ტექნიკური დავალება
ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება
მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი
სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების
განხორციელება.
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა
მეგალითური ნაგებობანი ას წელზე მეტია იქცევენ არქეოლოგების
ყურადღებას. პირველი არქეოლოგიური სამუშაოები XIX საუკუნის მეორე
ნახევარში საბერძნეთში (ტირინთოსი) და მალტაზე (ჰალ საფლიენი, ტარშიენი,
ჰაგარ ქიმი და მნაიდრა) ჩატარდა.
საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითურმა ნაგებობებმა მკვლევართა
ყურადღება მიიქცია XIX საუკუნის მიწურულს. თუმცა, „ციკლოპური“
ნამოსახლარების შესწავლა პირველად ბორის კუფტინმა სცადა. თრიალეთში,
ბეშთაშენის `ციკლოპურ ნაქალაქარზე~ XX საუკუნის 30-იან წლებში წარმოებული
გათხრების შედეგად მან გამოავლინა ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს და შუა
საუკუნეების ფენები. მოპოვებული მასალის საფუძველზე „ციკლოპური“
ნამოსახლარების ქვედა თარიღად ძვ.წ. III ათასწლეულით განისაზღვრა. იმავე
წლებში ბ. კუფტინმა წალკის ტერიტორიაზე გათხარა გრანდიოზული
ყორღანები, მათ შორის მიწისზედა დარბაზიანი ყორღანები, რომელთა
კედლები ქვითაა ამოყვანილი.
შემდგომ პერიოდში თრიალეთში გაითხარა ყორღანები გრანდიოზული
დასაკრძალავი დარბაზებით, რომელთა კედლები ქვითაა ნაშენები. მესხეთში
გათხრილი დაუმუშავებული ქვებით ნაგები სამარხი ნაგებობები ქვის დიდი
ფილებითაა გადახურული. თრიალეთისა და მესხეთის ყორღანები ძვ.წ. III – II
ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.
საქართველოს მეგალითური ძეგლების გეგმაზომიერი მეცნიერული შესწავლა
1990 წლიდან თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციამ (ხელმძღვ. გ.
ნარიმანიშვილი) დაიწყო თრიალეთში, ეს სამუშაოები დღემდე გრძელდება.
ექსპედიციის მიერ არქეოლოგიური დაზვერვები ჩატარდა დღეისათვის
ცნობილი ყველა მეგალითურ ძეგლზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ე.წ.
ციკლოპურ ნამოსახლარებსა და სიმაგრეებს (ბარეთი, კარიაკი, საბეჭდავი,
კნოლე, ბეშქენაშენი, ზემო ბეშქენაშენი, ლიპი, უწყლო, კოხაჯი, თეზი, ცრიცი,
ხევღრმა, ლოშო, აბული, შაორი და სხვ.). ისინი აიგეგმა და აიზომა
არქიტექტურულად, შეგდა ტოპოგრაფიული გეგმები. ექსპედიციამ
არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა საბეჭდავის, ბეშქენაშენის
(ბეშთაშენის), ზემო ბეშქენაშენის (აი-ილია), კნოლეს და უწყლოს (სანთა)
ნამოსახლარებსა და სიმაგრეებზე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ
`ციკლოპური~ სიმაგრეები ძვ.წ. XVI საუკუნიდან არსებობენ, ძვ.წ. XIII-VII
საუკუნეებში კი გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ.
XX საუკუნის მიწურულს მეგალითური ძეგლების კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო:
არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს
ინტერდისციპლინარული კვლევები. თანდათან ნათელი ეფინება მეგალითების
მშენებლების ყოფა-ცხოვრებას და სულიერ კულტურას.
„ციკლოპური“ ნაგებობები პირველად სამხრეთ საქართველოში, თრიალეთში
დაფიქსირდა. 1881 წელს სოფ. ავრანლოს სკოლის მასწავლებელმა ა. იოაკი¬მოვმა
სოფლის მახლობლად ციკლოპური ნაგებობა დააფიქსირა. მეგალითური
ძეგლების მეცნიერულ შესწავლას სათავე დაუდო V არქეოლოგიურმა ყრილობამ,
რომელიც 1881 წელს თბილისში გაიმართა. მრავალ საკითხთან ერთად თრიალეთში
არსებული ე.წ. ციკ¬ლოპური ნამოსახლარების შესწავლის აუცილებლობის
საკითხიც დადგა. მიუხედავად ამისა, მეგალითური ძეგლების შესწავლა დიდი
ხნით გადაიდო.
წალკაში პირველი სტაციონალური არქეოლოგიური გათხრები 1896 წელს ე.
თაყაიშვილმა ჩაატარა, რომელმაც სოფ. კარიაკში, ხაჩკოვში, ბაიბურთში,
სარვანსა და ბეშთაშენში სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე სამარხი გათხარა.
შემდგომში მან არაერთხელ მოაწყო ექსპედიცია წალკაში.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან თრიალეთის მეგალითური ძეგლების კვლევას
იწყებს ლ. მელიქსეთ-ბეგი. კვლევის შედეგები საქართველოს ტერიტორიაზე
არსებული "ციკლოპური" ნამოსახლარების პირველ მონოგრაფიულ გამოკვლევას
დაედო საფუძვლად.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული `ციკლოპური~ ძეგლების შესწავლას
არასისტემატური ხასიათი ჰქონდა და დიდი ხარვეზებით მიმდინარეობდა.
პირველი ვინც "ციკლოპური" ნამოსახლარების არქეოლოგიური შესწავლა სცადა
იყო ბ. კუფტინი. მან ბეშთაშენის "ციკლოპურ" სიმაგრეზე ოთხი თხრილი გაავლო,
სადაც დადასტურდა მტკვარ-არაქსული, გვიან ბრინჯაოს ხანის და შუა
საუკუნეების ფენები. ამ მონაცემების საფუძველზე "ციკლოპური"
ნამოსახლარების ქვედა თარიღად ძვ.წ. III ათასწლეული განისაზღვრა. 50-იანი
წლების დასაწყისში, მისი გარდაცვალების შემდეგ, რეგიონში არქეოლოგიური
სამუშაოები რამდენიმე წლით შეწყდა.
1989 წლიდან დღემდე წალკის რაიონში სამუშაოებს აწარმოებს არქეოლოგიური
კვლევის ცენტრის თრიალეთის არქეოლო¬გიური ექსპედიცია. ექსპე¬¬დიციის
ძირი¬თად მიზანს წარმოადგენს რაიონის ტერიტორიაზე არსებული
„ციკლოპური“ ნამოსახლარების და სიმაგრეების აღნუსხვა, ფიქსაცია,
ქრონოლოგიის და ტიპოლოგიის გარკვევა.
საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითური კომპლექსები მრავლად გვხდება.
ციკლოპურ სიმაგრეებს, დასახლებათა თავდაცვით კედლებთან ერთად,
მიეკუთვნება ყველა ის ნაგებობა, რომლებიც აგებულია დიდი ზომის
დაუმუშავებელი ქვებით, უდუღაბოდ.
მეგალითურ კომპლექსებს მიეკუთვნება იმ ნამოსახლარებისა და
სიმაგრეებს ერთობლიობა, რომლებსაც თავდაცვითი კედლები გააჩნია.
საქართველოს ისტორიული მხარეებიდან ყველაზე უკეთაა შესწავლილი
თრიალეთის და ჯავახეთის `ციკლოპური~ სიმაგრეები და ნამოსახლარები.
არქეოლოგიური გათხრებიც პრაქტიკულად ამ რეგიონშია მხოლოდ ჩატარებული.
მიუხედვად იმისა, რომ რეგიონის ბევრი მეგალითური ძეგლი აღიწერა და
სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებიც ჩატარდა, ამ კვლევებს მაინც
არასისტემური ხასიათი ჰქონდა, რაც ართულებს ამ ტიპის ძეგლების
სრულყოფილ კვლევას.
მეგალითური კომპლექსები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის
გამორჩეულ არქიტექტურულ-არქეოლოგიურ ძეგლებს წარმოადგენენ. მათი
არქეოლოგიური კვლევა და თანამედროვე მეთოდებით ფიქსაცია გადაუდებელ
ამოცანას წარმოადგენს. საქართველოში ტურიზმის განვითარების მაღალი
ტემპი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების მაღალ მეცნიერ
დონეზე შესწავლას, ფიქსაციას და პოპულარიზაციას ითხოვს.
ამ მიზნით 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო ახალი
პროექტი, რომელიც მეგალითური ძეგლების ტოპოარქეოლოგიურ კვლევასთან
ერთად სამეცნიერო შესწავლასაც ითვალისწინებდა.
ამ პროექტის ფარგლებში, 2019-2020 წლებში ა(ა)იპ სიძველეთა დაცვისა და
შესწავლის ცენტრმა `თრიალეთი~ მეგალითური კომლექსების ტერიტორიაზე
განახორციელა შემდეგი სამუშაოები: 1. აბულის, შაორის, ავრანლოს და
სამების (თაქ-ქილისას) მეგალითური კომპლექსების აეროფოტოფიქსაცია
(დრონით გადაღება); 2. აბულის, შაორის და ავრანლოს მეგალითური სიმაგრეების
ფოტოფიქსაცია. 3. აბულის მეგალითური კომპლექსის ციტადელის
ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა; 4. აბულის მეგალითური კომპლექსის
ტერტორიაზე არსებული ნამოსახლარის ცალკეული სახლების ფოტოგრამეტრული
მოდელის შექმნა; 5. შაორის მეგალითური კომპლექსის ზედა ციხის ინტერიერის
ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა; 6. ავრანლოს მეგალითური სიმაგრის
ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა. 7. სამებას მეგალითური სიმაგრის
ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა. 8. სამებას პეტროგლიფების ფიქსაცია
(ჩანახატების გაკეთება და ფოტოდოკუმენტაციის შედგენა).
ბეშთაშენიs მეგალითური ნამოსახლარი მდებარეობს წალკის
მუნიციპალიტეტში, სოფ. ბეშთაშენის დასავლეთ ნაწილში. გაშენებული
ყოფილა მდ. ბეშქენაშენის ხევის და მდ. ბარეთის ხერთვისში. ბეშთაშენის
მეგალუითური კომპლექსის კვლევა XX საუკინის 30-იან წლებში დაიწყო და
დღემდე გრძელდება. ბეშთაშენის მეგალითური კომპლექსი სხვა ციკლოპური
ძეგლებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის მრავალფენიანი ძეგლია. აქ
კულტურული ფენები მეზოლითის ეპოქიდან მოკიდებული შუა საუკუნეების
ჩათვლით კარგადაა წარმოდგენილი. ბეშთაშენის მეგალითური კომპლექსის
არქეოლოგიური შესწავლის გაგრძელება, მნიშვნელოვან ინფორმაციას
მოგვაწვდის და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა მეგალითური
ძეგლების კვლევის რთული პროცესის სწორად წარმართვას.
2023 წელს ბეშთაშენში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშოები:
1. ნაქალაქარის ტერიტორიაზე 68/3,6.9 და 69/1,2,4,5,7,8 კვადრატების (90 კვ. მ.)
გასუფთავება ნაყარი მიწისგან და მიწის გატანა 10 მეტრის მანძილზე ხელითა
და ურიკით;
2. ნაქალაქარისN68/3,6.9 და 69/1,2,4,5,7,8 კვადრატების (90 კვ. მ.) არქეოლოგიური შესწავლა,
პრეპარაცია და მიწის გატანა 10 მეტრის ხელითა და ურიკით;
3. ნაქალაქარის ტყერიტორიაზე ## 66, 67, 68, 69 კვადრატებში 2020-2021 წლებში გათხრილი (150
კვ.მ) ბრინჯაოს ხანის სახლების გასუფთავება ნაყარი მიწისგან და მიწის
გატანა 10 მეტრის მანძილზე ხელითა და ურიკით;
4. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ## 66, 67, 68, 69 კვადრატები 2020-2021 წლებში გამოვლენილი
ბრინჯაოს ხანის სახლების (150 კვ. მ) არქეოლოგიური შესწავლა, პრეპარაცია და
მიწის გატანა 10 მეტრის ხელითა და ურიკით;
5. განათხარი ფართობის ნაწილობრივი რეკულტივაცია (40 კვ.მ.)
სრულად ტექნიკური დავალება იხილეთ დანართის სახით მიმაგრებულ ფაილში.