1.2.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბანაკის მონაწილეების (30 მონაწილე, 12-15
წლის ახალგაზრდები) და მონიტორინგის მიზნით მივლინებული სამინისტროს 6
თანამშრომლის ტრანსპორტირება საქართველოს ყველა რეგიონის მთავარი
ქალაქებიდან დაბა შეკვეთილის საბანაკე სასტუმრომდე და უკან.
მგზავრობისას ორივე გზაზე (სასტუმრომდე და უკან) თითოეულ ჯგუფს თან უნდა
ახლდეს ბანაკის მინიმუმ ერთი ლიდერი ან ტრენერი. მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს ბანაკით 10 დღიანი (10 კალენდარული, დისლოკაციის ადგილზე
ჩასვლისა რეგიონებში გამომგზავრების დღეების ჩათვლით) მომსახურება
საბანაკე სასტუმროში 36 პერსონისთვის (30 ახალგაზრდა/მოზარდი და
მონიტორინგის მიზნით გაგზავნილი მინისტრის აპარატის არაუმეტეს 6
წარმომადგენელი). თითოეული ბანაკის მონაწილე უნდა განთავსდეს მაქსიმუმ
2 ადგილიან ოთახებში, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები
(მონიტორინგის ჯგუფი) უნდა განთავსდნენ სამ არასაზიარო ოთახებში.
ბანაკის მონაწილეთა, მინისტრის აპარატის წარმომადგენლის განთავსება
უნდა განხორციელდეს ერთ კომპლექსში, იმავე სასტუმროში, რომელშიც
ჩატარდება ბანაკის აქტივობები. იმავე სასტუმროში უნდა იყვნენ
განთავსებული პროექტის ხელმძღვანელი, ტრენერები და ლიდერები.
1.2.2. სასტუმრო არ უნდა იყოს „საოჯახო ტიპის“, არ უნდა იყოს განთავსებული
საცხოვრებელი სახლის ნაწილში ან მიწის ქვეშ. ყველა ნომერი აღჭურვილი
უნდა იყოს ინდივიდუალური სველი წერტილებით, ცივი და ცხელი წყლით (24
საათი), კონდიციონერით, ინტერნეტით. ნომრებში უნდა იყოს ცალ-ცალკე
საწოლები (გასაშლელი და ორსართულიანი საწოლები არ მოიაზრება). ოთახებში
დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები და იყოს შესაბამისი რაოდენობის
პირველადი ჰიგიენის პროდუქტები და ნივთები (თეთრეული, პირსახოცები და
სხვა).
1.2.3. სასტუმროს უნდა ჰქონდეს საკონფერენციო დარბაზი ტრენინგებისთვის
(არანაკლებ 40 პერსონაზე და აღჭურვილი უნდა იყოს არანაკლებ 1 პროექტორით,
არანაკლებ ერთი დინამიკით, არანაკლებ ერთი პრინტერით, არანაკლებ 2 ცალი
ფლიფჩარტის დაფით, შესაბამისი ფურცლებით, ლეპტოპით და ტრენინგისთვის
სხვა საჭირო შესაბამისი რაოდენობის საკანცელარიო ნივთებით და
ინვენტარით (ბლოკნოტები, მარკერები, კალმები, ფერადი ფურცლები, წებოვანი
ფურცლები და სხვა), ინტერნეტით, შესაბამისი საჰაერო ვენტილაციითა და
გათბობის სისტემით.
1.2.4. სასტუმროს უნდა გააჩნდეს საკუთარი კეთილმოწყობილი-იზოლირებული ეზო
გარე აქტივობების ჩასატარებლად. ეზო არ უნდა იყოს სხვასთან საზიარო.
1.2.5. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა (36 ადამიანი)
სრულფასოვანი კვებით მომსახურება (შვედური მაგიდა). დღიურად კვება უნდა
იყოს სამჯერადი და + ერთი შესვენება სამხარზე. (სამხარი უნდა შეიცავდეს
ტკბილეულს, ხილს, გამაგრილებელ სასმელებს და ყავა/ჩაის). კვება უნდა
განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წინასწარ გაწერილი მენიუს
შესაბამისად (იხ. დანართი მენიუ). საკვები არ უნდა იყოს საზიარო
სასტუმროში მყოფ სხვა პირებთან. კვებითი მომსახურების კონკრეტული დრო
უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. სასადილო ოთახი უნდა იყოს აღჭურვილი
გამართული სავენტილაციო სისტემით და კონდიციონერით და დაცული უნდა
იყოს სანიტარული ნორმები. კვებითი მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს
იმავე შენობაში, სადაც განთავსებულია საცხოვრებელი ფართები (ნომრები).
ბანაკის ტერიტორიაზე მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პირველადი
სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ბანაკის მიმდინარეობისას ადგილზე
უნდა ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მედიცინის მუშაკი (მედდა
ან ექიმი).
მიმწოდებელმა, ბანაკში გამგზავრებამდე ბანაკის მონაწილეთა მშობლებს /
მეურვეებს უნდა შეავსებინოს ე.წ. მშობლის თანხმობის ფორმა. შევსებული
ფორმები ბანაკის დასრულების შემდეგ უნდა ჩაბარდეს შემსყიდველს.
1.2.6. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მონაწილეთა
ტრანსპორტირება შესაბამისი ტექნიკურად გამართული ტრანსპორტით
საქართველოს რეგიონებიდან (ქ.ქ. ზუგდიდი, ქუთაისი, თბილისი, ხონი, ბათუმი)
– დისლოკაციის ადგილამდე და მათი უკან დაბრუნება პროექტის დასრულების
შემდეგ. ტრანსპორტირების კონკრეტული დრო და ადგილი, აგრეთვე
მონაწილეთა რაოდენობას (სია) მიმწოდებელს გადასცემს შემსყიდველი.
1.2.7. მიმწოდებელს ადგილზე უნდა ჰყავდეს 1 ბანაკის ხელმძღვანელი (ბანაკის
ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროექტის მიმდინარეობის მთელი
პერიოდის განმავლობაში მონაწილეთა უსაფთხოებაზე საქართველოში
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად), მინიმუმ 2 ტრენერი და მინიმუმ 4
ლიდერი (ტრენერი და ლიდერი არ უნდა იყოს ერთიდაიგივე პიროვნება),
რომლებიც უხელმძღვანელებენ საბანაკე ცხოვრებას. მიმწოდებელმა უნდა
წარადგინოს ბანაკის დღის წესრიგი შესაბამისი
საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობებითა და ტრენინგ პროგრამით.
საბანაკე პროცესი უნდა მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:
● შესაბამისი ფიზიკური აქტივობები მოზარდებისა და
ახალგაზრდებისათვის;
● საგანმანათლებლო-სახალისო აქტივობები;
● შემეცნებითი აქტივობები;
● შენობის გარეთ აქტივობები;
● სხვა საგანანმანათლებლო - სარეკრეაციო აქტივობები.
ბანაკის ტრენინგ-პროგრამის მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს:
o პრეზენტაციებს
o გუნდის მშენებლობის აქტივობებს
0 თვითშეფასების სავარჯიშოებს
o სიმულაციურ თამაშებს
o სამაგიდე და ინტელექტუალურ თამაშებს
o ვიდეო და ფოტო გადაღებებს
o ფოტო-ვიდეო გადაღება მონტაჟის შესწავლას
o პროფესიონალური 4K დრონის მართვა-გადაღების შესწავლას
o ვიდეო კამერებთან მუშაობის შესწავლას
o საბანაკე და ღია სივრცეში აქტივობებს
o საღამოს აქტივობებს
მიმწოდებელმა ბანაკის მსვლელობისას შემსყიდველს უნდა მიაწოდოს
ბანაკის მსვლელობის ამსახველი ფოტოები, რომლების უნდა იყოს
დამუშავებული და ჰქონდეს სამინისტროს ლოგო.
ბანაკის მსვლელობისას მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს ბანაკის 1 ვიდეო
რგოლი (3 -დან 5 წუთამდე ხანგრძლივობის), რომელიც ბანაკის დასრულებიდან 1
კვირის განმავლობაში უნდა გადაეცეს შემსყიდველს. ვიდეო რგოლში უნდა
იყოს ასახული საბანაკე პროცესი 10 დღის განმავლობაში, შესრულებული
ტრენინგები, აქტივობები და გასართობი
თამაშები. ვიდეო უნდა იყოს 4K რეზოლუციის და გადაღებული იყოს მინიმუმ 2
კამერითა და 1 დრონით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბანაკის მონაწილეები შესაბამისი
საკანცელარიო ნივთებით (ბლოკნოტი, კალამი, ფერადი ფურცლები და სხვა),
ბანაკისათვის სპეციალურად დამზადებული მაისურებით და კეპებით
(შესაბამისი წარწერებით და ლოგოთი). ბანაკის ლოგო უნდა დაამზადოს
მიმწოდებელმა შემსყიდველთან შეთანხმებით. მიმწოდებელმა უნდა
დაამზადოს საბანაკე ბანერი შტენდერით (ბანერის დიზაინი უნდა
შეთანხმდეს შემსყიდველთან).