შესყიდვის ობიექტის დასახელება: „პროფესიული საჯარო მოხელის
პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის,
პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილების შესაბამისად,
მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამების გავლის
საჭიროებასთან დაკავშირებით, იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების
საჯარო მოხელეებისათვის ტრენინგის ორგანიზების მომსახურების
შესყიდვა.
გასაწევი მომსახურება გულისხმობს ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ვანის,
ზესტაფონის, ხარაგაულის და საჩხერის მუნიციპალიტეტების 30 საჯარო
მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული
უნარების დახვეწის მიზნით მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო
პროგრამებზე (აკრედიტირებული) ტრენინგების ჩატარებას. თემატიკის
მიხედვით სწავლება მოიცავს შემდეგ სასწავლო კურსებს:
1. საბაზისო სასწავლო პროგრამა №1 _ „მოხელის მენეჯერული უნარები“.
1.1. სასწავლო პროგრამის მიზანია მონაწილეებს გააცნოს და გაუღრმავოს:
ა) ეფექტური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ბ)
საჯარო დაწესებულების წარმომადგენლობის უნარი; გ) სტრატეგიული და
კომპლექსური აზროვნების უნარი; დ) სტრუქტურული ერთეულისა და
ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი; ე) ცვლილებების/სიახლეების
ინიციირებისა და მართვის უნარი; ვ) თათბირებისა და შეხვედრების
წარმართვის უნარი; ზ) მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და
მოტივირების უნარი; თ) გუნდის განვითარების უნარი; ი) პრობლემის
გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
1.2. სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
თემა 1 _ სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი,
გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა,
სამოქმედო გეგმების შემუშავება);
თემა 2 _ მომსახურებისა და ხარისხის მართვა, რისკების მართვა,
ცვლილებების მართვა;
თემა 3 _ გადაწყვეტილების მიღება, ლიდერობა და გუნდის მართვა, გუნდის
გაძლიერება და მოტივირება, გენდერული თანასწორობა და სექსუალური
შევიწროების აღმოფხვრა სამუშაო ადგილზე;
თემა 4 _ პროფესიული კომუნიკაცია, ეფექტური კომუნიკაცია და ეფექტური
მოლაპარაკებები, მედიასთან ურთიერთობა და საჯარო გამოსვლა;
თემა 5 _ საჯარო სამსახურის ეთიკა, კონფლიქტების მოგვარება,
ორგანიზაციული კულტურა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი საშუალებები.
1.3. სასწავლო აქტივობის ხანგრძლივობა: არანაკლებ 24 და არაუმეტეს 40
აკადემიური საათი. დისტანციურ ფორმატში ტრენინგის ჩატარების
შემთხვევაში დღის განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს 4 საათს.
2. საბაზისო სასწავლო პროგრამა №2 _ „პიროვნული და პროფესიული
კომპეტენციების განვითარების კურსი“.
2.1. კურსის მიზანია გაუღრმავოს მსმენელებს: ა) ეფექტური კომუნიკაციის
უნარი; ბ) დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; გ) გუნდური მუშაობის უნარი; დ)
კომპლექსური აზროვნება; ე) დროის ეფექტიანი მართვა; ვ) ინფორმაციის
შეგროვებისა და ანალიზის უნარი; ზ) საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების
უნარი; თ) ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და დეტალებზე
ორიენტირების უნარი.
2.2. სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:
თემა 1 _ ადმინისტრაციული წარმოება;
თემა 2 _ ეთიკა საჯარო სამსახურში;
თემა 3 _ პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა;
თემა 4 _ ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა.
2.3. სასწავლო აქტივობის ხანგრძლივობა: არანაკლებ 16 და არაუმეტეს 24
აკადემიური საათი.
დისტანციურ ფორმატში ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში დღის
განმავლობაში კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
მონაწილეთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით: ცხრილის ფორმით
მოცემულია თითოეულ სასწავლო კურსზე გადასამზადებელი მონაწილეების
რაოდენობა თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით (იხილეთ მიმაგრებული
ფაილი)
3. მომსახურების გაწევის პირობები
3.1 ტენდერში გამარჯვებულმა მომსახურება გაწევა უნდა უზრუნველყოს
ეტაპობრივად:
საბაზისო კურსი: პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები (დისტანციური
ფორმატი) – 4 სექტემბერი-13 სექტემბერი (19 მონაწილე).
საბაზისო კურსი: მოხელის მენეჯერული უნარები (დისტანციური ფორმატი) – 14
სექტემბერი - 28 სექტემბერი (11 მონაწილე)
3.2 ტრენინგის ჩატარების თარიღის ცვლილების შესახებ ინფორმაცია
მიმწოდებელს უნდა ეცნობოს 10 სამუშაო დღით ადრე.
3.3 დისტანციური სატრენინგო კურსები უნდა ჩატარდეს დისტანციური
საკომუნიკაციო პლატფორმების (Zoom, Slack, Skype, Microsoft Teams, Facebook Workplace, რომელიმე ერთერთი
ან სხვ.) გამოყენებით, რომელიც უნდა უზრუნველყოს ტენდერში
გამარჯვებულმა.
3.4 სწავლების დისტანციურ ფორმატში ჩატარების შემთხვევაში
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ონლაინ პლათფორმაზე ტრენინგის
მონაწილეების თავისუფალ დაშვებას.
3.4.1 ერთ ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მსმენელს.
სულ ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა შეძლოს 30 მონაწილის
მიღება.
3.5 სატრენინგო პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ
მეცადინეობას, ასევე, შესაბამის სასწავლო მასალას. სასწავლო მასალა
ტრენინგის მსვლელობის დროს თითოეული მონაწილისთვის მიწოდებული უნდა
იქნას ელექტრონული ფორმით.
3.6 ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა
უზრუნველყოს მონაწილეთათვის სერთიფიკატების გადაცემა, შემსყიდველის
სახელით.
3.7 პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მიზნით, ტენდერში
გამარჯვებულმა პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს ტესტირების პროცესის
წარმართვა და ტესტების შედეგების მიწოდება.
3.8 ტრენინგის პროცესის, ასევე, შედეგებისა და ტრენინგზე დასწავლილი
უნარების ტრანსფერის შეფასების მიზნით, უნდა განხორციელდეს ტრენინგის
შინაარსის მონაწილეთა რეალურ სამუშაო შინაარსთან კავშირის
უზრუნველყოფა და მონაწილეების მიერ რეალური სიტუაციის
გამკლავებისათვის აუცილებელი გამოცდილების შეძენის უზრუნველყოფა.
შეფასების მეთოდებიდან გამოყენებული უნდა იყოს: უკუკავშირის კითხვარი
(ტრენინგის მონაწილეთა რეაქციები, რამდენად მოსწონთ პროგრამა, როგორია
მათი შეფასება და ა.შ.).
3.9 თითოეული ტრენინგის დასრულების შემდგომ სერვისის მიმწოდებელმა უნდა
წარმოადგინოს ტრენინგის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც მოიცავს
ინფორმაციას სასწავლო თემებისა და მეთოდების გამოყენების, მონაწილეთა
ჩართულობის, აგრეთვე ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებული
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების
შესახებ.