Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #44050755)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 44050755
Дата публикации: 12-07-2023
Сумма контракта: 39 352


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014296
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.07.2023 14:04
Начало приема предложения 22.07.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 25.07.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 39`352.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ თვეში
Дополнительная информация
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მდებარე ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 300.00 GEL
Размер гарантии 394 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: vladimer gabodze :: 11.07.2023 18:10
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 12.07.2023 14:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526834&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მდებარე ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება
 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის/ძეგლის მოკლე აღწერა

არქეოლოგიური ობიექტი აღმოჩნდა 2008 წ. ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფ. ჭობარეთის თავზე, ადგილ სატიკნეს გორის სამხრეთ კალთაზე, ასპინძა-ახალციხის მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს. არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2016, 2019, 2020 და 2021, 2022 წლებში. რის შედეგადაც შესწავლილ იქნა: ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი; გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის და შუა საუკუნეების ნამოსახლარების ნაშთები.
ადრებრინჯაოს ხანის (მტკვარ-არაქსის კულტურა) ტერასული ნამოსახლარი ამ დროის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა. დღევანდელი არასრული მონაცემებით მისი სიგრძე დასავლეთ-აღმოსავლეთის ხაზზე 450 მ. ხოლო, სამხრეთ-ჩრდილოეთის ხაზზე 250 მეტრია. ჯერჯერობით სხვადასხვა ტერასაზე გამოვლენილი და შესწავლილია ქვით ნაშენი 14 ნაგებობა. შენობის კედლები ნაგებია ერთრიგად თიხის ხსნარზე სხვადასხვა ზომის კლდის ქვებით. მათი უმეტესობა ერთ ოთახიანია, გვხვდება ორი და სამოთახიანებიც. შენობების ნაწილს ზურგის კედელი რკალურად აქვს მოხრილი. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 1.20 მეტრიდან 2.70 მეტრია. ზოგიერთ მათგანს, თიხატკეპნილ იატაკთან, ზურგის კედელზე მიდგმული აქვთ 0.10-0.15 მ სიმაღლის და 0.40-0.60 მ სიგანის ბაქნები, ხოლო ოთახის შუა ნაწილში იატაკზე გამართული აქვთ თიხის წრიული კერები. ნაგებობებს საფასადო მხარე სამხრეთით უნდა ჰქონოდათ, რომელიც არ შემორჩენილა.
ნამოსახლარზე სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმია აღმოჩენილი: გვხვდება დიდი ზომის ქვევრისებური ფორმის ჭურჭელი, დერგები, ქილები, ქოთნები, კოჭბები, ბადიები, ჯამები და სხვ. მათი ნაწილი გამომწვარია რუხად, წითლად, ნაწილი შავზედაპირნაპრიალები და ვარდისფერ სარჩულიანია. ზოგიერთი ჭურჭელი შემკულია რელიეფური და ამოღარული ორნამენტით; მრავალფეროვანია თიხის სარქვლები, ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც ზომით, ასევე შემკობით; გარდა ჭურჭლისა, ნაგებობებში ნაპოვნია თიხის წრიული, ფართო ბორტიანი კერები და სხვადასხვაგვარი სადგრები, მათი ნაწილი ნალისებრი ფორმისაა.
კერამიკული ნაწარმის გარკვეული რაოდენობა (თიხის ჭურჭელი, სადგრები, სარქვლები) შემკულია რელიეფური და ამოღარული სახეებით, მათზე გამოსახულია ფრინველები, ცხოველები, აბსტრაქტული არსებები, სპირალები და სხვ.
ადრებრინჯაოს ხანაში, ჭობარეთში განვითარებული ჩანს მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ამის დამადასტურებელია აქ გამოვლენილი ოთხი ჯიშის ხორბლის მარცვლების, პალინოლოგიური მტვრის, ნამგლის კაჟის ჩასართების, ხელსაფქვავების და მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ძვლები. ნაპოვნია სპილენძის ჩამოსასხმელი ყალიბი და სპილენძის ერთნახევარი ხვია.
ნამოსახლარზე აღმოჩენილია სამარხებიც, ისინი წარმოდგენილია კლდის ტეხილი ქვებით ნაშენი აკლდამებით, სამეურნეო ორმოში გამართული სამარხებით და შენობის იატაკში ჩადგმული დერგსამარხით. სამარხები ინდივიდუალური და კოლექტიურია, მიცვალებული დაკრძალულია ხელფეხმოკეცილი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ჩატანებული აქვთ მცირე რაოდენობით თიხის ჭურჭელი, ძვლის კვირისტავი ან უინვენტაროა.
გარდა ამისა, ნამოსახლარის ტერიტირიაზე გამოვლენილია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის თიხის ჭურჭლის ნატეხები და შუა საუკუნეები ნაგებობების ნაშთები, ზღუდე და კერამიკული ფრაგმენტები. აღნიშნული ობიექტები სხვადასხვა მიზეზის გამო ნაკლებადაა შესწავლილი.
2020-2021 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა ნამოსახლარის აღმოსავლეთ ნაწილში, ტერასაზე, სადაც წინა წლებში მაგისტრალური გაზსადენის გაყვანის დროს დაზიანდა მტკვარ-არაქსის კულტურის ქვის ნაგებობები. სულ გაითხარა ოთხი ნაგებობა, ორი ნაგებობის ნაშთი და დანგრეული სამარხი. ამავე წლებში ნამოსახლარის სამხრეთ ფერდზე შესწავლილი იქნა დაზიანებული ქვის ორი ნაგებობა და სამი სამეურნეო ორმო.
2022 წლის საველე სეზონში ჩატარდა ტენდერით გათვალისწინებული შემდეგი სამუშაოები, კერძოდ - წინა წლებში გათხრილი ტერიტორიები გაიწმინდა მცენარეული საფარისა და ჩამორეცხილი მიწა-ღორღისაგან, ნამოსახლარის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში გაკეთდა სადაზვერვო თხრილები. ექსპედიციის ხელმძღვანელის ვარაუდით, სამუშაოების შედეგად დადგინდა ტერასების რაოდენობა და ნამოსახლარის გავრცელება-გეგმარების ხასიათი.





 ჭობარეთის ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარის ტერიტორიაზე 2023 წელს ჩასატარებელი სამუშაოები:

1. წინა წლებში გათხრილი ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული საფარისა და ჩამორეცხილი მიწა-ღორღისგან (50მX12მ) და მოხსნილი მცენარეული საფარის და მიწა-ღორღის გატანა ხელით და ურიკით 15 მ მანძილზე;
2. ნამოსახლარის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა (16X10X) სიღრმით 0,30 მ და განათხარი მიწის მასის გატანა ხელით და ურიკით 10 მეტრ მანძილზე;
3. ნამოსახლარის პირველ უბანზე (ბორცვი I) ტერასებზე გამოვლენილი ქვის ნაგებობების გათხრა- შესწავლა. მეორე უბანზე გამოჩენილი ნასახლარის კულტურული ფენების გათხრა-შეწავლა. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში სადაზვერვო შურფების გაკეთება კულტურული ფენების და ახალი შენობების გამოვლენის მიზნით. საერთო ჯამში 160კვ.მ (16X10 მ) ფართობის არქეოლოგიური გათხრა, კულტურული ფენის პრეპარაცია და განათხარი მიწის მასის გატანა ხელით და ურიკით 10 მ მანძილზე;
4. 2019-2023 წწ. განათხარი ფართობის (200 კვ/მ) მიწით სავსე ტომრებით და მიწის ფენით ნაწილობრივი რეკულტივაცია.


სრულად ტექნიკური დავალება იხილეთ დანართის სახით მიმაგრებულ ფაილში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობარეთში მდებარე ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) - დამკვეთის, სამუშაოს შესრულების ვადებისა და ხელშეკრულების ღირებულების მითითებით დანართის მიხედვით (იხ.დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის (არსებობის შემთხვევაში) აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“.
შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმა.
მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, ქვექონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით.
9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე. გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:
სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

12-07-2023 Машины, оборудование и канцелярские принадлежности, за исключением компьютеров, принтеров и мебели.

12-07-2023 Кабели, провода и связанные с ними изделия .

12-07-2023 Пакеты программного обеспечения для создания документов, для создания графики, для обработки изображений, планирования и производительности.

12-07-2023 Инженерные услуги.

12-07-2023 Бытовая техника .

12-07-2023 Оборудование, применяемое при чрезвычайных обстоятельствах, и средства защиты.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru