სადაზღვევო მომსახურება უნდა მოიცავდეს 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო
საშუალება მიკრო ავტობუსი - FORD TRANSIT-ის დაზღვევას ტექნიკური დავალებით
განსაზღვრულ სადაზღვევო შემთხვევებზე.
1.2.1 გასაწევი მომსახურების ფარგლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 10
ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მიკრო ავტობუსი - FORD TRANSIT-ის
დაზღვევა
1.2.2 ანაზღაურებადი რისკები:
1.2.2.1 ავტოსაგზაო შემთხვევა – ფრანშიზა: შემსყიდველის თანამშრომლის
ბრალეულობით ან მესამე პირის ბრალეულობის დაუდგენლობის შემთხვევაში 5000
ლარი;
1.2.2.2 მესამე პირის ბრალეულობის შემთხვევაში 0%;
1.2.2.3 სხვადასხვა სახის ქმედება - ქურდობა, გატაცების მცდელობა, ძარცვა,
ყაჩაღობა, ვანდალიზმი, სხვადასხვა;
1.2.2.4 საგნების ვარდნა, თვითაალება, მოულოდნელი მოვლენა (რომელმაც
გამოიწვია დაზიანება), ცხოველის ზემოქმედება, ხანძარი, აფეთქება, –
ფრანშიზა 0%;
1.2.2.5 სტიქიური უბედურებები - წყალდიდობა, დიდთოვლობა, მეწყერი, ღვარცოფი,
ჰაერის მასების მოძრაობა, სეტყვა, მიწისძვრა – ფრანშიზა 0%;
1.2.2.6 თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების, სარკეების,
აქსესუარებისა და სხვა დეტალების დაზიანება ან/და ქურდობა – ფრანშიზა
0%;
1.2.2.7 სადაზღვევო შემთხვევის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალების
ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯები (24 საათიანი ასისტანსი) და
საჯარიმო ავროსადგომზე სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებაის დგომის
ხარჯები;
1.2.2.9. გარანტიაზე მყოფი და/ან 5 წლამდე მყოფი ავტოსატრანსპორტო
საშუალებებზე შეფასება და შეკეთება უნდა განხორციელდეს ავტორიზებულ
სერვისცენტრებში, ან სხვა სერვისცენტრში შემსყიდველთან
შეთანხმებით;
1.2.2.10 მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა - შემსყიდველის
(დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლების) პასუხისმგებლობა აანაზღაუროს
მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის დაზღვეული
სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი – წლიური ჯამური
ლიმიტი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე- 20000 ლარი, ფრანშიზა – 0%;
1.2.2.11 მძღოლისა და მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - ზარალი,
რომელიც დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას,
ავარიის შედეგად, მიადგა მძღოლს და/ანმგზავრებს (გარდაცვალება, სხეულის
დაზიანება) – წლიური ჯამური ლიმიტი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - 20000
ლარი, ფრანშიზა – 0%;
1.2.2.12 სრულ ზარალად/განადგურებად განიხილება ავტოსატრანსპორტო
საშუალების
და აგრეგატის დაზიანება ან გაძარცვით გამოწვეული ზარალი, რომელიც
შეადგენს ან აღემატება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბალანსო
ღირებულების 70%-ს;
1.2.2.13 უფლებამოსილ მძღოლად ითვლება შესაბამისი კატეგორიის მართვის
მოწმობის მქონე, სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ასევე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
სისტემაში შემავალი უწყებების ყველა მოქმედი თანამშრომელი, რომლის
ასაკი აღემატება 21 წელს.
1.2.3 ანაზღაურების გამონაკლისები ვრცელდება:
1.2.3.1 შემთხვევაზე, რომლის დადგომის დროს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო
საშუალება გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შეჯიბრების დროს;
1.2.3.2 შემთხვევაზე, რომლის დადგომის დროს დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო
საშუალებაში იმყოფებოდა მგზავრთა ის რაოდენობა, რომელიც ხელს უშლიდა
მანქანის მართვას ან საფრთხეს უქმნიდა დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო
საშუალებაში მყოფი ნებისმიერი პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან
ნებისმიერი სახის ქონების უსაფრთხოებას;
1.2.3.3 ცვეთაზე, კოროზიაზე, დაჟანგვაზე, თანდაყოლილ დეფექტზე, შეუსაბამო
დიზაინზე, დეფექტური მასალების გამოყენებაზე და სხვა ბუნებრივ
თვისებებზე, შეკეთებაზე ან შენაცვლებული ნაწილის იმ ღირებულებაზე,
რომელიც მოხმარდა დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და
აგრეგატის სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული მდგომარეობის
გაუმჯობესებას;
1.2.3.4 დაზღვეული სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის
ტექნიკური მომსახურებისა და საგარანტიო შეკეთების ხარჯებზე;
1.2.3.5 უშუალოდ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბურავებზე
მიყენებულ დაზიანებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საბურავების ასეთი
დაზიანება, თავის მხრივ, გამოწვეული არის იმ სადაზღვევო შემთხვევის
დადგომით, რომლის გამოც, დამზღვევი (დაზღვეული) უფლებამოსილია, მიიღოს
სადაზღვევო ანაზღაურება ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი და
სრული განადგურების რისკზე;
1.2.3.6 შემთხვევაზე 21 წელზე ნაკლები ასაკის მძღოლის ან/და მართვის
უფლებამოსილების არ მქონე მძღოლის მიერ სპეც-ავტოსატრანსპორტო
საშუალების მართვისას;
1.2.3.7 შემთხვევაზე დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას
არაუფლებამოსილი პირის მიერ, გარდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო
საშუალებისათვის ქურდობა/ძარცვა/ყაჩაღობით ან მათი მცდელობით
მიყენებული დაზიანებისა;
1.2.3.8 შემთხვევებზე ავტოსატრანსპორტო საშუალების აეროდრომის ან
აეროპორტის ტერიტორიაზე მართვისას, გარდა სპეციალურ ავტოსადგომებზე
მომხდარი შემთხვევებისა;
1.2.3.9 შემთხვევაზე, რომელიც მოხდა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის
ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების
ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს (მიუხედავად იმისა, ზარალი დაზღვეული
ავტომაქნანის უფლებამოსილი მძღოლის მიზეზით/ბრალით დადგა, თუ სხვა
მესამე პირის მიზეზით/ბრალით); უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობას
ან თვითმკვლელობის მცდელობას ან ისეთ განზრახ ქმედებას, რომელიც
მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას;
1.2.3.10 შემთხვევებზე, რომელიც გამოწვეულია:
• იონიზირებული რადიაციით, ბირთვული ან სხვა სახის მავნე ნარჩენებიდან
მიღებული რადიაციით და დაბინძურებით;
• რადიოაქტიური, ფეთქებადი, ბირთვული ნივთიერების შემცველი აირის
ბუნებრივი მდგომარეობის ცვლილებით;
1.2.3.11. შემთხვევებზე, როდესაც დამზღვევი (დაზღვეული) დაზიანებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის აღდგენით-სარემონტო
სამუშაოებს განახორციელებს მზღვეველთან შეუთანხმებლად;
1.2.3.12 გაჩერებული დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის
დაუდგენელი პირის მიერ ან დაუდგენელ ვითარებაში
დაზიანების/განადგურების შემთხვევებში, ფაქტის აღმოჩენიდან 24 საათში
თუ არ მოხდება მიმწოდებელთან და საპატრულო პოლიციასთან დაუყოვნებლივი
დაკავშირება;
1.2.3.13 შემთხვევებზე, თუ იგი დადგა დადგენილი პარკირების წესების
დარღვევის გამო შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ დაზღვეული
ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო გადაყვანის/გადადგილების
დროს, ასევე, საჯარიმო სადგომზე განთავსებისას, გარდა იმ შემთხვევისა თუ
შემსყიდველის მიერ წარმოდგენილია უფლებამოსილი ორგანოებიდან
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საჯარიმო სადგომზე გადაყვანაზე
პასუხისმგებელი პირის ბრალეულობას დაზღვეული ავტომანქანის
დაზიანებასთან მიმართებაში;
1.2.3.14 თუ დაზღვეულ ინტერესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა ორმაგ
დაზღვევას, მაგრამ შემსყიდველს არ წარუდგენია მიმწოდებლისათვის
შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
1.2.3.15. ზარალზე, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე
არსებული დაზიანებით;
1.2.3.16.ზარალზე და დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეულია დაზღვეული
ავტოსატრანსპორტო საშუალების და აგრეგატის ტექნიკური
გაუმართაობით.
1.2.3.17. ნებისმიერი სახის ზარალს ან დაზიანებას, რომელიც წარმოიშვა იმ
შემთხვევებში, როცა:
ა) დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ნებისმიერი
პიროვნება, უფლებამოსილი მძღოლის გარდა;
ბ) უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერებების სიმთვრალის
მდგომარეობაში;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა მისი ტვირთის სახით
გადატანისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადატანა ხდება
ევაკუატორით, შემთხვევის შემდეგ, მზღვეველის მითითების საფუძველზე;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა სამხედრო
მიზნებისათვის.
ე) დაზღვეული განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე
სარგებელის მიღების მიზნით;
1.2.3.18.ზიანზე, რომლის დადგომის დროს დამზღვევის მიერ დარღვეულია
საადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები;
1.2.3.19.ზარალს, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
1.2.3.20.ზარალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის
განზრახ ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ
მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისას ან/და ამის მცდელობისას;
1.2.3.21.შედეგებზე, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია საომარი
მოქმედებებით, დაპყრობით, სამოქალაქო ომით, მიუხედავად იმისა,
აღნიშნული მდგომარეობა გამოცხადებულია სახელმწიფო ხელისუფლების მიერ
თუ არა, განსაკუთრებული, საგანგებო, სამხედრო მდგომარეობით,
საზოგადოებრივი არეულობით, აჯანყებით, დიქტატორული
რეჟიმით,ადგილობრივი ან სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანების თანახმად
საკუთრების საზოგადო მფლობელობაში გადაცემით, კონფისკაციით ან
ჩამორთმევით.
1.2.4 ყველა შემთხვევა, რომელიც არ არის ასახული ანაზღაურების
გამონაკლისებში ცალსახად ექვემდებარება ანაზღაურებას.
1.2.5 ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების ან გატაცების
შემთხვევაში, მიმწოდებელი, მხარეთა შეთანხმებით, სადაზღვევო თანხის
ფარგლებში, აუნაზღაურებს შემსყიდველს/მოსარგებლეს დაზღვეული
სპეც-ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენით ან შენაცვლებით
ღირებულებას შემდეგი წესით:
1.2.5.1 მიმწოდებელი გადაიხდის თანხას დაზღვეული ავტოსატრანსპორტო
საშუალების და აგრეგატის საბალანსო ღირებულების ოდენობით, ან:
1.2.5.2 მიმწოდებელი შემსყიდველის სასარგებლოდ შეიძენს განაცხადში
მითითებული მარკის, მოდელისა და სხვა მახასიათებლების შესაბამის
ავტოსატრანსპორტო საშუალებას.
1.2.6 ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის შემსყიდველის
წარმოსადგენი დოკუმენტები:
1) სადაზღვევო პოლისის ასლი
2) მძღოლის მართვის მოწმობის ასლი
3) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო (ტექპასპორტის) მოწმობის ასლი
სხვა დანარჩენ დოკუმენტებს მოიპოვებს თავად მიმწოდებელი;
მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს მომსახურების ფილიალი ქუთაისის
ტერიტორიაზე.