Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Мебель (Грузия - Тендер #44050683)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Internal Affairs of Georgia
Номер конкурса: 44050683
Дата публикации: 12-07-2023
Сумма контракта: 1 022 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230014359
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.07.2023 17:22
Начало приема предложения 09.08.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 14.08.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 1`022`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 39100000-Мебель
Коды классификатора
  • 39143110 - Кровати, запасные части для кроватей и обивка для специальной мебели
  • 39143112 - Матрасы
Срок подачи იხ.სატენდერი დოკუმენრტაცია
Дополнительная информация
შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ორ იარუსიანი საწოლების და ორ იარუსიანი საწოლებისათვის ორთოპედიული მატრასების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ.სატენდერი დოკუმენრტაცია
Шаг снижения цены 15`000.00 GEL
Размер гарантии 10`220 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino getsadze :: 07.07.2023 15:38
  • Последнее исправление: ilia aptsiauri :: 12.07.2023 17:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=526410&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ორ იარუსიანი საწოლების და ორ იარუსიანი საწოლებისათვის ორთოპედიული მატრასების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ა) 1054 (ათას ორმოცდათოთხმეტი) ცალი ორ იარუსიანი საწოლი (მატრასის გარეშე).

საქონლის ტექნიკური მახასიათებლები:

• მეტალის 2-სართულიანი საწოლი;
• სიმაღლე 175 სმ (ცდომილება ± 2 სმ);
• სიგრძე: 200სმ (± 3 სმ);
• სიგანე 95სმ (± 4 სმ);
• აღნიშნულ საწოლში შესაძლებელი უნდა იყოს მატრასის განთავსება, რომლის ზომებია 90*190*24 სმ (± 1 სმ);
• პირველსა და მეორე სართულს შორის დაშორება 95 სმ (ცდომილება ± 2 სმ);
• ვერტიკალური ძირითადი მილის დიამეტრი 55 მმ (ცდომილება ± 2 მმ), კედლის სისქე არანაკლებ 2 მმ;
• ვერტიკალურ ძირითად მილებს შორის არსებული მილ (ებ)ის დიამეტრი 25 მმ (ცდომილება ± 2 მმ), კედლის სისქე არანაკლებ 0,80 მმ;
• ცარგები, საწოლის გვერდი: მილკვადრატი 20x60 მმ (ცდომილება ± 2 მმ) კედლის სისქე არანაკლებ 2მმ.
• ტიხრის მილკვადრატი 20x20 მმ (ცდომილება ± 2 მმ) კედლის სისქე არანაკლებ 0.8მმ.
• ტიხრების ზემოდან დამაგრებული არანაკლებ 3 მმ-იანი მეტალის მავთულის ბადე.
• საწოლი შეღებილი უნდა იყოს ელექტრო სტატიკური საღებავი;
• საწოლი უნდა იყოს ასაწყობი კონსტრუქციით;
• საწოლს უნდა ჰქონდეს მეორე იარუსზე ასასვლელი კიბე.

ბ) 2108 (ორი ათას ას რვა) ცალი ორ იარუსიანი საწოლისთვის ორთოპედიული მატრასი.

საქონლის ტექნიკური მახასიათებლები:

• მატრასის ზომა 90*190*24 სმ ( ± 1 სმ);
• ბონელის ზამბარიანი სისტემით;
• ზამბარის რაოდენობა არანაკლებ 176 ცალი;
• ზამბარის თავის დიამეტრი არანაკლებ 9 სმ;
• ზამბარის მავთულის დიამეტრი 2,2 მმ (± 10 %);
• ზამბარის სიმაღლე 15 სმ (± 1 სმ);
• ზამბარები ერთმანეთთან დაკავშირებული არის 1,4 მმ (± 10 %) დიამეტრის მავთულით;
• ბონელის ზამბარიანი სისტემის ირგვლივ უნდა იყოს ღრუბელი 5სმx15სმ (±0.5 სმ), რომლის სიმკვრივე არის 14 კგ/მ-კუბი (±10%). მრავლაჯერადი დატვირთვისას და ზემოქმედებისგან ღრუბლის სიმტკიცის დაკარგვის კოეფიციენტი ISO3385 სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს 39%-45%, ხოლო ღრუბლის სისქის დაკარგვის კოეფიციენტი ISO3385 სტანდარტის მიხედვით არ უნდა იყოს 10%-ზე მეტი. აღნიშნული ღრუბლის ჰაერშეღწევადობის მაჩვენებელი - არანაკლებ 20%;
• ზამბარიან სისტემას ზედა და ქვედა მხარეს, მთლიან ზედაპირზე აქვს მყარი ძირი ე.წ ქეჩა წონით არანაკლებ 950 გ/მ კვადრატი;
• ქეჩაზე მთლიან ზედაპირზე დაკრული არის 3 სმ (± 10 %) სისქის, 22 კგ/მ კუბი (± 10%) სიმკვრივის ღრუბელი. მრავლაჯერადი დატვირთვისას და ზემოქმედებისგან ღრუბლის სიმტკიცის დაკარგვის კოეფიციენტი ISO3385 სტანდარტის მიხედვით უნდა იყოს 39%-45%, ხოლო ღრუბლის სისქის დაკარგვის კოეფიციენტი ISO3385 სტანდარტის მიხედვით არ უნდა იყოს 10%-ზე მეტი. აღნიშნული ღრუბლის ჰაერშეღწევადობის მაჩვენებელი - არანაკლებ 20%;
• მატრასის ზედაპირი - ქსოვილი: 50 % (±5%) პოლიპროპილენი, 50 % (±5%) პოლიესტერი, წონა არანაკლებ 115 გ/მ კვადრატი, დალიანდაგებული 1სმ (± 10%) სისქის 14 კგ/მ კუბი (± 10 %) სიმკვრივის ღრუბელთან და თელასთან;
• მატრასის გვერდის ზედაპირი - ქსოვილი 50 % (±5%) პოლიპროპილენი, 50 % (±5%) პოლიესტერი, წონა არანაკლებ 115 გ/მ კვადრატი, დალიანდაგებული არანაკლებ 0,5 სმ (± 10 % ) სისქის 14 კვ/მ; კუბი (± 10%) სიმკვრივის ღრუბელთან და თელასთან;
• მატრასი შეკერილი არის არანაკლებ 40 მმ თასმით და აქვს ოთხი საჰაერო ღილი;
• მატრასი შეფუთულია ტრანსპორტირებისთვის, პოლიეთილენის ცელოფნით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა N5ა.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 2 (ორი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქონლის შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, მისი შეცვლა უნდა უზრუნველყოს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების გზით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი და წარმოშობის ქვეყანა, ასევე მატრასის შემთხვევაში: ბონელის ზამბარიანი სისტემის ირგვლივ არსებული ღრუბლის, ქეჩაზე მთლიან ზედაპირზე დაკრული ღრუბლის და მატრასის საზედაპირე ქსოვილთან დალიანდაგებული ღრუბლის მწარმოებელი ქვეყანა და მწარმოებელი/ბრენდი
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ბონელის ზამბარიანი სისტემის ირგვლივ არსებული ღრუბლის, ქეჩაზე მთლიან ზედაპირზე დაკრული ღრუბლის და მატრასის საზედაპირე ქსოვილთან დალიანდაგებული ღრუბლის მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება მატრასში გამოყენებული ღრუბელების სიმკვრივეები, კერძოდ:
• ბონელის ზამბარიანი სისტემის ირგვლივ არსებული ღრუბლის სიმკვრივე 14 კგ/მ-კუბი (±10%);
• ქეჩაზე მთლიან ზედაპირზე დაკრული ღრუბლის სიმკვრივე 22 კგ/მ კუბი (± 10%);
• მატრასის საზედაპირე ქსოვილთან დალიანდაგებული ღრუბლის სიმკვრივე 14 კგ/მ-კუბი (±10%).
• ინფორმაცია ბონელის ზამბარიანი სისტემის ირგვლივ არსებული ღრუბლის სიმტკიცის დაკარგვის კოეფიციენტისა და სისქის დაკარგვის კოეფიციენტის შესახებ ISO3385 სტანდარტის მიხედვით.
• ინფორმაცია ქეჩაზე მთლიან ზედაპირზე დაკრული ღრუბლის სიმტკიცის დაკარგვის კოეფიციენტისა და სისქის დაკარგვის კოეფიციენტის შესახებ ISO3385 სტანდარტის მიხედვით.
• ინფორმაცია ბონელის ზამბარიანი სისტემის ირგვლივ არსებული ღრუბლის ჰაერშეღწევადობის მაჩვენებელს შესახებ.
• ინფორმაცია ქეჩაზე მთლიან ზედაპირზე დაკრული ღრუბლის ჰაერშეღწევადობის მაჩვენებელს შესახებ.

მწარმოებლ(ებ)ის მიერ გაცემულ დოკუმენტში მითითებული უნდა იქნას წინამდებარე ტენდერის უნიკალური NAT ნომერი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს ფასების ცხრილის პირველი და მე-2 პოზიიციით გათვალისწინებული შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები.

3.1.1.2 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის მე-2 პოზიიციით გათვალისწინებული შემოთავაზებული საქონლის ნიმუშთან ერთად წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი, ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს:

*მატრასის საზედაპირე ქსოვილის შემადგენლობაზე და წონაზე.
*მატრასის ქეჩის წონაზე.

3.1.1.3 ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუში სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.

3.1.1.4 პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები/ექსპერტიზის დასკვნები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.1.5 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი, რომელთან ერთადაც დასაშვებია შს სამინისტროს მიერ გამოცხადებული სხვა ნომრების მითითებაც.

3.1.1.6 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშები და ექსპერტიზის დასკვნების დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.1.7 წარმოდგენილი მატრასის ნიმუში შემოწმების შედეგად შესაძლებელია დაზიანდეს, შესაბამისად ის პრეტენდენტს ვერ დაუბრუნდება პირვანდელი სახით.

შენიშვნა: ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი არის ქსოვილი, რომელზეც უშუალოდ ჩატარდა ექსპერტიზა ან/და ე.წ. დარჩენილი ორიგინალი ქსოვილი.

3.1.1.8. ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ“ პრეტენდენტს ნიმუშის დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ“ პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ქიზიყის ქუჩა N5ა (შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტი; საკონტაქტო პირი: გიორგი სადაღაშვილი - ტელ: 577 54-53-27)

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) შსს შესაბამისი სამსახურის მიერ ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო გეწაძე, 577556121, n.gecadze@mia.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით გიორგი სადაღაშვილს ტელ: 577 54-53-27

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10.1.2 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.

10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით.

10.1.4 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.5 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

10.2.1 მისაწოდებელი საქონლის ფასების ცხრილი დანართი N1-ის მიხედვით, ტექნიკური მონაცემების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის შესაბამისად მწარმოებლის/ბრენდის, წარმოშობის ქვეყნის და საგარანტიო ვადის მითითებით (სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტის შესაბამისად წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის/ბრენდის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ასევე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru