საფუარი - 1.68 კილოგრამი, ორცხობილა - 280 კილოგრამი, მაკარონი - 1596 კილოგრამი,
ვერმიშელი - 151.2 კილოგრამი, შაქარი - 1139.6 კილოგრამი, მარილი - 252 კილოგრამი, ჩაი
- 13.44 კილოგრამი და კარამელი - 252 კილოგრამი.
1.2.1. მარილი – კრისტალური, წმინდად დაფქვილი,იოდიზირებული, მშრალი, უცხო
გემოს გარეშე. თეთრი (დამახასიათებელი) შეფერილობის, დაფასოებული.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის 40%.
1.2.2. მაკარონი – თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ხორბლის უმაღლესი
ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული, არასამარხვო (შეიცავდეს კვერცხს )
შემადგენლობის, ზედაპირი გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი და
წერტილი. მაკარონის ნაწარმის ტენიანობა 13%. მდგრადი, ხარშვისას ადვილად
არ კარგავდეს ფორმას. ფერი – ერთგვაროვანი კრემისფერი. ფორმა
შემსყიდველთან შეთანხმებით;
სურსათს არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო.
ჰერმეტულად შეფუთულ პროდუტში არ იყოს წყლის წვეთები.
არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ
სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის 40%.
1.2.3. ვერმიშელი – თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს ხორბლის
უმაღლესი ხარისხის ფქვილისაგან დამზადებული, არასამარხვო (შეიცავდეს
კვერცხს ) შემადგენლობის, ზედაპირი გლუვი, არ ჰქონდეს არავითარი ჩანართი
და წერტილი. მაკარონის ნაწარმის ტენიანობა 13%. მდგრადი, ხარშვისას
ადვილად არ კარგავდეს ფორმას. ფერი – ერთგვაროვანი კრემისფერი.
ორგანოლეპტიკურად დამაკმაყოფილებელი.
სურსათს არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე, ობის, ლპობის სუნი ან გემო.
ჰერმეტულად შეფუთულ პროდუტში არ იყოს წყლის წვეთები.
არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს და
გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ
სტანდარტებს და ტექნიკურ ნორმებს.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის 40%.
1.2.4. კარამელი - რბილი კონსისტენციის , სხვადასხვა ხილის ჯემით, უმაღლესი
ხარისხის.
1.2.5. ორცხობილა - ახალი, ქარხნულის წარმოების, საბავშვო, უმაღლესი
ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან დამზადებული, კრემის, ჯემისა და
კონცენტრატების გარეშე. ნატურალურის იდენტური არომატიზატორით. არ უნდა
შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ და აკრძალულ საკვებდანამატებს. ერთი
ცალის წონა 25-50 გრ. მექანიკური დაზიანების გარეშე. სათანადოდ შეფუთული.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის 40%.
1.2.6. ჩაი (კენკრა) - მინარევების, უცხო სუნის, ობისა და ნესტის გარეშე.
ჰერმეტულად შეფუთული, დასაყენებელი პაკეტების სახით.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის 40%.
1.2.7. შაქარი - თეთრი ფერის, მშრალი, კრისტალური, ფხვიერი, სუფთა.
მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის 40%.
1.2.8. საფუარი - კულინარიული დანიშნულების, ფხვიერ მდგომარეობაში.
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დაფასოებული 10გ-დან-200გ-მდე
ქარხნული წესით. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ
საკვებ დანამატებს (ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით).
შესაბამისი მარკირებით, მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი,
შენახვის ვადები და პირობები.
მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო ვადის
70%.
1.2.9. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებსა და მოქმედ სტანდარტებს.
2 - დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით
დამტკიცებული "მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
3 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
4 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
5 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით
დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების
ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
6 - დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.
7 - მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს
კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ
მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური
ობიექტების შემცველობით.
1.2.10 მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს
საორიენტაციო/სავარაუდო ციფრს,შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებულია საბავშვო
ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების პერიოდზე და
აღსაზრდელთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა
გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.