელთა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N2380 განკარგულების საფუძველზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები, ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას, 2024 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულები არიან ვალდებულებისგან, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru