Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44050757)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 44050757
Дата публикации: 12-07-2023
Сумма контракта: 40 035


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014294
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.07.2023 13:40
Начало приема предложения 22.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 25.07.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 40`035.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარულ თვეში
Дополнительная информация
წალკის მუნიციპალიტეტი, ბეშთაშენის მეგალითური კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vladimer gabodze :: 11.07.2023 18:31
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 12.07.2023 13:40
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526837&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წალკის მუნიციპალიტეტი, ბეშთაშენის მეგალითური კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა



მეგალითური ნაგებობანი ას წელზე მეტია იქცევენ არქეოლოგების ყურადღებას. პირველი არქეოლოგიური სამუშაოები XIX საუკუნის მეორე ნახევარში საბერძნეთში (ტირინთოსი) და მალტაზე (ჰალ საფლიენი, ტარშიენი, ჰაგარ ქიმი და მნაიდრა) ჩატარდა.
საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითურმა ნაგებობებმა მკვლევართა ყურადღება მიიქცია XIX საუკუნის მიწურულს. თუმცა, „ციკლოპური“ ნამოსახლარების შესწავლა პირველად ბორის კუფტინმა სცადა. თრიალეთში, ბეშთაშენის `ციკლოპურ ნაქალაქარზე~ XX საუკუნის 30-იან წლებში წარმოებული გათხრების შედეგად მან გამოავლინა ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს და შუა საუკუნეების ფენები. მოპოვებული მასალის საფუძველზე „ციკლოპური“ ნამოსახლარების ქვედა თარიღად ძვ.წ. III ათასწლეულით განისაზღვრა. იმავე წლებში ბ. კუფტინმა წალკის ტერიტორიაზე გათხარა გრანდიოზული ყორღანები, მათ შორის მიწისზედა დარბაზიანი ყორღანები, რომელთა კედლები ქვითაა ამოყვანილი.
შემდგომ პერიოდში თრიალეთში გაითხარა ყორღანები გრანდიოზული დასაკრძალავი დარბაზებით, რომელთა კედლები ქვითაა ნაშენები. მესხეთში გათხრილი დაუმუშავებული ქვებით ნაგები სამარხი ნაგებობები ქვის დიდი ფილებითაა გადახურული. თრიალეთისა და მესხეთის ყორღანები ძვ.წ. III – II ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.
საქართველოს მეგალითური ძეგლების გეგმაზომიერი მეცნიერული შესწავლა 1990 წლიდან თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციამ (ხელმძღვ. გ. ნარიმანიშვილი) დაიწყო თრიალეთში, ეს სამუშაოები დღემდე გრძელდება. ექსპედიციის მიერ არქეოლოგიური დაზვერვები ჩატარდა დღეისათვის ცნობილი ყველა მეგალითურ ძეგლზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ე.წ. ციკლოპურ ნამოსახლარებსა და სიმაგრეებს (ბარეთი, კარიაკი, საბეჭდავი, კნოლე, ბეშქენაშენი, ზემო ბეშქენაშენი, ლიპი, უწყლო, კოხაჯი, თეზი, ცრიცი, ხევღრმა, ლოშო, აბული, შაორი და სხვ.). ისინი აიგეგმა და აიზომა არქიტექტურულად, შეგდა ტოპოგრაფიული გეგმები. ექსპედიციამ არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა საბეჭდავის, ბეშქენაშენის (ბეშთაშენის), ზემო ბეშქენაშენის (აი-ილია), კნოლეს და უწყლოს (სანთა) ნამოსახლარებსა და სიმაგრეებზე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ `ციკლოპური~ სიმაგრეები ძვ.წ. XVI საუკუნიდან არსებობენ, ძვ.წ. XIII-VII საუკუნეებში კი გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ.
XX საუკუნის მიწურულს მეგალითური ძეგლების კვლევის ახალი ეტაპი დაიწყო: არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ინტერდისციპლინარული კვლევები. თანდათან ნათელი ეფინება მეგალითების მშენებლების ყოფა-ცხოვრებას და სულიერ კულტურას.
„ციკლოპური“ ნაგებობები პირველად სამხრეთ საქართველოში, თრიალეთში დაფიქსირდა. 1881 წელს სოფ. ავრანლოს სკოლის მასწავლებელმა ა. იოაკი¬მოვმა სოფლის მახლობლად ციკლოპური ნაგებობა დააფიქსირა. მეგალითური ძეგლების მეცნიერულ შესწავლას სათავე დაუდო V არქეოლოგიურმა ყრილობამ, რომელიც 1881 წელს თბილისში გაიმართა. მრავალ საკითხთან ერთად თრიალეთში არსებული ე.წ. ციკ¬ლოპური ნამოსახლარების შესწავლის აუცილებლობის საკითხიც დადგა. მიუხედავად ამისა, მეგალითური ძეგლების შესწავლა დიდი ხნით გადაიდო.
წალკაში პირველი სტაციონალური არქეოლოგიური გათხრები 1896 წელს ე. თაყაიშვილმა ჩაატარა, რომელმაც სოფ. კარიაკში, ხაჩკოვში, ბაიბურთში, სარვანსა და ბეშთაშენში სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე სამარხი გათხარა. შემდგომში მან არაერთხელ მოაწყო ექსპედიცია წალკაში.
XX საუკუნის 20-იანი წლებიდან თრიალეთის მეგალითური ძეგლების კვლევას იწყებს ლ. მელიქსეთ-ბეგი. კვლევის შედეგები საქართველოს ტერიტორიაზე არსებული "ციკლოპური" ნამოსახლარების პირველ მონოგრაფიულ გამოკვლევას დაედო საფუძვლად.
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული `ციკლოპური~ ძეგლების შესწავლას არასისტემატური ხასიათი ჰქონდა და დიდი ხარვეზებით მიმდინარეობდა.
პირველი ვინც "ციკლოპური" ნამოსახლარების არქეოლოგიური შესწავლა სცადა იყო ბ. კუფტინი. მან ბეშთაშენის "ციკლოპურ" სიმაგრეზე ოთხი თხრილი გაავლო, სადაც დადასტურდა მტკვარ-არაქსული, გვიან ბრინჯაოს ხანის და შუა საუკუნეების ფენები. ამ მონაცემების საფუძველზე "ციკლოპური" ნამოსახლარების ქვედა თარიღად ძვ.წ. III ათასწლეული განისაზღვრა. 50-იანი წლების დასაწყისში, მისი გარდაცვალების შემდეგ, რეგიონში არქეოლოგიური სამუშაოები რამდენიმე წლით შეწყდა.
1989 წლიდან დღემდე წალკის რაიონში სამუშაოებს აწარმოებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თრიალეთის არქეოლო¬გიური ექსპედიცია. ექსპე¬¬დიციის ძირი¬თად მიზანს წარმოადგენს რაიონის ტერიტორიაზე არსებული „ციკლოპური“ ნამოსახლარების და სიმაგრეების აღნუსხვა, ფიქსაცია, ქრონოლოგიის და ტიპოლოგიის გარკვევა.
საქართველოს ტერიტორიაზე მეგალითური კომპლექსები მრავლად გვხდება. ციკლოპურ სიმაგრეებს, დასახლებათა თავდაცვით კედლებთან ერთად, მიეკუთვნება ყველა ის ნაგებობა, რომლებიც აგებულია დიდი ზომის დაუმუშავებელი ქვებით, უდუღაბოდ.
მეგალითურ კომპლექსებს მიეკუთვნება იმ ნამოსახლარებისა და სიმაგრეებს ერთობლიობა, რომლებსაც თავდაცვითი კედლები გააჩნია.
საქართველოს ისტორიული მხარეებიდან ყველაზე უკეთაა შესწავლილი თრიალეთის და ჯავახეთის `ციკლოპური~ სიმაგრეები და ნამოსახლარები. არქეოლოგიური გათხრებიც პრაქტიკულად ამ რეგიონშია მხოლოდ ჩატარებული. მიუხედვად იმისა, რომ რეგიონის ბევრი მეგალითური ძეგლი აღიწერა და სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოებიც ჩატარდა, ამ კვლევებს მაინც არასისტემური ხასიათი ჰქონდა, რაც ართულებს ამ ტიპის ძეგლების სრულყოფილ კვლევას.
მეგალითური კომპლექსები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ არქიტექტურულ-არქეოლოგიურ ძეგლებს წარმოადგენენ. მათი არქეოლოგიური კვლევა და თანამედროვე მეთოდებით ფიქსაცია გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს. საქართველოში ტურიზმის განვითარების მაღალი ტემპი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების მაღალ მეცნიერ დონეზე შესწავლას, ფიქსაციას და პოპულარიზაციას ითხოვს.
ამ მიზნით 2019 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც მეგალითური ძეგლების ტოპოარქეოლოგიურ კვლევასთან ერთად სამეცნიერო შესწავლასაც ითვალისწინებდა.
ამ პროექტის ფარგლებში, 2019-2020 წლებში ა(ა)იპ სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრმა `თრიალეთი~ მეგალითური კომლექსების ტერიტორიაზე განახორციელა შემდეგი სამუშაოები: 1. აბულის, შაორის, ავრანლოს და სამების (თაქ-ქილისას) მეგალითური კომპლექსების აეროფოტოფიქსაცია (დრონით გადაღება); 2. აბულის, შაორის და ავრანლოს მეგალითური სიმაგრეების ფოტოფიქსაცია. 3. აბულის მეგალითური კომპლექსის ციტადელის ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა; 4. აბულის მეგალითური კომპლექსის ტერტორიაზე არსებული ნამოსახლარის ცალკეული სახლების ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა; 5. შაორის მეგალითური კომპლექსის ზედა ციხის ინტერიერის ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა; 6. ავრანლოს მეგალითური სიმაგრის ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა. 7. სამებას მეგალითური სიმაგრის ფოტოგრამეტრული მოდელის შექმნა. 8. სამებას პეტროგლიფების ფიქსაცია (ჩანახატების გაკეთება და ფოტოდოკუმენტაციის შედგენა).
ბეშთაშენიs მეგალითური ნამოსახლარი მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფ. ბეშთაშენის დასავლეთ ნაწილში. გაშენებული ყოფილა მდ. ბეშქენაშენის ხევის და მდ. ბარეთის ხერთვისში. ბეშთაშენის მეგალუითური კომპლექსის კვლევა XX საუკინის 30-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ბეშთაშენის მეგალითური კომპლექსი სხვა ციკლოპური ძეგლებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის მრავალფენიანი ძეგლია. აქ კულტურული ფენები მეზოლითის ეპოქიდან მოკიდებული შუა საუკუნეების ჩათვლით კარგადაა წარმოდგენილი. ბეშთაშენის მეგალითური კომპლექსის არქეოლოგიური შესწავლის გაგრძელება, მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის და ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა მეგალითური ძეგლების კვლევის რთული პროცესის სწორად წარმართვას.


2023 წელს ბეშთაშენში ჩასატარებელი არქეოლოგიური სამუშოები:


1. ნაქალაქარის ტერიტორიაზე 68/3,6.9 და 69/1,2,4,5,7,8 კვადრატების (90 კვ. მ.) გასუფთავება ნაყარი მიწისგან და მიწის გატანა 10 მეტრის მანძილზე ხელითა და ურიკით;
2. ნაქალაქარისN68/3,6.9 და 69/1,2,4,5,7,8 კვადრატების (90 კვ. მ.) არქეოლოგიური შესწავლა, პრეპარაცია და მიწის გატანა 10 მეტრის ხელითა და ურიკით;
3. ნაქალაქარის ტყერიტორიაზე ## 66, 67, 68, 69 კვადრატებში 2020-2021 წლებში გათხრილი (150 კვ.მ) ბრინჯაოს ხანის სახლების გასუფთავება ნაყარი მიწისგან და მიწის გატანა 10 მეტრის მანძილზე ხელითა და ურიკით;
4. ნაქალაქარის ტერიტორიაზე ## 66, 67, 68, 69 კვადრატები 2020-2021 წლებში გამოვლენილი ბრინჯაოს ხანის სახლების (150 კვ. მ) არქეოლოგიური შესწავლა, პრეპარაცია და მიწის გატანა 10 მეტრის ხელითა და ურიკით;
5. განათხარი ფართობის ნაწილობრივი რეკულტივაცია (40 კვ.მ.)


სრულად ტექნიკური დავალება იხილეთ დანართის სახით მიმაგრებულ ფაილში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) კალენდარულ თვეში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

წალკის მუნიციპალიტეტი, ბეშთაშენის მეგალითური კომპლექსი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) - დამკვეთის, სამუშაოს შესრულების ვადებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით დანართის მიხედვით (იხ.დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმა.
მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru